ხაბის გაგო შეუწყვილდება?

ესპანური გამოცემა "ას"-ის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიო სამეფო თასის განმეორებით შეხვედრაში ფერნანდო გაგოს სასტარტო შემადგენლობაში დაყენებას აპირებს...


მოგეხსენებათ, ალმერიასთან შეხვედრაში გუნდმა ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, პორტუგალიელი სპეციალისტი უკმაყოფილო იყო სამი ხედირას თამაშით, რომელიც სუსტად გამოიყურებოდა და ხაბი ალონსოსთან ერთად მძლავრ დუეტს ვერ ქმნიდა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო კიდევ ერთი ექსპერიმენტის ჩატარებას აპირებს. მას ნახევარდაცვის ცენტრში არგენტინულ-ესპანური დუეტის ხილვა სურს, ამიტომ სამი ხედირა შესაძლოა ფერნანდო გაგომ ჩაანაცლოს.

რაც შეეხება ლასანა დიარას, მისი საქმე როგორ იქნება არავინ იცის, მატჩი ხვალ გვიან გაიმართება, მთავარ მწვრთნელს შემადგენლობა ჯერ-ჯერობით არ დაუსახელებია, შესაბამისად უცნობია ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა ფრანგი მოთამაშე განაცხადში.

"ალმერიასთან" შეხვედრაში რიკარდო კარვალიოს ნაცვლად რაულ ალბილი იყო დაცვის ცენტრში. ასევე დღეს გავრცელებული ინფორმაციით ალბიოლი კვლავ იქნება სასტარტოში, ეს ყველაფერი კი ექსპერტთა აზრით იმიტომ ხდება, რომ პორტუგალიელი მცველი გადაიღალა და მოურინიო ცდილობს მის შემონახვას დასკვნითი შეხვედრებისთვის.

ეს ყველაფერი ჟურნალისტთა და ექსპერტთა ვარაუდებია. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და ყველაფერი ცნობილი გახდება. dle 10.1

  • Hala
  • 19 იანვარი 2011
  • 2047
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)