აფრიკიდან გოლებით

აფრიკიდან გოლებით
Africa is different-ცნობილი 60 წლების ესპანეთის ტურისტული სლოგანი თავისუფლად შესაძლებელია აფრიკას და მის ფეხბურთელებს დაუკავშირო. ემანუელ ადებაიორი გახდა 45-ე თავდასხმელი, რომელიც შავ კონტინენტზეა დაბადებული და ლა ლიგაში წარმატების მიღწევას შეეცდება.


მიცვალებული ლაბრი ბენ ბარეკი გახდა პირველი აფრიკელი ფეხბურთელი ესპანეთში. "სტად ფრანსეს" რიგებში ორი ამხანაგური მატჩი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ "ატლეტიკოს" მაშინდელ პრეზიდენტ სესარეო გალინდესს გამოესყიდა ფრანგებისგან 18 მილიონ ევროდ ეს მაროკოელი ფეხბურთელი. "შავი მარგალიტი" იყო ლა ლიგის პირველი აფრიკელი თავდასხმელი. მისი დებიუტი "მეტროპოლიტანოზე" შედგა "ოვიედოს" წინააღმდეგ (6-0) 1948 წელს. საერთოდ "ინდიელების" რიგებში ბენ ბარეკმა 114 მატჩში 58 გოლი გაიტანა და გახდა "ატლეტიკოს" ცნობილი თავდასხმის ნაწილი-კარლსონთან, ესკუდეროსთან, ხუნკოსოსა და პერეს პაიასთან ერთად, რომლებმაც ზედიზედ ორი ლა ლიგა მოიგეს ელენიო ერერას ხელმძღვანელობით. ამბობდნენ, რომ იგი ხუთი წლით უფროსი იყო, ვიდრე ეს პასპორტში ეწერა. მისი "ფანი" თავად პელე იყო:"მე თუ მეფე ვარ, მაშინ ბან ბარეკი-ღმერთია!"

იყო კიდევ ერთი აფრიკელი თავდასხმელი, რომელსაც დღემდე ახსენებენ-ალხადჟი მომოდა ნიდჯე, "ბირი ბირი" (ბანდჯული, 1949). 1973-ში დანიაში თამაშობდა და იგი "ბეტისმა" შეამჩნია. სანამ "ბირი ბირი" ესპანეთში მოფრინავდა, ხუან რამონ როდრიგესი-ემიგრანტი და "სევილიას" გულშემატკივარი-"სევას" დირექტორები დაარწმუნა რომ "ბირი ბირის" შეძენა აუცილებელი იყო.

ნერვიონის ლეგენდა

"მე ვითამაშე ორი სეზონი სეგუნდაში და სამი-პრიმერაში და საუკეთესო მოგონებები დამრჩა. ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩემს საპატივცემულოდ დაარქვეს "სევილიას" ფან-კლუბს "Biris Norte". როდესაც ისინი "ბირი ბირის" მღერიან, მე კიდევ ვნერვიულობ"-თქვა გამბიელმა მარკას ინტერვიუში. ასევე მან ისაუბრა ადებაიორის ტრანსფერზე:"იგი-დიდი ფეხბურთელია რომელიც ჩამოვიდა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში, მაგრამ ლა ლიგაში წარმატების მისაღწევად ეს ცოტაა: საჭიროა ბევრი მუშაობა".

"ბირი ბირის" დროს სხვა ფეხბურთელიც იყო-სალიფ კეიტა (ბამაკო, 1946). აფრიკის 1970 წლის აფრიკის "ოქროს ბურთის" მფლობელი. ეს მალიელი ეკუთვნის ბიძად სეიდუ კეიტასა და მოჰამედ სისოკოს. საერთო ჰამში სალიფ კეიტამ "ვალენსიას" რიგებში 23 გოლი გაიტანა 75 მატჩში.

აფრიკის "ოქროს ბურთის" სხვა მფლობელი, რომელიც ტურიის ნაპირებზე 11 წლის შემდგომ ჩამოვიდა, იყო რაბახ მაჯერი (ხუსეინ დეი, 1958). ის ალჟირელია, რომელის "ვალენსიაში" გადავიდა მას შემდეგ რაც "პორტუსთან" ერთად ევროპის ჩემპიონების თასს დაეუფლა, "ბავარიასთან" ფინალურ შეხვედრაში მან გოლი ქუსლით გაიტანა. "მე ძალიან კარგად დავიწყე, მახსოვს ტრაპატონის სურდა ჩემი "ინტერში" წაყვანა თითქმის ეგრევე, მაგრამ ტრავმის გამო მე სამი თვე მომიწია უქმად ყოფნა და სეზონის ბოლოს "პორტოში" დავბრუნდი. მაგრამ, "ვალენსიაში ყოფნის მცირე დროს მაჯერი კარგად იხსენებს:"ვალენსია-არაჩვეულებრივი ქალაქია და მე კარგი ურთიერთობა მქონდა სუბირასტოსთან, ვოროსა და კიკე სანჩეს ფლორესთან. ახლა მე ადებაიორს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. იმედი მაქვს იგი ნდობას მოიპოვებს და წარმატებას მიაღწევს. აფრიკაში არის კარგი მოთამაშები, მათთვის მხოლოდ საჭიროა ნდობა:

ალბათ, საუკეთესო თავდასხმელი, რომელიც ლა ლიგაში თამაშობდა, სამუ ეტო'ო იყო-აფრიკის 2003,2004,2005 და 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელი-282 თამაშში 162 გოლის ავტორი. ერთადერთი აფრიკელი, რომელიც პიჩიჩის დაეუფლა (2005/06 სეზონი, 26 გოლი.). როდესაც იგი 15 წლის იყო, მას თვალი პირიმ დაადგა და შესთავაზა ბედის "მადრიდში" მოსინჯვა. მაგრამ მაშინ ეტო'ო რატომღაც პარიზში მიფრინავდა და თვითმფრინავი გვიან ღამით ჩამოვიდა, ამიტომ კლუბის არც ერთი წევრი არ ელოდა მას აეროპორტში.კამერუნელი არ დაიბნა, მან იპოვა ძველი სიუდად დეპორტივასაკენ მიმავალი გზა. დილით კი იგი კაპელოს შევხდა.

პიერ ვებო-კიდევ ერთი აფრიკელი თავდასხმელი, რომელიც დღემდე ლა ლიგაში თამაშობს და 211 მატჩში 40 გოლი გაიტანა. "გერმანიასა და საფრანგეთში ფიზიკაზე ამახვილებენ ყურადღებას. ლა ლიგა ბევრად ტექნიკური ითვლება. მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, მხოლოდ მძიმე მუშაობამ მომცა საშუალება აქ ყოფნის საშუალება აგერ უკვე მერვე წელია. და მე აქ საცხოვრებლად დავრჩები კარიერის დასრულების შემდგომ. ვებომ თავისი აზრი გამოთქვა:" იგი ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრმა მას გაუჭირდება. მან ბევრი გოლი უნდა გაიტანოს რათა მომავალ წელს აქ დარჩენა გაინაღდოს"

ცალკე საუბარს იმსახურებენ ევროპაში დაბადებული აფრიკელები, როგორც მაგალითად ფრედერიკ კანუტე, რომელმაც 172 მატჩში 81 გოლი გაიტანა. როგორი იქნება ემანუელ ადებაიორის სტატისტიკა, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.

ყველა აფრიკელი თავდასხმელი ლა ლიგის ისტორიაში:

ანგოლა

1.მანუშო "ვალიადოლიდი" (2009-10) 28 მატჩი, 4 გოლი.
2.ედგარი "მალაგა" (1999-2007) 158-14
3.კინზინიო "რაიო" (1999-2000) 1-0

ალჟირი

4. მაჟერი "ვალენსია" (1987-88) 14-4

ბურუნდი

5. ჩიტე "რასინგი" (2007-2010)88-24

კამერუნი.

6. ეტო'ო "რეალი" (1998-00), "ესპანიოლი" (1998-99), "მალიორკა" (1999-2004), "ბარსელონა" (2004-2009). 282-162
7. კომე "ხეტაფე" (2004/05), "მალიორკა" (2006-07), "ვალიადოლიდი" (2007-08), ტენერიფე (2009-10) 69-3
8.ვებო "ოსასუნა" (2003-07), "მალიორკა" (2007...) 211,40
9.მაიონგ ზე "ლევანტე (2006-08) 12-1

კოტ დიუვარი. (სპილოს ძვლის კუნძული)

10.ბაკაიოკო "ოსასუნა" (2003-04) 26-4
11. კაპო "ლევანტე (2006-07) 30-5
12. არუნა კონე "სევილია" (2007...) 39-1
13. ლაგო ჟუნიორი "ნუმანსია" (2008-09) 5-0
14. ოუტანა "ესტრემადურა" (1998-99) 7-1

ეგვიპტე

15. მიდო "სელტა" (2002-03) 8-4

გაბონი

16. ანჩოუეტი "ალავესი" (2005-06) 3-0

გამბია

17. ბირი ბირი "სევილია" (1975-78) 51-9

განა

18. რიგა "ლევანტე (2006-08) 66-17

გვინეა

19. ა.კეიტა "მალიორკა" (2008-10) 47-8
20. ოულარე "ლას-პალმასი" (2000-01) 17-4

გვინეა-ბისაუ

21. ნანკო სო "რასინგი" (1997-97) 3-0

მალი.

22.სელიფ კეიტა "ვალენსია" (1973-76) 74-23

მაროკო

23. ბენ ბარეკი "ატლეტიკო" (1948-54) 114-58
24. ხასან ფადილი "მალიორკა" (1986-88) "მალაგა" (1988-89) 78-13
25. მახდჟუბი "რასინგი" (1950-53) 52-21
26. ბასირი "დეპორტივო" (1997-01) 36-5
27. აბდერაზაკი "მურსია" (1950-51) 12-2
28. ჩიჩა "ატ.ტეტუანი" (1951-52) 29-11
29. ხასან ნადერი "მალიორკა" (1990-92) 45-7
30. რიადჟი "კორდობა" (1962-64) "ესპანიოლი" (1964-65) 24-1

ნიგერია

31. ფესტუსი აგუ "კომპოსტელა" (1995-96) 8-0
32. იკპება "ბეტისი" (2001-02) 3-0
33.კალუ უჩე "ალმერია" (2007...) 100-24
34. ობინა "მალაგა" (2009-10) 26-4
35. ოგბეჩე "ვალიადოლიდი" (2007-09) 35-3
36.ოხენი "კომპოსტელა" (1994-98) 117-48
37.იკ. უჩე "რეკრეატივო" (06-07), "ხეტაფე" (07-09), "სარაგოსა" (09...) 89-19
38. იეკინი "სპორტინგი" (1995-97) 14-3
39. მუტიო "რასინგი" (1993-96), "სოსიედადი" (1996-2000) 175-22

კონკო

40.ლუინდულა "ლევანტე" (06-07), 10-0
41. მაკუკულა "ვალიადოლიდი" (03-04), "სევილია" (04-06)" ნასტიკი "(06-07) 43-10

სენეგალი

42.იბრაგიმა "ატლეტიკო" (09-10) 18-3
43. ტიავი "ალავესი" (06-07) 5-0

სამხრეთ აფრიკა


44. მაკკარტი "სელტა" (1999-03) 66-10

*მხოლოდ იმათი გათვალისწინებით, ვინც პრიმერაში ითამაშა.


Marca-ს მატერიალებით. dle 10.1

  • n1ka
  • 29 იანვარი 2011
  • 2390
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)