რონალდუ as.com-თან

ის მოდური ტიპია , მისით აღფრთოვანებულია მთლიანად საფეხბურთო სამყარო. კრიშტიანუ რონალდუმ მისცა ინტერვიუ As.com–ს მანამ, სანამ წავიდოდა შვეიცარიაში, სადაც პორტუგალიის ეროვნული ნაკრები 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურის ფარგლებში შეხვდება შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებს. პორტუგალიელი კმაყოფილი დარჩა იმ პოსტერით, რომელიც მას AS-მა უსახსოვრა.


პირველ რიგში, რა აზრის ხართ პოსტერზე?

ფანტასტიურია. მე არ მეგონა, თუ ის ასეთი დიდი იქნებოდა, ეს ფოტო გადაღებულია სანტიაგო ბერნაბეუზე ჩემი პრეზენტაციისას. არასდროს არ დამავიწყდება ის საღამო, ეს ახდენილი სიზმარი იყო. ამ პოსტერს სახლში წავიღებ , ის მე ძალიან მომწონს, ვფიქრობ, რომ წარმატებას მომიტანს.

რა დაისახეთ მიზნად ამ სეზონში?

გამარჯვება. ეს უბრალოდ კლუბი კი არაა, ესაა მადრიდის რეალი, და მთლიანად მისი ისტორია– "სამეფო კლუბად" ყოფნის სტატუსის დამადასტურებელია. აქ შეცდომები დაუშვებელი და მიუღებელია.

დავიწყოთ მადრიდის რეალზე საუბარი. დეპორტივოსთან მატჩში , როგორც იქნა, ვიხილეთ თუ რა შეუძლია მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელს...

ამ სეზონში ყველას მიეცემა საშუალება იხილის ნამდვილი კრიშტიანო რონალდუ, მთელი მისთვის დამახასიათებელი ნიშან–თვისებებით მოედანზე. მე საკუთარი თავისადმი ძალიან მომთხოვნი ვარ და ვაპირებ ბევრი ვივარჯიშო იმისთვის, რომ დავიბრუნო ძველი სათამაშო ფორმა. დეპორტივოსთან შეხვედრაში მე ვგრძნობდი ტრიბუნების მხარდაჭერას და ეს ძალიან დამეხმარა.

რა არ გყოფნით იმისთვის, რომ გახდეთ ისევ ის კრიშტიანო რონალდუ, რომელმაც მანჩესტერში თამაშისას მთელი მსოფლიო დაიპყრო? შემთხვევით კი არ გამხდარხართ ოქროს ბუცისა და ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.

არაფერი. მე ისევ ის კრიშტიანო რონალდუ ვარ , უბრალოდ ეს სეზონის დასაწყისია და ამიტომ 100 %–ით ჯერ არ დავხარჯულვარ . გპირდებით, რომ ცოტა ხანში თქვენ ისევ იმ რონალდუს იხილავთ , რომელიც ასე გიყვარდათ.

არ გიკვირთ, რომ მადრიდის რეალის ყველა დროის საუკეათესო ბომბარდირი რაული 32 წლის ასაკში თერთმეტ ტიტულს ფლობს?

არა , მე ეს საერთოდ არ გამკვირვებია. ის კლუბის სიმბოლოა, მან მთელი ცხოვრება მადრიდის რეალს მიუძღვნა და ეს შრომა დაუფასდა კიდეც , იგი ჩვენი კაპიტანია და თითოეული ჩვენგანი მისგან ბევრ რამეს სწავლობს.

როცა თქვენ დეპორტივოსთან გოლი გაიტანეთ ტრიბუნა ფეხზე წამოდგა და ტაშს გიკრავდათ, ეს მიუხედავად იმისა, რომ გადამწყვეტი გოლი არ ყოფილა.

დამერწმუნეთ ეს ადრე თუ გვიან მოხდება , შეიძლება ესპანიოლთანაც, მაგრამ მე მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული ჩემს შესაძლებლობებში..

განიჭებთ თუ არა სიამოვნებას მადრიდის რეალში თამაში?

რა თქმა უნდა! ეს უდიდესი და უბრალოდ უშესანიშნავესი კლუბია, ჩვენ უკვე ათი შეხვედრა ჩავატარეთ და თითოეული მათგანი წინაზე უკეთესი იყო. მე კმაყოფილი ვარ თამაშით . მადრიდის რეალში თამაში–ეს ამხდარი სიზმარია.

რას იტყვით იბრაგიმოვიჩის თამაშზე? ეტო'ო–ზე უკეთესად თამაშობს თუ უარესად?

ეს ორი უდიდესი ფეხბურთელია განსხვავებული შესაძლებლობებით, მაგრამ ორივე მათგანი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. საინტერესო იქნება მათთან დაპირისპირება მოედანზე.

როგორ უმკლავდებით მადრიდის რეალში იმ ზეწოლას, რომელსაც განიცდით?

რომელ ზეწოლაზე მელაპარაკებით?იმაზე, რომ უნდა გავიმარჯვო? მე ამას დიდი ხანია მივეჩვიე.

თქვენ უკვე მიეჩვიეთ მადრიდში ცხოვრებას? შეიძლება ცხოვრობდეთ ახალ სახლში და არ იყოთ პაპარაცების დევნის ობიექტი.

ყველაფერი შესანიშნავადაა. მე ჩავჯექი კოლექტივში, მივეჩვიე ქალაქის ცხოვრებას. ქალაქის მცხოვრებლებმა მე ძალიან თბილად მიმიღეს. ამისთვის მე მათი მადლობელი ვარ, ამიტომაცაა, რომ ჩემი ოჯახის წევრები თავს ისე გრძნობენ , როგორც საკუთარ სახლში.

რას ამბობენ თქვენზე კლუბის გულშემატკივრები ? თქვენგან ბევრს ელიან.

მეუბნებია, რომ მშვიდად ვიყო.

ესპანეთის ჩემპიონატი ისეთი ხანგრძლივი არაა, როგორც ინგლისის. რომელი უფრო ძნელია სათამაშოდ პრიმერა თუ ინგლისის პრემიერ ლიგა?

ეს ორი სრულიად განსხვავებული ჩემპიონატებია, მაგრამ ისინი ერთ რამეში გვანან ერთმანეთს, ორივე მათგანი დამყარებულია უდიდეს კონკურენციულ ბრძოლაზე და მაღალ კლასზე.

რას ფიქრობთ სნეიდერისა და რობენის წასვლაზე?

ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან და მე მათ სულით და გულით წარმატებებს ვუსურვებ ბავარიასა და ინტერში..

ადანაშაულებთ თუ არა მადრიდის რეალის ხელმძღვანელობას იმაში, რომ ვერ შეძლეს რიბერის გადმოყვანა?

არ მიყვარს ასეთი საუბრები. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ იგი უმაღლესი დონის ფეხბურთელია


წყარო: as.com
dle 10.1

  • shvela
  • 4 სექტემბერი 2009
  • 4257
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)