იკერ კასილასი : არც ერთი სიტყვა ფეხბურთზე

იკერ კასილასი : არც ერთი სიტყვა ფეხბურთზე
"სამეფო კლუბისა" და ესპანეთის ნაკრების კაპიტანი უკვე დიდი ხანია მისაბაძ მაგალითად იქცა არა მარტო მის ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში. იკერ კასილასი სიამოვნებით ესაურება პრესას სხვადასხვა თემებზე დაწყებული თანამედროვე ახალგაზრდების ბედით, კრიზისითა და სოციალური კავშირებით გაგრძელებული და დამთავრებული თავისი პრობლემებით პაპარაცებთან მიმართებაში. ხო, არც ერთი სიტყვა ფეხბურთზე..


"სამეფო კლუბისა" და ესპანეთის ნაკრების კაპიტანი უკვე დიდი ხანია მისაბაძ მაგალითად იქცა არა მარტო მის ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში. იკერ კასილასი სიამოვნებით ესაურება პრესას სხვადასხვა თემებზე დაწყებული თანამედროვე ახალგაზრდების ბედით, კრიზისითა და სოციალური კავშირებით გაგრძელებული და დამთავრებული თავისი პრობლემებით პაპარაცებთან მიმართებაში. ხო, არც ერთი სიტყვა ფეხბურთზე..

რაშია თქვენი მიმზიდველობის საიდუმლო ?

მე უბრალო ადამიანი ვარ, ძალიან ჩვეულებრივი, ასევე გარემოება, რომელშიც ადამიანი იზრდება დიდ როლს თამაშობს. მე გამიმართლა, რომ "მადრიდის" წევრი გავხდი, რომ მე ჩემი მეგობრები და ოჯახი მყავს გარშემო, ხო კიდე იმაში გამიმართლა, მადრიდელი რომ ვარ. ვფიქრობ, მე საუკეთესო პირობებში გავიზარდა. მაგრამ ვხვდები, რომ მთელი მსოფლიოსთვის საყვარელი ვერ იქნები. მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ, არასოდეს ვცდილობ თავი სხვანაირად წარმოვაჩინო.

მეთანხმებით, რომ დღევანდელი ცხოვრება ბევრად შეცვლილია, ხოლო ახალგაზრდობა მხოლოდ ვარსკვლავობასა და ფულზე ფიქრობს?

ალბათ ასეა. იშვიათობად იქცა ის ხალხი, რომლებიც სწავლას აგრძელებენ. ახლა ხომ ამდენი ალტერნატივა არსებობს: ყველანაირი რეალიტი-შოუ, სატელევიზიო პროგრამები, რომლებშიც შესაძლოა საკუთარი ცხოვრების შესახებ ჭორაობა.. მე უფრო მომწონს ისეთი ხალხი, რომლებიც კარიერას პროგრამების მეშვეობით კი არა, ოფლითა და მუშაობით იწყობს.

აბა როგორ უნდა გაიზარდოს ბავშვი რომ მიეჩვიოს სხვა ამბიციებს?

ჩემს ბავშვებს პირველ რიგში ერთმანეთის პატივისცემას ვასწავლიდი. ვთვლი, რომ არსებობს ცხოვრებისეული წესი, რომელიც ყოველთვის უნდა ჰქონდეს ადამიანს. მაგალითად, თუნდაც ადგილის დათმობა მოხუცი ადამიანისათვის. მე მსურს, რომ ყველას, სარკეში ჩახედვისას შეეძლოს თქმა, :"მე კარგი ადამიანი ვარ". შესაძლოა იყო ეგოისტი, ან გიყვარდეს რამეების გულში ჩადება, ან საკუთარი და განსხვავებული ხასიათის იყო, მაგრამ გულის სიღრმეში კარგ ადამიანად უნდა დარჩე.

ერთმანეთისადმი პატივისცემის გარდა, განათლებაც იკარგება?

დიახ. ეს თვალშისაცემია. ასევე უახლესი ტექნოლოგიები-ყველანაირი საიტი Facebook-ი ან Tuenti (ესპანური სოციალური კავშირი)Youtube-ხშირად ხდება ამჟამინდელი ახალგაზრდობის საამაყო საქმედ. ძალიან ხშირად მე ვერ ვხედავ მათში მოხუცების პატივისცემას. და ეს მე არ მესმის.

თვითონ თუ მოიხმართ Facebook-სა ან Twitter-ს?

ორი თუ სამი წლის წინ მე მქონდა Facebook-ის პროფაილი, მაგრამ შემდგომ ნამდვილი სიგიჟე და მე წავიშალე. სიმართლე გითხრათ, არ მიზიდავს სოციალურ კავშირებში საუბრები. მეტიც, მე ვთვლი, რომ ამით, ურთიერთობის ხიბლი იკარგება: იმის მაგივრად, რომ უკეთესად გაიცნო უკვე ნაცნობი ხალხი, შენ კარგავ დროს უცხოების გაცნობაზე.

რომელ თვისებას გადასცემდით თქვენს თანატოლებს?

ვფიქრობ, შეიძლება საუბარი თავგანწირვის შესაძლებლობაზე, ან სიმართლეზე. მაგრამ ახლა საუბარი სხვანაირად მიდის. რას ხედავს ხალხი? იკერ კასილასს, რომელიც მოედანზე ნაკრებისა და კლუბის მაისურით გამოდის. მათ ავიწყდებათ, რომ იყო იკერ კასილასი, რომელიც ისევე როგორც ბევრი სხვა ბავშვი, ათასჯერ მოგზაურობდა მოსტოლესიდან მადრიდში და აიძულებდა მშობლებს უამრავი ფულის დახარჯვას ამ მგზავრობებში.

რით მოხვედით კასტელიანაზე?

"სეატ 124"-ით

თქვენთვის ახლოა დილემა, რომლის წინაშეც დღევანდელი ახალგაზრდობა დგას? მათ არ შეუძლიათ არჩევა მეცადინეობას და მუშაობის დაწყებას შორის, ამიტომ ცდილობენ ნაადრევად ფინანსურად დამოუკიდებელ ცხოვრების დაწყებას. რას უსურვებდით მათ: სპორტს, სწავლასა თუ მუშაობას?

რა თქმა უნდა, მე ვიცი, რადგან ბევრი მეგობარი მყავს.. მე მათ სწავლას ვურჩევდი. ფეხბურთი ჰობი უნდა იყოს, რომლის მეშვეობითაც საკუთარ ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნო.

ამ კრიზისის დამნაშავე უძრავი ქონების არაადეკვატური ფასებია, ხომ?

ნამდვილად. იმის გამო, რომ ცოტას აქვს ამის ყიდვის საშუალება, ისინიც იღებენ ყველანაირ დივიდენდს.

თქვენ ალბათ გყავთ მეგობრები, რომლებსაც ჯერ არ შეუძლიათ საცხოვრებელი ადგილის შეძენა..

რა თქმა უნდა მყავს. რთულია ამის ყურება, რადგან ისინი კარგი მეგობრები არიან. თუმცა, ძალიან რო შეეცადონ და რაიმე შეეწიროს ამას, აუცილებლად მიაღწევენ თავისას. ჩვენ, ფეხბურთელებს გაგვიმართლა : კლუბი ბევრ საჩუქარს გვიკეთებს, გვჩუქნის მანქანას, მაგრამ მე ვიღებ სიამოვნებას, როდესაც ვხედავ, რომ ერთ-ერთ ჩემმა მეგობარმა, რომელსაც თვეში ხელფასი 1500 ევრო აქვს, ააგროვა ფული და მანქანა იყიდა, რის შემდეგაც იწყებს საცხოვრებელი ადგილის ფულის გადახდას. წარმატება ყველასთან ადვილად არ მოდის. მე გამიმართლა, რომ "მადრიდში" მოვხვდი და გავხდი სხვა განზომილების ნაწილი და ამასთან ერთად მე კვლავ ვტკბები ხალხით, რომლებიც ნულიდან იწყებენ და ნაბიჯ-ნაბიჯ იწყობენ ცხოვრებას.

ახლანდელი კრიზისი ყველაზე მეტად ახალგაზრდობას შეეხება?

არამგონია, მე მგონია რომ ახალგაზრდობისათვის, ეს პირიქით თავისებური ხელის კვრა იქნება. კრიზისი ყველაზე მეტად, ვფიქრობ იმათ აწუხებს, ვინც 70-80იან წლებში დაიბადა. ბევრს ყველაფრის ახლიდან დაწყება მოუწევს. ახალგაზრდებს უპირატესობა აქვთ : ისინი ხედავენ, როგორ არის ყველაფერი მოწყობილი და შეუძლია ორიენტაციის მოხდენა და ატლერნატიული გამოსავალის პოვნა.

ეთანხმებით იმას, რომ ახალგაზრდობა დღეს უკეთესადაა მომზადებული?

რისთვის? საერთოდ ყველაფრისთვის? ჩვენ ყველანი აწი წლით ადრე ვდიდდებით, ვიდრე ჩვენი მშობლები

ეს ნორმალურია?

ნუ, რაც უფრო მეტს აუკრძალავ, მით უფრო მეტ გამოსავალს გამონახავს ხალხი, რომ ამას გაექცნენ. ნარკოტიკი, ალკოჰოლი..რაც უფრო მეტი შეზღუდვა და აკრძალვაა, მით უფრო ტკბილია ამის მიღწევა. ზოგჯერ ჩანს, რომ თუ ყველაფერი გალეგალურდება, ამას ხიბლი დაეკარგება.

თქვენ თქვენი პირდაპირობით ხართ ცნობილი.. მთელი ქვეყანა მოიხიბლა, როდესაც თქვენ ბავშვივით ტიროდით საჩემპიონო თასის აწევისას..

ეს ძალზედ ემოციური მომენყი იყო. ვინ იფიქრებდა, რომ იმ დღეს, როდესაც მარია დელ კარმენ ფერნანდესმა გააჩინა ბიჭი, წონით 3800 გრამი, რომ ეს ბავშვი როდესმე თავს ზემოთ მსოფლიო ჩემპიონატის თასს აწევდა? ახლა მე თავისუფლად შემიძლია ფეხბურთიდან წასვლა, რადგან ადრე ძალიან მსურდა ესპანეთის ნაკრებთან ერთად რაიმეს მიღწევა. ეჰ! მახსოვს ჩემი ემოციები მას შემდეგ რაც 15 წლამდელთა ჩემპიონატი მოვიგეთ, შემდეგ 16 წლამდელთა, ჩემი პირველი ჩემპიონთა ლიგის თასი, პირველი საჩემპიონო ტიტული ლა ლიგაში. ეს მოგონებები მთელი ცხოვრება დამრჩება. მიყვარს ჩემი პროფესია.

მაგრამ ასე ტირილი..

ეს მოშვების ცრემლები იყო. რატომღაც ჩვენს ქვეყანაში ხალხი საკმაოდ არასამართლიანია. ჩვენ ყველა და პირველ რიგში მე, სამუდამონი არ ვართ. ჩვენ მივეჩვიეთ კრიტიკას. მიზეზი ალბათ, რაღაცნაირ შურშია. ჩვენ ვაფასებთ იმას, ვინც საიდანღაც მოდის და იმ მომენტის ემოციებს მახსენებს.

თქვენმა კოცნამ სარასადმი ჩვენ ყველა სიამაყით აგვავსო და გამოიწვია უამრავი აპლოდისმენტი.. სამეფო ტახტის შთამომავლებიც კი მოხიბლულნიდ არჩნენ.

ეს ალბათ იმიტომ, რომ ისინი ახლოს იყვნენ და ყველაფერი პირადად იხილეს. იმ მომენტში ყველაფერი ერთად მოხდა. საერთოდ, მე სპორცმენი ვარ და არა საპუბლიკო პიროვნება. თუმცა, ამას სარაც კი არ მოელოდა. ვფიქრობ, ხალხს მოწონს როდესაც პიროვნულ ხასიათს ალვენ. ჩვენ ცუდი არაფერი გაგვიკეთებია.

რას იტყვით საპენსიო ასაკის შესაძლო გაზრდამდე 67 წლამდე?

ვფიქრობ, ასაკობრივი ზღვარის გაზრდა ორი წლით ხალხისთვის, რომლებიც ბევრი წლის განმავლობაში მუშაობდნენ არ არის ნორმალური და ლოგიკური. 65 წლის მოხუცი, რომელმაც უკვე იმუშავა თავისი ცხოვრების მანძილზე იმედოვნებს რომ ექნება წყნარი სიბერე. ვფიქრობ, რომ ყველას უნდა აწუხებდეს პენსიონერების ბედი.

ანტიტაბაკური კანონის შესახებ რას იტყვით?

მთლიანად ვეთანხმები. რა თქმა უნდა, ცოდოები არიან მწეველები, მაგრამ მე ვეთანხმები ამას, რადგან თვითონ ვერ ვიტან ბოლს.

მაგრამ ბევრი ხომ უკმაყოფილი დარჩება..

კარგით რა, ეს მიჩვევაა. თუ აკრძალავენ მოწევას შენობებში, ყველა გარეთ გამოვა. თანაც, კაფეებსა და რესტორნებში უკვე კარგი ბიზნესი შექმნეს.

მაგრამ შემდგომ იქნება "წუწუნი" ხმაურზე?

როდესაც რაიმეს აკრძალავ, უნდა იფიქრო იმაზე, როგორ დააკმაყოფილო ეს ხალხი სხვა ხერხით.

რაში დებთ ფულს?

ვფიქრობ, ყველაზე კარგია ფულის ინვესტირება უძვარ ქოენბაში. ფული რთულად საშოვნელია და მე ამ საკითხში კონსერვატიული ვარ, ფულს სერიოზულად უნდა მიუდგა. ჩემი მენეჟერი და "ბროკერი" ყოველთვის დედა იყო.

როდის გნახავთ ოჯახის მამად? გიყვართ ბავშვები?

ადრე არც ისე მიყვარდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ყველაფერი იცვლება.

რელიგიური ხართ?

მე არ ვარ მონათლული და არც წირვაზე მივლია, მაგრამ ეს ჩემი პირადი არჩევანი იყო. დედამ მითრა, რომ თუ ჯვრის დაწერას ეკლესიაში დავაპირებ, მაშინვე შემიძლია მოვინათლო, რადგან ამაში საშიში არაფერი იქნება.

მომაბეზრებელი პაპარაცი თუ გაწუხებთ?

ძალიან. მე ნამდვილად ვცდილობ მივიღო ის, რომ ეს მათი შამუშაოა. ვხვდები, რომ პუბლიკური ადამიანი ვარ, თუმცა ჟურნალისტები ამას "ვარსკვლავობას". არა, მე არ ვარ ვარსკვლავი, მე უბრალო სპორცმენი ვარ. ვარსკვლავი-ეს ცოტა სხვა რამეა. ფოტოგრაფები ყველგან არიან : ღმერთმა არ ქნას, რომ სახლიდან პიჟამოში გამოხვიდე ნაგვის გადასაგდებად, ცხვირში თითი შეიყო ან კიდე მოიფხანო იქ, სადაც არ არის საჭირო. თუმცა მე მიჩვეული ვარ სალიხდან გასვლის შემდგომ აქეთ-იქით ყურებას. ჩემი თავი მე თვითონვე პატიმარი მგონია. ისეთი გრძნობაა, რომ ყოველთვის ვიღაც თვალს მედევნებს. მე უკვე ვფიქრობ იმაზე, რომ როდესმე გადავიღო დოკუმენტური ფილმი კამერების "ქვეშ" ყოფნის შესახებ. ყველამ იცის, სად ვცხოვრობ, ჩვენ კი გვახსოვს რა მოუვიდა ერთხელ ჯონ ლენონს.. ნებისმიერი გიჟი შეიძლება გეწვიოს იარაღით ხელში. არ ვიცი, სადამდე მივა ყველაფერი, მაგრამ სიტუაცია სასირცხვილოა. პაპარაცის თავისუფლად შეუძლია შენ თვალი მთელი დღის განმავლობაში გადევნოს და თან ისეთი სურათები შექმნას, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობს. ასე არ არის შორი იმისგან რომ ცხოვრებას სადმე მიყრუებულში დაასრულებ. თუ პაპარაცები არიან, მაშინ გადამიღონ სურათი ისე, რომ მე ვერ შევატყო, მაგრამ არა ასეთი ხერხებით.

* ინტერვიუ ჩაწერილია ოსასუნასთან თამაშამდე dle 10.1

  • n1ka
  • 1 თებერვალი 2011
  • 2855
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)