სიცოცხლე ან სიკვდილი

სანტიაგო ბერნაბეუზე ამ საღამოს უნიკალური მატჩი გაიმართება. თუ შეხვედრა ისე დასრულდა, როგორც ამას "ბლანკოსი" გეგმავს, ისინი მოიპოვებენ შანსს 17 წლიან პაუზის შემდეგ კოპა დელ რეის ფინალში ითამაშონ.


დღევანდელი მატჩი, მართლაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. თეთრები უკვე მზად არიან მოწინააღმდეგის შესახვედრად. ეს დაპირისპირება ისტორიის ერთ-ერთი ნაწილი გახდება. ძალიან დიდი ხანია, რაც სამეფო კლუბი კოპა დელ რეის ფინალში გაღწევას ცდილობს და წელს მათ მიეცათ დიდებული შანსი 17 წლის შემდეგ ისევ არმართონ თასი.

ნახევარფინალური მატჩები ალბათ ფეხბურთის მოყვარულებისთვის ძალიან საინტერესო იქნება, რადგან დიდი შანსია, რომ ფინალში პლანეტის ორი უძლიერესი გუნდი დაეჯახოს ერთმანეთ: მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონა". ყველას ძალიან სურს კიდევ ერთი კლასიკოს ხილვა.

ყველამ კარგად იცის თუ რას ნიშნავს "ელ კლასიკო". ეს სიტყვა მსოფლიო ფეხბურთისთვის ყველაფერია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სამეფო კლუბმა მიმდინარე სეზონში სამარცხვინო მარცხი განიცადა ნოუ კამპზე, ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი რევანშისთვის ემზადებიან.

კატალონიელებს უკვე "თავი ქუდში აქვთ". მათ კოპა დელ რეის ნახევარ ფინალის პირველ მატჩში "ალმერიას" უმასპინძლეს და საკმაოდ დამაჯერებლად 5-0 გაანადგურეს. დღეს კი ისინი სტუმრად შეეცდებიან მოწინაარმდეგის დამაარცხებას.

რაც შეეხება მადრიდის "რეალს", თეთრებს უფრო დააძაბული ორთაბრძოლა ელით. კარიმ ბენზემას წყალობით პირველი შეხვედრა ბლანკოსმა სევილიაში მოიგეს. მათალია მატჩი დაძაბული გამოდგა, თუმცა მადრიდელებს იღბალმა მაინც გაუღიმა და მოწინაარმდეგეს ფინალში გასვლის შანსები შეუმცირა. დღეს თბილისის დროით საღამოს 01:00 საათზე ჟოზე მოურინიოს შეგირდებს ურთულესი გამოცდა ელით. თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება. მადრიდელები კი მიმდინარე სეზონში საკუთარ კედლებში ვერავინ დაამარცხა. dle 10.1

  • Junior
  • 2 თებერვალი 2011
  • 2491
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)