ჟოზე მოურინიოს წინასამატჩო პრესკონფენრეცია

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიო მადრიდული დერბის წინ პრესკონფერენცია გამართა...


"ჩემი მოთამაშეები თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან და ისინი "ატლეტიკოსთან" დამაჯერებლად ითამაშებენ, არ აქვს მნიშვნელობა შედეგს, მთავარია ჩვენ მომდევნო ეტაპზე აღმოვჩნდეთ."

"ალმერიასთან შეხვედრა დავიწყებულია და გუნდი მხოლოდ დერბიზე ფიქრობს, ეს მატჩი განსაკუთრებული იქნება და არ ვაპირებთ სირთულეების დანახვისთანავე შეშინებას, "ბლანკოსი" მუდამ წარმატებაზეა კონცენტრირებული."

"ხანდახან ხდება ხოლმე, რომ პირველ გოლს მეტოქე გვიტანს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ის თამაში წავაგეთ, "ვილიარეალთან" და "ატლეტიკოსთან" თავიდან ვაგებდით, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც გვაწყობდა. "ალმერიასთან" ფორვარდის გარეშე ვითამაშე, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, მე მაინტერესებდა როგორ ითამაშებდა გუნდი კაკასთან ერთად თავდამსხმელის გარეშე. ექსპერიმენტმა არ გაამართლა, გუნდს წინა ხაზელი ნამდვილად სჭირდება."

"უკვე ყელში ამოვიდა მსაჯთა ქცევის ყურება "რეალის" წინააღმდეგ, აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ შეხვედრის მთავარი არბიტრები ამდენ შეცდომას უშვებენ, ეს ზიანს გუნდებს აყენებს და სულაც არ გამიკვირდება, რომ დაპირისპირება მოხდეს. თუ მართალი არ ვარ მსაჯს არასდროს ვეკამათები, მაგრამ ხანდახან შეხვედრის ბედს არბიტრის შეცდომები წყვეტს."

"ალმერიელებთან მატჩში არბიტრმა 2 ქულა წაგვართვა და იმედი მაქვს, რომ ამის გამო მას პასუხი მოეთხოვება, მაგრამ ეს უკვე წარსულია. ასევე გამოვყოფდი წინა დერბიში დიეგო ფორლანის მიერ გატანილ გოლს, რომელიც აშკარა თამაშგარიდან გავიდა." dle 10.1

  • Hala
  • 19 იანვარი 2011
  • 2093
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)