მოურინიო : "გუნდი ყველა ტურნირზეა ფოკუსირებული"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ "რეალ სოსიედადთან" შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით "ბლანკოსს" მოტივაცია არ აკლია და გუნდი ეცდება სამივე ტიტულის მოგებას...


"ჩვენ გავედით სამეფო თასის ფინალში და 20 აპრილამდე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ტურნირზე აღარ ვიფიქრებთ, რადგან თებერვალსა და მარტში ურთულესი შეხვედრების ჩატარება მოგვიწევს, ჩემპიონთა ლიგასა და პრიმერაში."

"სოსიედადი არის გუნდი, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ, ისინი გენიალურ და ბრძოლისუნარიან ფეხბურთს თამაშობენ და მსგავსი ტიპის გუნდები ყოველთვის დასაფასებელია. ბასკებთან რთული შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს და აუცილებელია ყურადღების გამოჩენა. ბარსელონასთან სხვაობა 7 ქულაა, მაგრამ მათემატიკური შანსი ნამდვილად არსებობს ჩემპიონობისა, ამიტომ საჭიროა ყველა მომდევნო მატჩის მოგება და ბოლომდე ბრძოლა."

"ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ისეთი შედეგი ვაჩვენეთ, როგორიც არცერთ გუნდს არ უჩვენებია. აუცილებელია 1/8 ფინალში კარგი თამაში, ხსენებული ტურნირიდან ნაადრევად გამოთიშვა ჩემი მიზანი არ არის, ფრანგები უნდა დავამარცხოთ და წინ წავიწიოთ, სამეფო კლუბს ძალიან ცუდი ტრადიცია ჩამოუყალიბდა ბოლო წლებში, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, 1/8 ფინალი ეს მხოლოდ დასაწყისია და ჩვენ საწყის ეტაპზე გაჩერებას ნამდვილად არ ვგეგმავთ, თებერვალში რთული შეხვედრების გამართვა მოგვიწევს."

"არ მინახავს გუნდი, რომელიც ჩვენსავით შემართებით გადის მოედანზე, მაგრამ "რეალის" ფეხბურთელებს უდიდესი ზეწოლის ქვეშ უწევთ თამაში, თანაც ამას ემატება გადაღლილობა, რომელიც მთავარი პრობლემაა, მაგრამ რას ვიზამთ, თუ გვსურს წარმატება ყველა შეხვედრა უნდა მოვიგოთ, არ აქვს მნიშვნელობა მეტოქის სიძლიერეს."

"ჩვენ უდიდეს სამუშაოებს ვატარებთ სპორტული თვალსაზრისით, ცოტა ხანში მადრიდის "რეალი" უძლიერესი კლუბი იქნება, მაგრამ დრო აუცილებელია, სხვა შემთხვევაში ჩანაფიქრი ვერ განხორციელდება."

"კრიშტიანო რონალდო ბრწყინვალე ფეხბურთელია, რომელმაც ამ სეზონში ყველა ტურნირზე უკვე 32 გოლის გატანა მოახერხა, რაც თავისთავად უმაღლეს კლასზე მეტყველებს. პორტუგალიელი მოთამაშე დაუღალავად შრომობს და გუნდისთვის ძალიან ბევრს წარმოადგენს, რონალდო განსხვავებული მოთამაშეა, რომლის გუნდში ყოლა აუცილებელია, დარწმუნებული ვარ იგი განაგრძობს პროგრესირებას და ამ სეზონში კიდევ ბევრ გოლს გაიტანს."

"კაკა ბრწყინვალე მოთამაშეა და იგი სულ მალე გვაჩვენებს თავის მშვენიერ ფორმას, ბრაზილიელი უდიდესი ტალანტის მატარებელია." (თუ არ ათამაშე ვერაფერს ვერ გაჩვენებს. ავტ :გ)"

"ალვარო არბელოა გუნდისთვის ბევრს ნიშნავს, რადგან იგი უნივერსალია და ასეთი ფეხბურთელები ყოველთვის ცოტანი არიან, ესპანელი მოთამაშე გაცილებით უკეთ თამაშობს ვიდრე ადრე აკეთებდა ამას."

"კარიმ ბენზემას პროგრესი თვალნათლივია, ფრანგი მოთამაშე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გუნდს დაეხმაროს. "ბერნაბეუზე" შეკრებილი ხალხი მას ტაშს უკრავს, რაც ბევრს ნიშნავს ახალგაზრდა მოთამაშისთვის, დარწმუნებული ვარ იგი გაცილებით უფრო კარგად ათამაშდება." dle 10.1

  • Hala
  • 5 თებერვალი 2011
  • 2448
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (25)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)