"აქ ოთხი წლით დარჩენას ვაპირებ"

"აქ ოთხი წლით დარჩენას ვაპირებ"
"მე ვიცი ამ პროექტის სირთულე, მაგრამ მომწონს ახალი გამოწვევები.""მაგრამ ეს სირთულე არ იქნება სამუდამო, დარწმუნებული ვარ, მომავალ სეზონში ყველაფერი მოგვარდება". იგი პირობას დებს, რომ თავს შეიკავებს პრესასთან საუბრისას.


ნელ-ნელა "რეალის" გასახდელი წყნარ ცხოვრებას უბრუნდება. უკან დარჩა ძლიერი დაძაბულობის დღეები, როდესაც დაპირისპირება მოურინიოსა და ვალდანოს შორის "ბერნაბეუს" კაბინეტებიდან ვალდებაბასზე გადავიდა. მათი კონფლიქტი დაიწყო მოურინიოს გუნდში მოსვლის პირველივე დღიდან. მათი გაუგებრობა ზამთარში ბევრად გაცხარდა, როდესაც საუბარი მიდიოდა იგუაინის შემცვლელის ყიდვა-არ ყიდვაზე.

როდესაც "ცხრიანის" პრობლემა ნათელი გახდა, აღმოჩნდა რომ გუნდსა და ხელმძღვანელობას შორის არ იყო ის თანასწორობა, რომელიც, ჟოზეს თქმით, წარმატების მისაღწევად კლუბში უნდა იყოს. "მადრიდი"-ნათელი მაგალითია იმისა, რომ კარგი პროექტის ცუდად წარმათვაც არის შესაძლებელი. ამიტომ მოურინიო ნერვებს უშლიდა ხელმძღვანელობას თავისი ჯიუტობით და ფორვარდის მოთხოვნით, ისინი ამას არ არიან შეჩვეულები რადგან სხვა მწვრთნელებს თავისებურად მართავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ არც მისი ქცევაა სამართლიანი უნდა იქნას აღიარებული, რომ იგი ტყუილად არ ითხოვს თავდასხმელს. "მას მოუწია ამის გაკეთებ, რადგან ცდილობდა ჩვენ კიდევ ერთხელ გვეფიქრა მის მოთხოვნაზე, რომელიც როგორც ჩანს ლოგიკური აღმოჩნდა"-აღიარებენ კლუბის წარმომადგენლები.

მოურინიომ თავის მხარეზე გადმოიყვანა გუნდის ყველა ფეხბურთელი, რომლების ნდობას პირველივე დღიდან მოიპოვა. ხუთშაბათს, 20 იანვარს, როდესაც გუნდი "ატლეტიკოსთან" სამეფო თასის დაპირისპირების საპასუხო მატჩს მართავდა, მან ყველა ფეხბურთელს უხმო და თხოვა მათ დახმარებოდნენ მას კლუბთან, კერძოდ კი ხელმძღვანელობასთან დაპირისპირებაში.

"ჩემთან ერთად ან ჩემს წინააღმდეგ"

და მან ეს კატეგორიულად გააკეთა:"თქვენ უკვე იცით, თუ როგორი სიტუაციაა აქ: ის, ვინც არ იქნება ჩემთან ერთად, ჩემს წინააღმდეგაა." მისი ტონის აგრესიულობამ ყველა ფეხბურთელი გააკვირვა, რომლებიც დაიბნენ, როდესაც ორ ცელცხლს შუა აღმოჩნდნენ. მოურინიომ გვერდში დგომა და ერთგულება მოითხოვა. ყველაფერთან ერთად, "ალმერიასთან" მოულოდნელ ფრეს არანაირად არ შეეძლო დაძაბულობის განტვირთვა.

მაგრამ ამ ყველაფრის შემდგომ მწვრთნელმა, საბოლოოდ, შეძლო ორი მიზანის მიღწევა: ერთ მხრივ, თავდასხმელის შეძენა. ადებაიორი, მას შემდეგ რაც მას უარი უთხრეს ალმეიდას შეძენაზე. და მეორე მხრივ, მან თავისი გაიტანა ხელმძღვანელობასთანაც, ანუ მიაღწია საწადელს. მას სურდა, რომ ვალდანო ჩამოშორდეს კლუბს, აღარ ეკონტაქტოს ასე ხშირად ფეხბურთელებს და აღარ დაესწროს ყველა იმ შეხვედრას, სადაც სასაუბრო პრეზიდენტს და მწვრთნელს შორის იქნება, ან კი მწვრთნელს და ხოსე ანხელ სანჩესს შორის, რომელიც ცნობისთვის გუნდის კორპორატიული გენერალური დირექტორია. ვალდანომ ეს პირობები მიიღო გუნდისათვის. მოურინიომ ახალი დაპირისპირება მოიგო.

მიღებული თვითმართველობისა და შეძენილი თავდასხმელის საპასუხოდ მოურინიომ პირობა დადო, რომ აღარ იქნება ისეთი პირდაპირი პუბლიკასთან საუბრისას. "ჩვენ არ შეგვიძლია ყოველ დღე ცეცხლის აკიდება, რადგან არავინ გაუძლებს ასეთ დაძაბულობას. "მადრიდის რეალიც" კი ვერა. საჭიროა ტემპის დაგდება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ახლა, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა იხურება, სიტუაცია დასტაბილურდება"-საუბრობს "ბლანკოსის" დირექტორი. ამ მხრივ გასაგებია მოურინიოს გადაწყვეტილება თავის შეკავება კომენტარებისგან არც "სევილიასთან" მატჩამდე და არც მის მერე, მიუხედავად იმისა რომ ის "გაცხარებული" იყო დელ ნიდოს ცნობილი ვიდეოს ნახვის შემდგომ. ოთხშაბთს ჩვენ ვიხილეთ კარანკას ინტერვიუ, რომელმაც თავისი შეფი შეცვალა..

მოურინიომ წინა კვირას ფეხბურთელები შეკრიბა და ცადა დაძაბული ატმოსფერის განეიტრალება, როგორც გუნდში, ისევე მის გარეთ. მან ყველა ჭორი უარყო, რომელიც ამ პროექტის მომავალს ეხებოდა."მე აქ ოთხი წლით ვაპირებ დარჩენას, ანუ კონტრაქის ბოლომდე. მსურს განვაგრძო მუშაობა. ვიცი ყველა სირთულე ამ პროექტის, თავიდანვეც ვიცოდი, მაგრამ მე მომწონს გამოწვევები. მაგრამ მე მსურს პირობები, რათა შევასრულო ჩემი სამუშაო. მე ამისთვის ვიბრძოდი და ვიბრძოლებ კიდეც"-აფრთხილებს იგი.

გარდა ამისა, მწვრთნელი ძირითადად იმას ეყრდნობა რომ მისი მეორე სეზონი ყოველთვის უკეთესად ვითარდება:" ეს სირთულეები სამუდამო არ იქნება, დარწმუნებული ვარ მომავალ წელს ყველაფერი მოწესრიგდება. ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემი მეორე სეზონი ბევრად ძლიერია, მე ვგულისხმობ არამარტო გუნდს და მის შედეგებს, არამედ კლუბის სტრუქტურასა და მის ფუნქციონირებას, რომელიც ჩვენთვის აუცილებელია." თავად ფეხბურთელები ისეთივე პასუხისმგებლები არიან როგორც ყოველთვის,ისინი თვლიან რომ ზუსტი გზა არჩიეს განვითარებისათვის.

მიუხედავად ხმაურებისა, რომლებიც მოურინიოს დაყვება გუნდში მოსვლის დღიდან, იგი ყოველდღიურად უფრო და უფრო ამყარებს თავის პოზიციებს კლუბში. მან მიაღწია იმას, რომ ვალდანო აღარ შემოვიდეს კლუბის გასახდელში არც თამაშებამდე და არც მათ შემდგომ. ვალდანოს თქმით, იგი ამას იმიტომ ამბობს, რომ "მისტერმა იმუშაოს თავისუფლად"-აღიარა ხორხემ სევილიაში.

ინფორმაციის წყარო: Marca dle 10.1

  • n1ka
  • 30 იანვარი 2011
  • 2569
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)