მადრიდელი ტალანტების მორიგი დასამარება

როგორც იცით, სამეფო კლუბმა 2 მილიონად სეზონის ბოლომდე ახალი ფორვარდი ჩარიცხა თავის რიგებში.მაისის ბოლოს გაირკვევა, დაუკავშირებენ თუ არა ადებაიორის მომავალს კიდევ რამდენიმე წლით ესპანეთს, თუ დაუბრუნებენ შეუხ მანსურას.


ემანუელი იჯარით აყვანის შემდეგ, საფეხბურთო მიმომხილველებსა და უბრალოდ ქომაგებს, ებადებათ კითხვა - სჭირდებათ თუ არა ”თეთრებს” ტოგოელი გოლეადორი...ალბათ, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე (საუბარი ბენზემას გამარჯვების გოლებზე) ახალი ფორვარდი სრულიად ზედმეტია კლუბში.დიახ, ის ზედმეტია, როდესაც ”კასტილიაში” ბურთაობს მორატა.ამ უკანასკნელს გოლი გოლზე გააქვს სეგუნდა ბ-ში და ”სადაც არის,” ესპანური ფეხბურთის მესიად უნდა მოგვევლინოს, თუმცაღა მადრიდელ ხელმძღვანელებს კვლავ არ უსწავლიათ ქართული ანდაზა - ”მიეცი ნიჭსა გზა ფართო.”

რასაკვირველია ადებაიორის ”ბექგრაუნდი” ძალიან მრავლის მეტყველი და შთამბეჭდავია, მაგრამ ისტორია ნათლად გვიჩვენებს, რომ არანაკლებად მოკაშკაშე ვარსკვლავები გადმოსულან ესპანეთის დედაქალაქში (არა მარტო აქ), თუმცა შედეგი...”რეალის” მაგალითზე, გრავესენების, პაბლო გარსიების, სისინიოებისა და ვუდგეითების გახსენება შეიძლება, რომლებმაც უბრალოდ ”შეარცხვინეს” გუნდის მაისური და მეტი არაფერი.ანალოგიური ბედი გაიზიარეს შევჩენკოებმა, რომლებიც ”როსონერიში” მეცხზე ცაზე იყვნენ, მაგრამ ”ჩელსიში” რაც ხდებოდა ყველამ ვიცით.მოკლედ, აღნიშნულ თემაზე უამრავი ”რეგრესული” ამბის გახსენება შეიძლება.

რა თქმა უნდა, რთულია როდესაც მსოფლიო გრანდში მიდიხარ, რთულია მხარი აუბა იმ გამოწვევებს, რაც შეიძლება სამეფო გუნდში დაგხვდეს.საუბარია ზეწოლაზე, პრესის, მწვრთნელების, ხელმძღვანელების და გულშემატკივრების მხრიდან.ამ ყველაფრის გადალახვა მხოლოდ ”ლომთა ხვედრია” და ალბათ, ფეხბურთის ისტორიაში ძალიან ცოტაა ისეთი ფაქტები, როდესაც ფეხბურთელმა ზედიზედ ორი კლუბის ისტორიის გადაწერა მოახერხა.
მეგობრებო, პესიმიზმით ნამდვილად არ ვუყურებ ადებაიორის ტრანსფერს, თუმცაღა მასში ზიდანს, რონალდოს და ფიგუს ნამდვილად ვერ ვხედავ.ჩემი აზრით, ისე ისეთივე ”ჩაფლავების” გზას გაივლის, როგორიც თავის დროზე რონალდინიომ განვლო იტალიაში.

ჩემი მოსაზრება იმაში მდგომარეობს, რომ ადგილობრივი რესურსებს უნდა მივცეთ გასაქანი.რატომ ვერ უნდა ხდებოდეს განაცხადში, იგივე მორატა, რომელსაც თვისებებით რაულს ადარებენ? რატომ არ უნდა გამოვცადოთ ეს ახალგაზრდა მეგოლე? რატომ უნდა ვთქვათ ყოველთვის უარი ჩვენს კუთვნილზე? ალბათ, ამ კითხვებზე პასუხს არავის არ მოეპოვება მადრიდის ”რეალის” ზემო ეშელონებში.

და ბოლოს, მე არვიცი როგორ გამოავლენს საკუთარ თავს ემანუელ ადებაიორი, თუმცა ფაქტია, რომ მისი მოსვლით კიდევ ერთხელ დასამარდნენ მადირისტი ტალანტები. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)