კრიშტიანო რონალდუმ Marca–სთან ინტერვიუში საკუთარ შვილზე ისაუბრა

კრიშტიანო რონალდუმ Marca–სთან ინტერვიუში ისაუბრა საკუთარ დამოკიდებულებაზე შვილის მიმართ, ასევე რელიგიაზე და სარა კარბონეროზე.


მამობრივ გამოცდილებაზე საუბრისას რონალდუმ აღნიშნა:

"ძალიან რთული პასუხისმგებლობაა, მაგრამ მე ეს მომწონს და მიყვარს. რა თქმა უნდა, ხანდახან მეც მიწევს შვილისთვის პამპერსების გამოცვლა! ეს ჩემი საყვარელი საქმიანობა სულაც არ არის (იცინის), მაგრამ ჩემი შვილია და მიწევს ამის გაკეთება!"

მან ასევე ისაუბრა "მადრიდის ატლეტიკოს" კარში მის მიერ გატანილ გოლზე:

"ჩემი შვილი ძალიან ადრე იძინებს, მაგრამ იმ დღეს, როგორც დედაჩემმა მითხრა, ის სულ ტიროდა, არ სურდა დასაძინებლად წასვლა მანამ, სანამ მე გოლი არ გავიტანე. მას შემდეგ, რაც მე გოლის გატანა მოვახერხე, ხუთი წუთიც არ იყო გასული, რაც მას ჩაეძინა!"

"მას ის პროფესია ექნება, რასაც თავად გადაწყვეტს, ვისურვებდი, რომ ფეხბურთი შეყვარებოდეს და ჩემი მემკვიდრეობა გაეგრძელებინოს, მაგრამ ვნახოთ რა იქნება."

(ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა კრიშტიანო რონალდუმ მედიასთან საუბრისას ამდენი დრო დაუთმო საკუთარ შვილს)

(ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მას ბევრი შვილის ყოლა სურს. წარმოიდგინეთ, პატარა რონალდუები დიდი კრიშტიანო რონალდუს ირგვლივ ბურთს თამაშობენ)

"მომავალში კიდევ მინდა ბავშვები. შესაძლოა ერთ დღესაც ცოლი მოვიყვანო."


კრიშტიანო რონალდუმ Marca–სთან ინტერვიუში საკუთარ შვილზე ისაუბრა


რელიგიაზე საუბრისას რონალდუმ ხაზი შემდეგ რამეს გაუსვა:

"მე რელიგიური ვარ, მაგრამ არა იმ დონეზე, რა დონითაც კაკაა".

როცა მას სარა კარბონეროსადმი დამოკიდებულებაზე კითხეს, რონალდუმ აღნიშნა:

"მის მიმართ მტრულად საერთოდაც არ ვარ განწყობილი. მომწონს მისი მუშაობის სტილი. სულაც არ ვაპირებ შეცვლას მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემზე ვიღაცამ რამე ცუდი თქვა".


dle 10.1

  • shvela
  • 18 იანვარი 2011
  • 3613
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)