სერხიო რამოსი გამოჯანმრთელების ბოლო ეტაპზეა

სერხიო რამოსი მომავალი კვირისთვის უნდა გამოჯანმრთელდეს.ესპანელი მცველი გუნდს 27 ივლისს შეუერთდა და უცებ მიიღო მარცხენა ფეხზე ტრავმა.ფეხბურთელი ბოლომდე ვერ ვარჯიშობდა.ახლა კი მდგომარეობა შეიცვალა და გამოჯანმრთელებამდე ძალიან ცოტა რჩება.ექიმებს დაგეგმილი აქვთ ფიზიკური სახის ვარჯიშები ჩაუტარონ რამოსს.როცა ფეხბურთელები დაბრუნდებიან ნაკრებებიდან,სერხიო ბურთთან ერთად ვარჯიშსაც დაიწყებს.


რამოსმა გამოტოვა ჩრდილო ამერიკული ტურნე,ამხანაგური მატჩები და სეზონის პირველი ოფიციალური შეხვედრა.ამის გამო ის ძალიან ნერვიულობს,მაგრამ ის მალე გამოვა მოედანზე და სადებიუტო მატჩს ჩაატარებს წლევანდელ სეზონში.სერხიოს ჩაუტარდება ორმაგი ვარჯიშები.კვირას ის დაისვენებს,ხოლო ორშაბათიდან განაგრძობს ვარჯიშს.

მიუხედავად კარგი ინფორმაციისა,ექიმებს არ შეუძლიათ ზუსტი თარიღის დადგენა,თუ როდის დაბრუნდება სერხიო.ამ დღეებში ექიმები დააკვირდებიან როგორ წარიმართება გამოჯანმრთელების პროცესი.სამშაბათს რამოსს ჩაუტარდება კიდევ ერთი სამედიცინო შემოწმება,რის შემდეგაც ექიმები დაასახელებენ ესპანელი მცველის დაბრუნების ზუსტ თარიღს.ერთი რამ ცხადია,რამოსი გამოტოვებს "ესპანიოლთან" მატჩს 12 სექტემბერს.პელეგრინი იმედოვნებს,რომ რამოსი დაუბრუნდება ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩისთვის.


ინფორმაციის წყარო:As.com dle 10.1

  • faqo
  • 5 სექტემბერი 2009
  • 1645
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)