ადებაიორი: ”აქ რეალის დასახმარებლად ჩამოვედი”

ემანუელ ადებაიორის დებიუტი ”სანტიაგო ბერნაბეუზე” წარმატებული გამოდგა.ტოგოელმა ბომბარდირმა თავისი პირველი გოლის გატანა შეძლო ”თეთრი” მაისურით.


- ”სევილიასთან” დასრულებული თამაშის შემდეგ, მოურინიომ შეგაქაოთ.თქვენი შთაბეჭდილება, ”ბერნაბეუზე” გატანილი პირველი გოლის შემდეგ?
- კმაყოფილი ვარ, რომ თავის გამოჩენა შევძელი.ჩემი ოცნება იყო ”ბერნაბეუზე” თამაში და გოლის გატანა საკუთარი პუბლიკის წინაშე.

- თუ არახართ საქმის ყურში, გეტყვით რომ თქვენ ”რეალის” მე-5000 გოლი გაიტანეთ ”სანტიაგო ბერნაბეუს” კედლებში.დებიუტიც ამას ჰქვია...
- მადლობა! ძალიან მომწონს მადრიდი.ის ფაქტი, რომ დიადი კლუბის სახელს წარმოვაჩენ, დიდი პატივია ჩემთვის.ჩემს ტოგოში, ყოველთვის ადევნებენ თვალ-ყურს ესპანური გრანდის შეხვედრებს.აქ, სამეფო კლუბის დასახმარებლად ჩამოვედი.ვეცდები, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო და გამოვავლინო ჩემი პოტენციალი, თუნდაც სათამაშო დრო 15-20 წუთს არ აღემატებოდეს.სიმართლე გითხრათ, რთულია ისეთი ფეხბურთელების გვერდით თამაში, როგორებიც არიან: რონალდუ, ოზილი, კაკა და ხედირა.უბრალოდ მოხიბლული ვარ მესუთის გოლით.ის არაჩვეულებრივია.

- თქვენ ბენზემას ნაცვლად შემოხვედით მოედანზე.ქარიმი ის ფეხბურთელია, რომელთანაც მოგიწევთ ბრძოლა, სასტარტოში ადგილის დასამკვიდრებლად...
- ჩემი აზრით, სევილიელთა წინააღმდეგ კარგად ითამაშა ფრანგმა.მას რამდენიმე მომენტი ჰქონდა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა.ასეთი რამ ფეხბურთში ხშირად ხდება.ვგონებ, მადრიდში ბენზემა ბევრი გოლის გატანას მოახერხებს.ყველაზე მთავარი ის არის, რომ ”9” ნომერი ძალიან უყვართ აქ.

- ბოლო 7 წლის განმავლობაში, ”რეალი” პირველად გავიდა სამეფო თასის ფინალში.რას ელით, დასკვნითი თამაშისაგან?
- ”ბარსელონა” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ფინალი სულ სხვა განზომილებაა.რა თქმა უნდა, ”კოპა დელ რეის” დაუეფლების შანსი ჩვენც გვაქვს.ამაში დარწმუნებული ვარ. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)