ადებაიორი კვლავ ინტერესის არეალშია

მას შემდეგ, რაც "ჰამბურგის" პრეზიდენტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ რუუდ ვან ნისტელროი გერმანულ კლუბში რჩება, მადრიდის "რეალი" ახალი ფორვარდის ძიებაზე გადავიდა. ცოტა ხნის წინ განიხილებოდა ემანუელ ადებაიორის საკითხი, მაგრამ "ვან გოლის" ტრანსფერთან დაკავშირებულმა არეულობამ ტოგოელი მოთამაშე დაჩრდილა...


"ას"-ის ინფორმაციით ვალდანო და პერესი კვლავ მიუბრუნდნენ მანჩესტერ "სიტის" ფორვარდის საქმეს, რადგან "ბლანკოსი" ვერ ახერხებს ნისტელროის შეძენას. ტოგოელი ფეხბურთელის საქმე ინგლისურ კლუბში ძალიან ცუდად მიდის და სავარაუდოა, რომ იგი დატოვებს მანჩესტერს.

ემანუელს ჩემპიონთა ლიგაზე ამ სეზონში ნათამაშები არ აქვს, რაც სამეფო კლუბის წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან ჟოზე მოურინიოს გუნდის მთავარი მიზანი სწორედ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგებაა.

მადრიდის "რეალს" ადებაიორის 6 თვიანი არენდით აყვანა სურს. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. dle 10.1

  • Hala
  • 25 იანვარი 2011
  • 1922
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)