კეირუშის სინდრომი

კეირუშის სინდრომი

ალბათ, მადრიდის რეალი გადალახავს ამ ურთულეს კვირას. შესაძლებელია, სამეფო კლუბს არანაირი პრობლემა არ შეექმნას სევილიასთან და ოსასუნასთან მატჩებში, მაგრამ მაინც..


დღესდღეობით მადრიდის რეალს ურთულესი პერიოდი უდგას. კრისტიანო რონალდო, ანხელ დი მარია, მესუთ ოზილი, სერხიო რამოსი, მარსელო. ესენი არიან ფეხბურთელები, რომლებიც ბოლო თვის განმავლობაში თავისი შესაძლებლობების 50%-ს თამაშობენ.

ჩემი აზრით, კეირუშის სინდრომი ჩრდილავს მადრიდს, რაც გამოწვეულია ფეხბურთელების გადაღლილობით. რეალს ძალიან ახალგაზრდა შემადგენლობა ჰყავს და მათთვის რთულია ორგანიზმის ასეთი გადატვირთვა. მოურინიომ რეალში შეიმუშავა ტაქტიკა, რომელშიც მთავარ როლს ფეხბურთელთა სწრაფი გადააადგილება თამაშობს. დღესდღეობით კი მადრიდელებს ძალიან ურთულდებათ მწვრთნელის მოცემული დავალებების შესრულება. სამეფო კლუბის ბოლო თამაშებში ეს ნათლად გამოჩნდა. მოთამაშეები სრული დატვირთვით ვეღარ ახორციელებენ პრესინგს. შესაბამისად, მოწინააღმდეგეს უადვილდება შეტევების შექმნა. ეს კარგად გამოჩნდა მალიორკასთან მატჩში, სადაც კასილასის კართან რამდენიმე საგოლე მომენტი შეიქმნა.

მალიორკასთან "ბლანკოსი" გადაარჩინა ბენზემას გოლმა. ფეხბურთელის, რომლის რეალიდან წასვლის თემა ძალიან აქტუალურია მადრიდში. ამ საკითხზე ჟოზეს და პერესს განსხვავებული აზრები აქვთ. ვალდანო კი თამაშობს პოლიტიკას: "სანამდე გაქაჩავს ჟოზე ცენტრფორვარდის გარეშე"

ვალდანო ერთადერთია თავის ამპლუაში, რომელმაც არ იცის როგორ შეასრულოს თავისი სამუშაო. მისი ინიციატივით არ ხორციელდება არცერთი მოლაპარაკება. არგენტინელი გვევლინება უნიჭო სპეციალისტად. ვალდანოს დადებითი მხარე არის მხოლოდ მისი წარსული და და ინტელიგენტური საუბარი. მაგრამ ვალდანო შესაძლებელია მალე აღარ დასჭირდეს პერესს, რადგან მთელი მადრიდული სამყარო მოუს მხარესაა.

ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ვალდანომ ვერ შეძლო ნისტელროის ძალიან ადვილი და ამავდროულად უმნიშვნელოვანესი ტრანსფერის განხორციელება. ნისტელროის საჭიროება ძალიან კარგად გამოჩნდა მალიორკასთან მატჩში, სადაც გულშემატკივრებმა ძალიან დაძაბული მატჩი გადაიტანეს და ისინი ბენზემას ერთადერთმა გოლმა იხსნა. რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრა ლაუდრუპის დამსახურებაც არის, მაგრამ მაინც...


წყარო: el mundo dle 10.1

  • dato818
  • 25 იანვარი 2011
  • 2352
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)