კრიშტიანო რონალდო : "ჟოზე ბრწყინვალე მწვრთნელია"

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა, კრიშტიანო რონალდომ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა...


"ჟოზე მოურინიო ბრწყინვალე ადამიანი და მწვრთნელია, იგი რა თქმა უნდა ყოველთვის იქნება ყურადღების ეპიცენტრში იმიტომ, რომ მსოფლიოში საუკეთესოა, მისნაირი მწვრთნელები ბევრნი არ არიან. ჩემი თანამემამულე საკუთარი გუნდის ფეხბურთელებს განსაკუთრებით უფრთხილდება, ჟოზეს თითოეულ ჩვენთანაგანთან ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს, მოურინიო თავის შეგირდებს უდიდეს პატივს ცემს. დიდი იმედი მაქვს, რომ მასთან ერთად მუშაობა კიდევ დიდ ხანს მომიწევს, ჩვენ ერთად მივაღწევთ წარმატებას."

"კარიმ ბენზემა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საუკეთესო თვისებები გამოავლინოს, ბოლო მატჩებში ფრანგი მოთამაშე გაცილებით უფრო აქტიურია და თანაგუნდელთა დახმარებას ცდილობს, ბენზემა სულ მალე გაიხსნება."

"ანხელ დი მარიასგან ამდენს არ ველოდი, რადგან იგი მადრიდში სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა, მაგრამ გუნდს და მადრიდულ ფილოსოფიას ბრწყინვალედ მოერგო და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ბავშვობიდან აქ თამაშობდეს, ანხელის ნაირი მოთამაშე ბევრი არ არის."

"რიკარდო კაკა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საუკეთესო ფორმაში ჩადგეს და გუნდს გატანილი გოლებით დაეხმაროს, ბრაზილიელი ფენომენალური მოთამაშეა, მე და რიკის ერთმანეთთან ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს, სამეფო კლუბში ყველასთან ვმეგობრობ, მაგრამ განსაკუთრებული ურთიერთობა, მარსელოსთან, პეპესთან, იკერთან, კაკასთან და სერხიო რამოსთან მაქვს, თუ არ გჯერათ მათ კითხეთ. (ბოლო ფრაზა იმ აგორებულ ჭორებთან დაკავშირებით არის ნათქვამი, რომ თითქოს რონის რამოსთან დაძაბულობა აქვს.").

"რამდენიმე ენაზე ვსაუბრობ. პორტუგალიური ჩემი მშობლიური ენაა, მანჩესტერ "იუნაიტედში" ასპარეზობის დროს ინგლისურს დავეუფლე, ფრანგული ასე თუ ისე მესმის, გერმანული კი ძალიან ცოტა."

"სერხიო კანალესი ბრწყინვალე ახალგაზრდაა, რომელსაც დრო სჭირდება, ის დიდებული მოთამაშეების გვერდით იზრდება და დარწმუნებული ვარ მოვა დრო, როდესაც იგი "ბლანკოსის" საკვანძო ფიგურა გახდება, ესპანელი მოთამაშე მშვენივრად პროგრესირებს."

"კასტილიელებთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მე მათ ვიცნობ და მათი თამაშიც არაერთხელ მინახავს, ჩვენ ერთადაც გვითამაშია. ხუანფრანი, მატეოსი და მორატა მადრიდის "რეალის" მომავალი გუნდის შეუცვლელი ფიგურები იქნებიან, რადგან ამ ფეხბურთელებში უდიდესი ტალანტი დევს." dle 10.1

  • Hala
  • 20 იანვარი 2011
  • 2610
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)