დი მარია:"ეს გასაოცარი კლუბია"

დღეს მადრიდის "რეალის" არგენტინელმა გარემარბმა ანხელ დი მარიამ "რეალზე" ისაუბრა, სადაც მან განაცხადა, რომ ზემოთხსენებული კლუბი უბრალოდ საოცრებაა. "პიბიტოს" თქმით, იგი ოცნებობდა ისეთ კლუბში თამაშზე, როგორიცაა "ლოს ბლანკოსი".


"ჩვენ გვაქვს დიდი მიზნები და უნდა მოვიგოთ ტიტულები, ეს კი გულშემატკივრებისთვის უნდა გავაკეთოდ. "რეალი" უბრალოდ გასაოცარი კლუბია და ვცდილობ, რომ მადრიდელების განვითარებაში მცირე წვლილი შევიტანო. "ბლანკოსის" მსგავსი კლუბი ცხოვრებაში არ მინახავს. ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესი წლებია და მინდა, რომ ხალხს თავი კარგად დავამახსოვრო".

"ჟოზე მოურინიო იდეალური მწვრთნელია. მას ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლია, რასაც კი მოინდომებს. ყველანაირად უნაკლო პიროვნება და იდეალური სპეციალისტი. პორტუგალიელი მწვრთნელი თითოეული ფეხბურთელისგან მაქსიმუმს ითხოვს, რაც შედეგს აუცილებლად გამოიღებს".

"როდესაც, მე ვიყავი 19 წლის, ვერც კი ვიოცნებებდი "სამეფო" კლუბში თამაშზე. "ბენფიკაში" ასპარეზობით კმაყოფილი ვიყავი და მიხარია, რომ ასეთ წარმატებას მივაღწიე. ჯერ კიდევ ადაპტირების პროცესში ვარ, თუმცა თანდათანობით ოპტიმალურ ფორმას ვუახლოვდები".

"კრიშტიანუ რონალდუ იდეალური მოთამაშეა. ფლეიმეიქერი ყველასათვის მისაბაძი პიროვნებაა და მათ შორის ჩემთვისაც. იგი გუნდის უდაო ლიდერია, რაშიც არაერთხელ დავრწმუნდით. რაულ გონსალეს ბლანკო კი ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდაა".

ინფორმაციის წყარო: Marca.Com dle 10.1

  • vene
  • 27 იანვარი 2011
  • 2544
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)