მოუს და "რეალის" 9 ფეხბურთელს აქვს თასი მოგებული სხვადასხვა კლუბებში

ჟოზე მოურინიოს სამ სხვადასხვა ქვეყანაში აქვს თასი მოგებული...


ჟოზე მოურინიო შედის იმ მცირერიცხოვან მწვრთნელთა შორის,რომელთაც მოგებული აქვთ სამი სხვადასხვა ქვეყნის თასი. მოუმ პირველად პორტუგალიის თასი მოიგო, 2003 წელს,როცა იგი "პორტოს" წვრთნიდა. მეორედ 2004 წელს "ფას" თასი "ჩელსის" გაწვრთნის დროს აიღო,ხოლო უკანასკნელად გასულ წელს იტალიის თასი "ინტერთან" ერთად.

რაულ ალბიოლი ერთადერთი მადრიდისტაა,რომელსაც "კოპა დელ რეი" აქვს მოგებული. მან ეს 2008 წელს შეძლო "ვალენსიასთან" ერთად. ყველაზე მეტჯერ თასი კი რიკარდო კარვალიოს აქვს მოგებული. მან ინგლისის თასი სამჯერ მოიგო "ჩელსთან" ერთად - 2007,2009 და 2010 წელს. 2003 წელს კი პორტუგალიის თასის აღება ჟოზე მოურინიოსთან ერთად იზეიმა.

ორჯერ აქვს თასი მოგებული ლასანა დიარას. მან ინგლისის თასი ორი სხვადასხვა კლუბიდან მოახერხა. პირველად 2007 წელს "ჩელსიდან", ხოლო მომდევნო წელს "პორტსმუთიდან". რონალდომ "მაჩესტერში" ერთხელ მოიგო თასი,2004 წელს. პეპემ პორტუგალიის თასის აღმართვა 2006 წელს მოახერხა. დუდეკმა და ხაბი ალონსომ 2006 წელს "ლივერპულში" ერთად იზეიმეს ინგლისის თასის აღება. კარიმ ბენზემამ საფრანგეთის თასი კი 2008 წელს აიღო, მესუთ ოზილმა კი გერმანიისა 2009 წელს "ვერდერთან" ერთად.

ინფრომაციის წყარო: realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)