"ფაბრიკის" დღე

"კასტილიამ" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა, მას შემდეგ, რაც სათავეში ტორილი მოვიდა. თავიდან "ექსტრემადურასთან" შეხვედრა მოულოდნელად დაიწყო. "ბლანკოსები" უკვე 26–ე წუთისთვის 1:0 აგებდნენ (ანგარიში იეიომ გახსნა). მიუხედავად ამისა, მეორე ნახევრის 58-ე წუთზე მორატამ გაათანაბრა. ამის შემდეგ დაიწყო მეტოქის დაჯაბვნა. 79-ე წუთზე "ექსტრემადურას" მცველმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, ხოლო 88-ე წუთზე კი ხოსელუმ ბრწყინვალე დრიბლინგი შეასრულად და კიდევ ერთხელ დაანახა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი მაღალი კლასი. საბოლოოდ შედეგი 1:3 "კასტილიას" სასარგებლოდ.

ამის პარალელურად "მადრიდის რეალ C"–მ მოგების გემო გაიხსენა, "თეთრებმა" ბრუნოს გოლის წყალობით მეტოქე 0:1 დაამარცხეს.


"Junior A"–მ "სალამანკა" გაანადგურა

"Junior A"–მ საკუთარ მოედანზე მიიღო "სალამანკა" და სახლში განადგურებული გაუშვა. სობრინო, შარპენი (2), ბარელი და ომარი, ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებმაც "თეთრების" რიგებში გამოიჩინეს თავი.

"Junior B"– მარცხი იწვნია

"თეთრებმა" მიმდინარე სეზონში მესამე მარცხი იწვნიეს, რაულის დუბლი უსარგებლო გამოდგა და ისინი "რაიო ვალეკანოსთან" 3:2 ანგარიშით დამარცხდნენ.

"Junior C" ამაყად ლიდერობს

"თეთრები" კვლავ ინარჩუნებენ სერიოზულ ჰანდიკაპს მეორეადგილოსანთან. "სიუდად რეალზე" "კოსლადას" ვიზიტი წარუმატებელი გამოდგა, კრისტიანმა და ხოსემ ახალგაზრდებს მორიგი გამარჯვება მოუტანეს. (2:1)

"კადეტ ა" ზედიზედ მეათეჯერ იმარჯვებს

"თეთრები" აგრძელებენ ბრწყინვალედ აღებულ სტარტს, მათ ამჟამად "ალკალას" გადაუარეს (4:0). გოლები ალვარომ, მუნოსმა (თერთმეტმეტრიანიდან), ლეგასმა და აგუინაგამ გაიტანეს. ამ გამარჯვებით "კადეტთა ა" ნაკრები კვლავ სათავეში დარჩა.

"კადეტ ბ" კვლავ დაუმარცებელია

"მადრიდისტებმა" კიდევ ერთხელ დაგვანახეს საკუთარი შეტევითი პოტენციალი, მათ "სან სებასტიანის დე ლოს რეიესი" 4:0 გაანადგურეს, ამით "თეთრებმა" შეჯიბრების მეორე რაუნდი წაგების გარეშე დაიწყეს. გოლები გაიტანეს პოსომ (2), ჰარპერმა და მილინამ.

"სან ფერნანდესელი" ბავშვები განადგურდნენ

"მადრის რეალმა" "სან ფერნანდესი" 5:1 გაანადგურა. ანტონიომ ორჯერ, ნანჩომ, ჯეიმსმა და ვერგასმა გაიტანეს გოლები. "ბავშვთა ა" ლიდერია, მათ ყველა შეხვედრა აქვთ მოგებული.

"ბავშვთა ბ" პირველ რაუნდს მოგებით ასრულებს

სებასტიან გრილის მიერ დამოძღვრილი გუნდი შეჯიბრების პირველ წრეს "პოსუელო დე ალაკრონთან" მოგებით ასრულებს. შეხვედრაში ტაბლოზე საბოლოოდ 6:1 ანგარიში დაფიქსირდა. ოსკარმა თამაში ბრწყინვალედ ჩაატარა, მან ჰეთრიკი შეასრულად, ასევე გოლები გაიტანეს მაჩუჩამ, ბრავომ და აშრაფმა.

"მცირეწლოვანთა ა" აგრძელებს ცხელ–ცხელ მოგებებს

"მადრიდის რეალის" ფეხბურთელებმა შეინარჩუნეს აღებული სტარტი და ამჟამად "ხეტაფეს" გადაუარეს ანგარიშით 7:0. ოთხი გოლი ხავიმ გაიტანა, ორი გუტიმ და ერთი კიდე ედუმ. ამით ინაკი ბენის მიერ გაწვრთნილმა ბავშვებმა ზედიზედ მეათე გამარჯვება გამოაცხვეს და აგრძელებენ ბრძოლას პირველი ადგილისთვის.

"მცირეწლოვანთა ბ" დაეცა "ადეპ პალომერასთან"

"თეთრბემა" პირველი რაუნდის ბოლო შეხვედრაში "ადეპ პალემორასთან" მარცხი იწვნიეს (1:2). დიეგოს მიერ გატანილმა გოლმა ალბერტო გარიდოს ფეხბურთელებს შედეგი ვერ მოუტანა.

"Benjamín A" აგრძელებს გოლების წვიმას

"მადრიდის რეალმა" კიდევ ერთხელ ანახა საკუთარი ძალა და "სან როკე" 8:0 გაანადგურა. მთავარი შემოქმედი ლუისი იყო სამი გოლი. ადრიანმა თავი ორჯერ გამოიჩინა, რაულმა, დავიდმა და მარკმა თითო–თითოჯერ. "მადრიდის რეალი" პირველ ადგილზეა, მას ათიდან ათი მოგება აქვს.

"Benjamin B"–42 გოლი სამ თამაშში.

ხუან მარტინესის მიერ გაწვრთნილი ბავშვები "ვირხენ დე ლა სუეს"–ს დაუპირისპირდნენ და მეტოქე, რასაც ქვია, მიწასთან გაასწორეს. ოთხი გოლი ამ შეხვერდაში ნანჩოს ანგარიშზეა, სამი მარიო და რიკარდოს, ხოლო ალბერტომ კი მხოლოდ ერთხელ მოახერხა თავის გამოჩენა. "თეთრები" დაუმარცხებელნი არიან. ისინი წინა თამაშებს თუ გადავხედავთ, ჯგუფში ყველაზე საშიში მეტოქენი გახდნენ ნებისმიერი კლუბისთვის.


წყარო: realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 31 იანვარი 2011
  • 2973
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (101)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)