ბენზემა: ”სევილიის დასამარცხებლად ვემზადებით”

სამეფო კლუბის ფრანგმა შემტევმა ქარიმ ბენზემამ, RealmadridTV-სთან ჩაწერა ინტერვიუ.


- როგორ გრძნობთ თავს, ნახევარფინალის წინ?
- გუნდში შესანიშნავია განწყობაა.ჩვენ დიდი ენთუზიაზმით ვემზადებით განმეორებითი შეხვედრისათვის.ვიმედოვნებ, რომ ”სევილიას” დავამარცხებთ.

- შენ შეუდარებელი გოლი შეაგდე ”სანჩეს პისხუანზე”
- ესპანეთში გატანილი ბურთებიდან, ის ერთ-ერთი საუკეთესოა.მაშინ, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მოვახერხე ლამაზი ბურთის შეგდება.მუშაობას თავდაუზოგავად ვაგრძელებ და იმედია, ახლაც მოვახერხებ თავის გამოჩენას.

- ფინალს მხოლოდ ერთი მატჩი გაშორებთ...
- დიახ, მხოლოდ ერთი.ჩვენი ამოცანაა, ანდალუსიელების ძლევა.

- რა თქმა უნდა, პირველ შეხვედრაში გატანილი 1 გოლი, მშვიდად ყოფნის საშუალებას არ გაძლევთ...
- აღნიშნულ დაპირისპირებაში, მეორე გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ.ვიმედოვნებ, რომ ”ბერნაბეუზე” შევძლებთ ამას.

- როგორ ფიქრობთ, ”ბერნაბეუს” ტრიბუნები გაივსება?
- რასაკვირველია, რამეთუ მათი საყვარელი კლუბი უმნიშვნელოვანეს თამაშს ჩაატარებს.ჩვენ ერთი ნაბიჯი გვაშორებს ფინალს.მჯერა, რომ უამრავი ქომაგი მოვა.ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!

- ”რეალი” ”საშინაო” გუნდია...
- გეთანხმებით.მიმდინარე სეზონში, ”ბერნაბეუზე” ყველა თამაში ჩვენს სასარგებლოდ დავასრულეთ.იმედია, ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება.

- მოურინიო ქვეყნის თასების მოგების ოსტატია...
- დიახ.მოუმ ამის გაკეთება იტალიაში, პორტუგალიაში და ინგლისში შეძლო.რიგში ესპანეთია.აღსანიშნავია, რომ სამეფო თასზე გამარჯვება 17 წელი არ უგემიათ მადრიდელებს.აქედან გამომდინარე, ”კოპა დელ რეი” პრიორიტეტია როგორც კლუბისთვის, ასევე ჩვენთვის.

- რას ნიშნავს ”კოპა დელ რეი” გუნდისათვის?
- თასი უაღრესად მნიშვნელოვაია ჩვენთვის.ვიმედოვნებ, რომ 20 აპრილს ფინალში ვითამაშებთ. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)