მოურინიოს პრეს-კონფერენცია

მოურინიოს პრეს-კონფერენცია
ჟოზე მოურინიომ "სევილიასთან" სათასო დაპირისპირების წინ პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც გუნდის რამოდენიმე საკითხი განიხილა


"წლები გავიდა მას შემდეგ, როდესაც "რეალმა" სამეფო თასის ფინალში ითამაშა, და აი, ჩვენ ერთი ნაბიჯი გვაშორებს ფინალამდე. ძალიან რთული მატჩი იქნება, გოლი, რომელიც ჩვენ პირველ შეხვედრაში გავიტანეთ, არ არის გადამწყვეტი. ჩემი შეგირდები ძალიან ბედნიერნი არიან იმით, რომ აქვთ შანსი ესპანეთის თასის ფინალში თამაშის, ანდალუსიაში ჩატარებული მატჩის შემდგომ. ჩვენ მოვხვდებით ფინალში, თუ მოვიგეთ ან ფრე ვითამაშეთ. გულშემატკივრებისაგან უდიდეს მხარდაჭერას ველი, მსურს, რომ "სანტიაგო ბერნაბეუს" ფანებმა გამოთქვან თავიანთი სურვილი ამ ტურნირის ფინალში თამაშის. გავიმეორებ, ჩვენ რთული მატჩი გველის, გუნდს სურს გულშემატკივართა მხარდაჭერა, მე მინდა რომ ხალხი დაგვეხმაროს ფინალში გასვლაში"

"ჩვენ ამ თვეში 9 მატჩი ჩავატარეთ, ფეხბურთელებს ასეთი ტემპის გაძლება უჭირთ, რადგან ამას მიჩვეულნი არ არიან. წინა წლებში ეს გუნდი სამეფო თასის გათამაშებას პირველი რაუნდიდან ეთიშემოდა და უკვე შვიდი თუ რვა წელია "რეალი" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალს ვერ ცდება. თუნდაც ერთი წლის წინ, ეს ფეხბურთელები მხოლოდ ლა ლიგაში თამაშობდნენ"

"ფეხბურთელი უნდა შეჩვეული იყოს ასეთ გრაფიკს. ველი, რომ მომავალ წელს ისინი შეეჩვევიან და უკეთესად ითამაშებენ, ხოლო 2 წლის შემდგომ კიდე უფრო უკეთესად. ჩვენი მიზანია-ბოლომდე ბრძოლა და ყველა ტურნირზე გამარჯვება. მძიმე კალენდარი იწვევს უფრო არა ფიზიკურ არამედ ფსიქოლოგიურ პრობლემებს. ეს საკმაოდ რთულია"

"მადრიდის რეალი" დიდი ხნის მანძილზე უმაღლეს დონეზე თამაშობდა და ახლა ყოველი მატჩის ყველაფერი უფრო რთულდება".

"მე არ მიყვარს იმ ფეხბურთელებზე საუბარი, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ ახერხებენ თამაშს, მაგრამ უნდა ავღნიშნო, რომ გუნდი ბევრად უკეთესად ასპარეზობს, როდესაც დაცვაში პეპე დგას. მას არ ეშინია საკუთარი თავის უკან ცარიელი სივრცის დატოვება. იგი უდიდესი წნეხით აწვება მეტოქეებს, იგი შესანიშნავია წართმევებში და ასევე მას შეტევის დაწყება შეუძლია. ამ დაცვით სავსებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ პეპეს თვისებები ცვლის გუნდის გუნდური თამაშის სტილს"

"ბოლო დროს, ჩვენ ცოტა გოლს ვიტანთ, ეს ნორმალურია. ჩვენ ვეთამაშებით გუნდებს, რომლებსაც არ უწევთ რამოდენიმე ფრონტზე ასპარეზი, შესაბამისად ისინი მიზანმიმართულად, კვირის მანძილზე "რეალთან" შეხვედრისათვის ემზადებიან".

"კრიშტიანუ რონალდო ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. თუ იგი ვერ იტანს გოლებს, მაშინ ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, რომ მისმა პარტნიორებმა გააკეთონ ეს მის მაგივრად. რონალდუს შესანიშნავი სეზონი აქვს, იგი გაუტანს კიდევ ბევრ მეტოქეს, თუმცა ვერ ვიტყვი, გააკეთებს თუ არა იგი ამას უახლოეს შეხვედრაში, ან ერთ კვირაში" dle 10.1

  • n1ka
  • 1 თებერვალი 2011
  • 2606
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)