ლასი ზამთარში არსად წავა

მოგეხსენებათ, სამეფო კლუბის ფრანგი ნახევარმცველი, ლასანა დიარა ჟურნალისტთა ჭორების ქარ-ცეცხლშია მოყოლილი, შავკანიანი მოთამაშის ტრანსფერს თითქმის ყველა მედიის წარმომადგენელი წინასწარმეტყველებს, მაგრამ დღეს გავრცელებული ინფორმაციით დიარა არსად წავა...


მას შემდეგ, რაც ჟოზე მოურინიოს გადაწყვეტილებით ლასანა "ალმერიასთან" შეხვედრაში საერთოდ განაცხადში ვერ მოხვდა, დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა იმის შესახებ, რომ ფრანგი აუცილებლად დატოვებდა სამეფო კლუბს.

დღეს მოთამაშის აგენტმა, ჯონ უილიამსმა "მარკასთან" საუბარში განაცხადა, რომ მისი კლიენტი არ აპირებს წასვლას.

"ლასანა მშვიდადაა და იგი არ აპირებს გუნდის გამოცვლას. დასამალი არ არის, რომ შემოთავაზებები მშობლიური საფრანგეთიდან იყო, ყველაზე დიდ ინტერესს "პსჟ" გამოთქვამდა, მაგრამ დიარას არ სურს ესპანეთიდან წასვლა."

ასევე აგენტმა განაცხადა, რომ მას მანჩესტერ "იუნაიტედიდან" შემოთავაზება არ მიუღია და გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალექს ფერგიუსონის გუნდს სურს მისი შეძენა სრული სიცრუეა.

"ინგლისიდან არავინ დაგვკავშირებია და ეს ყველაფერი უსაქმური ჟურნალისტების მოგონილია. ლასი არსად არ მიდის და ცდილობს, რომ პორტუგალიელი სპეციალისტის ნდობა მოიპოვოს." dle 10.1

  • Hala
  • 18 იანვარი 2011
  • 1604
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)