დი მარია : "ყველა მომდევნო მატჩი ფინალია"

სამეფო კლუბის არგენტინელმა შემტევმა, ანხელ დი მარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მადრიდის "რეალი" ყველა მომდევნო მატჩს ისე მოეკიდება, როგორც ფინალს, რადგან ქულების დაკარგვის დრო აღარ არის...


"როდესაც სამეფო კლუბში მოვდიოდი, ვფიქრობდი, რომ აქ დიდი კონკურენცია მელოდა, რადგან მადრიდში უმაღლესი დონის ფეხბურთელები თამაშობენ და მათთან ერთად ასპარეზობა რა თქმა უნდა რთული იქნებოდა."

"გუნდს თუ დაცვა არ უვარგა წარმატება გამორიცხულია. რა თქმა უნდა შეტევაში თამაში მიყვარს და ჩემი საქმეც სწორედ მეტოქის ნახევარზე ყოფნაა, მაგრამ მცველებს და დაცვითი სტილის ნახევარმცველებს ყოველთვის ვეხმარები და უკან ვიხევ."

"ჟოზე მოურინიოსთან ერთად ბევრი რამ ვისწავლე, რადგან ის დიდი ტაქტიკოსია, უფროდაუფრო ვიხვეწები და ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ გუნდს წარმატება მოვუტანო. ჩემი სურვილი სასტარტო შემადგენლობაში თამაში იყო, მე "ბლანკოსის" განუყოფელი ნაწილი ვარ და ეს მახარებს."

"კრიშტიანო რონალდო ბრწყინვალე მოთამაშეა, რომელსაც გოლის გატანის შესანიშნავი ალღო აქვს, პორტუგალიელი ხშირად ამწუხრებს მეტოქე გუნდების მეკარეებს და დიდი წარმატებები მოაქვს სამეფო კლუბისთვის, მას ბევრი დადებითი თვისება აქვს."

"მადრიდული დერბი რა თქმა უნდა საინტერესო იქნება. სანტიაგო 'ბერნაბეუზე" გამართული პირველი შეხვედრა სანახაობრივი გამოდგა, დარწმუნებული ვარ განმეორებითი შეხვედრაც ლამაზი იქნება."

"ჩვენ გვსურს სამივე ტიტულის მოგება და ამის გაკეთება ნამდვილად შეგვიძლია, მთავარია მონდომება და რთული ვარჯიშების შესრულება, შედეგი კი სულ მალე გამოჩნდება."

"ალბათ ყველა ფეხბურთელს უოცნებია ოქროს ბურთის მფლობელობაზე, ისევე როგორც მე, მაგრამ ვთვლი, რომ თუ ბევრს ვივარჯიშებ და საკუთარ თავს ბოლომდე გამოვავლენ, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეობის პრეტენდენტი გავხდები." dle 10.1

  • Hala
  • 19 იანვარი 2011
  • 1704
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)