ვინ უნდა შეუწყვილდეს ალონსოს?

მას შემდეგ, რაც " ლა ლიგა " დაიწყო, ჟოზე მოურინიო საგონებელშია ჩავარდნილი, რადგან ჯერ კიდევ ვერ გაიგო თუ რომელი ფეხბურთელი შეუწყვილოს ხაბი ალონსოს ნახევარდაცვის ცენტრში...


"სამი ხედირას ყველაზე დიდი ხანი აქვს ნათამაშები ხაბი ალონსოსთან ერთად, გერმანელმა მოთამაშემ უკვე 1931 წუთის დაყოფა მოასწრო მოედანზე. ალონსო-ხედირას დუეტი მატჩთა 70%-ში ამართლებს და მძლავრ ტანდემს ქმნის, მაგრამ ხანდახან ეს ფეხბურთელები ერთმანეთს კარგად ვერ უგებენ, რაც გუნდისთვის საზიანო ხდება, სწორედ ამიტომ ცვლის ხოლმე ჟოზე სამის."

"ლასანა დიარა ზოგ შეხვედრაში ძალიან აქტიურია და ხედირაზე უკეთესადაც თამაშობს, მაგრამ არის მატჩები, რომელშიც ფრანგი საერთოდ ინერტულია და ვერ ახერხებს მეტოქეზე გამკლავებას. ბოლო ორი შეხვედრაა რაც ლასი განაცხადშიც ვერ ხვდება."

"ესტებან გრანერო ახალგაზრდა და ძალიან მონდომებული ფეხბურთელია, რომელიც სწორედ "ბლანკოსმა" აღზარდა, მას ცოტა დრო ეძლევა, მაგრამ როდესაც მოედანზე შემოდის ყოველთვის ნაყოფიერია, "ალმერიასთან" ესტებანმა ყუმბარისებული დარტყმით მასპინძელთა კარი აიღო და გუნდს 1 ქულა გადაურჩინა, მან ასევე კარგად ითამაშა "ლევანტეს" წინააღმდეგ. ახალგაზრდა "კანტერანო" ხაბისთან ერთად კარგ დუეტს ქმნის."

"ფერნანდო გაგო დიდი ხნის მანძილზე იყო გუნდს ჩამოცილებული, მას ნახევარი სეზონი გაუცდა, მაგრამ ახლა სრულ მზადყოფნაშია. არგენტინელმა ნახევარმცველმა უკვე მოასწრო 3 მატჩის ჩატარება. გაგომ მოედანზე 111 წუთი დაჰყო, სავარაუდოა, რომ ხაბისთან ერთად მადრიდულ დერბიში სწორედ ფერნანდოს ვიხილავთ."

"მაჰამადუ დიარა გუნდის მეოთხე კაპიტანია, მას უდიდესი გამოცდილება აქვს, მაგრამ მცირე ტრავმები ხელს უშლის თავის საუკეთესოდ წარმოჩენაში. მალელმა მოთამაშემ ამ სეზონში 330 წუთი დაჰყო მოედანზე."

პორტუგალიელ სპეციალისტს სწორედ ამ მოთამაშეებს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება, რადგან ნახევარდაცვის ცენტრის მუდმივი ცვლილება გუნდისთვის კარგი არ იქნება. dle 10.1

  • Hala
  • 19 იანვარი 2011
  • 2442
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)