შემთხვევითი "განგსტერი"

მოურინიო ცდილობს აგრესიულობა გააღვიძოს კარიმ ბენზემაში, რომლის "განგსტერობაც" მალავს ჩუმ ბიჭს, რომელმაც საკუთარი დარტყმების მხოლოდ 4%–ის რეალიზება მოახერხა.


ერთხელ გრეგორი კუპე, რომელიც მასთან ერთად "ლიონში" გამოდიოდა, დაღონებით აღნიშნავდა, რომ კარიმ ბენზემას სახე გამოხატავდა მისი კუმირების დროინდელ დაღლილობას: "მე ძალიან ვწუხვარ მის გამო, ის ხომ შესანიშნავი ბიჭია. უბრალოდ 20 წლის ასაკში იგი განგსტერს გავს."

კუპე კარიმის მხოლოდ შინაგან ხასიათზე საუბრობდა, ვინაიდან ბანდის წევრის ფარდის ქვეშ კარიმი მალავს, როგორც ჟოზე მოურინიომ განაცხადა, "ფისუნიას", სახლის ფისოს, ზარმაცს და ავადმყოფს. მას, რომელიც შორსაა იმისგან, რომ საკუთარი მწვრთნელის მოსაზრებები ისმინოს. ამით კარიმ ბენზემამ მოახდინა გადამდები ანტიპატიის პროვოცირება. უარყოფა, რომელიც ღრმად იდგამს ფესვებს კლუბის სულში, მაგალითად იგივე კაკა, რომელმაც პარასკევს გამოთქვა საკუთარი აზრი თანაგუნდელზე: "კარიმს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ის მატჩიდან ამოვარდნილია."

ყოველთვის იყვნენ ფეხბურთელები, რომლებსაც მიკერძოებულად ექცეოდნენ. ისეთებს , როგორიც კაკა, მხოლოდ და მხოლოდ კარგის მთქმელები ყავს, ხოლო ისეთებს, კი როგორიც ბენზემაა, საკუთარი თანაგუნდელებიც კი არ აღიარებენ. ბენზემას, რომელიც 35 მლნ. ევრო ღირს, აქვს შესანიშნავი შანსი გაიმყაროს საკუთარი პოზიციები კლუბში და არ მოახდინოს მიცემული შანსების ასე უღვთოდ და უღიმღამოდ განიავება, რის გამოც მისი ნებისმიერი მოქმედება მიღებულ იქნება, როგორც მატყუარა ფანდი. ის ზარმაცი ჩანს, მაგრამ უეფას სტატისტიკის მიხედვით ჩემპიონთა ლიგაზე იგი ფარავს იმაზე მეტს, ვიდრე თავად კრიშტიანო რონალდუ. ბოლო თამაში ჩემპიონთა ლიგაზე, როცა ისინი სასტარტოში ერთად გამოჩნდნენ იყო "ოსერის" წინააღმდეგ "სანტიაგო ბერნაბეუზე". მან ირბინა 10160 მეტრი, 2 კმ–თ მეტი ვიდრე კრიშტიანომ, რომელმაც დაფარა 7483 მეტრი.

მოურინიოს და კაკას მიაჩნიათ, რომ ბენზემა მეტოქეთა საჯარიმოში არასაკმარისად აგრესიულია, ამავდროულად უნდა აღვნიშნოთ, რომ წინა სეზონის პირველი წრის განმავლობაში მან გაიტანა 5 გოლი, 2-ით მეტი, ვიდრე იგივე კაკამ იმავე პერიოდში, როცა ბრაზილიელი შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა.

კიდევ ერთი გაფრთხილება, რომელიც ბენზემას ეხება, მდგომარეობს იმაში, რომ მანუელ პელეგრინი არ აძლევდა ბენზემას თავის გამოჩენის საშუალებას. ასე ფიქრობს "მადრიდის რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი. სიტუაციის გამოსასწორებლად და გადასარჩენად, სხვა ყველაფერთან ერთად პრეზიდენტმა ჟოზე მოურინიო მოიწვია, მაგრამ სტატისტიკა მეტყველებს, რომ წინა სეზონში მანუელ პელეგრინის ხელმძღვანელობით 19 ტურში ბენზემა 12-ჯერ გამოვიდა მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში, მაშინ როცა მოურინიოს შემთხვევაში ეს მხოლოდ 6-ჯერ მოხდა.

"კაკამ თქვა ის, რასაც ყველა ჩვენგანი ვფიქრობთ"-განაცხადა მოურინიომ "მალიორკას"–თან თამაშის შემდეგ. ამით მან ნათლად მიანშნა, რომ თანაგუნდელის სახალხოდ გაკრიტიკება თავის თავში არაფერ ცუდს არ შეიცავს. "ასევე ფიქრობს თავად კარიმი, არა?" მოურინიოსთვის ბენზემა ტაქტიკური და სტრატეგიული პრობლემაა, არაფერი რომ არ ვთქვათ დაძაბულ ურთიერთობაზე კლუბთან. გოლების ვერ გატანა-ეს მისი მთავარი ნაკლია და მოურინიო კი ამბობს, რომ ესაა თვისება, რომლის სწვალება არ შეიძლება. როგორც კარლოს ბიანკიმ თქვა ფერნანდო ტორესზე: "მას ვერ გააქვს გოლები, ვინაიდან გოლეადორები ვერ ხდებიან, გოლეადორებად იბადებიან."

ბიანკი შეცდა ტორესთან მიმართებაში, ხოლო მოურინიო აკეთებს გათვლას, რომ თავადაც არ შეცდეს საკუთარ აზრებში: ის ფიქრობს, რომ იმ 6 შეხვედრაშ, რომლის განმავლობაშიც ის გამოვიდა მოედანზე ან იმ 765 წუთში ჩემპიონატში, მის თავდამსხმელს უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა, ვიდრე 3 საგოლე გადაცემა, 28 დარტყმა და 1 გოლი. შედეგიანობის პროცენტული მაჩვენებელი 4%–ია, რაც ეჭვგარეშეც თავდამსხმელისთვის საშინელი რეზულტატია. შაბათს მოურინიომ ცადა კაკას დაცვა: "კარიმმა უფრო მეტი დახმარება უნდა გაგვიწიოს:ის ფანტასტიკური ბიჭია, რომელზეც საუბრობდნენ, რომ არავისთან არ ურთიერთობს, რომ ის მხოლოდ ფრანგულად ლაპარაკობდა და ისიც მხოლოდ ფრანგებთან...ეს სიცრუეა. ვიცით რა მისი დიდოსტატობა, ჩვენ მისგან უფრო მეტს ველით. ის სასტარტო შემადგენლობაში იმ დროიდან თამაშობს, რაც გონსალო იგუაინმა ტრავმა მიიღო. ყოველთვის ძალიან პოზიტიური ბიჭია, საგრძნობლად მოუმატა თამაშს, უფრო კარგად თამაშობს გუნდთან და შედეგიანია გათამაშებაშიც. მან რამდენჯერმე გაატანინა გოლი კრიშტიანო რონალდუს და სხვებს , იგივე გრანეროს "ალმერიასთან", მაგრამ საკამრისია გადახედო მის მიერ გატანილ გოლებს და დაინახავ, რომ მათი რიცხვი სერხიო რამოსისა და რიკარდო კარვალიოს მიერ გატანილი გოლებისას ჩამორჩება. ჩვენ შედარებით მეტი გვინდა და ეს სავსებით ნორმალურია.

მოურინიოს სურს მასში მონადირე გააღვიძოს, მაგრამ ბენზემა,რომელიც კუპეს განგსტერში აერია, ჭიანჭველასაც კი არ დაადგამს ფეხს.


პ.ს. სტატია დაიწერა "მალიორკასთან" შეხვედრის წინ, ამ თამაშში ბენზემამ გამარჯვების გოლი გაიტანა.

წყარო: Elpais.com
dle 10.1

  • shvela
  • 25 იანვარი 2011
  • 3120
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)