კმარა!!!

კმარა!!!

როგორც მოგეხსენებათ, გუშინდელ შეხვედრაში, მადრიდის რეალსა და ალმერიას შორის მატჩის არბტრმა ორი თერთმეტმეტრიანი არ დაუნიშნა სამეფო კლუბს.


ეს სწორედ ის არბიტრია, რომელმაც ბარსელონას კარში თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა "ლევანტესთან" სასარგებლოდ. ამ გადაწყვეტილებით ლასამ კატალონიელები ორი ქულის დაკარგვას გადაარჩინა. მაშინ ამ ამბავს ყურადღება არავინ არ მიაქცია, რადგან ეს ეპიზოდი ჩაითვალა ჩვეულებრივ მსაჯის შეცდომად.

გუშინდელ შეხვედრაში კი მსაჯმა ისევ ბევრი უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, ამჯერად რეალის მიმართ. ვაღიაროთ, რომ ბენზემას ეპიზოდი, როცა ის წააქციეს საკამათოა - იყო თუ არა საჯარიმოში თამაშის წესების დარღვევა?! რონალდოს ორივე ეპიზოდში მსაჯმა ძალიან ადვილად შესამჩნევი თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.







მოურინიომ მატჩის შემდგომ ინტერვიუში განაცხადა - " იმედია პერეს ლასა აღარ განსჯის მადრიდის რეალისა და ბარსელონას თამაშს" - სწორედაც ვიმედოვნებ, რომ ასეთი მსაჯები აღარ შეხვდება რეალს.
რა თქმა უნდა, არავინ არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა გუშინ საშინლად ითამაშეს, მაგრამ მსაჯს არ ააქვს უფლება ამით ისარგებლოს და არასამართლიანი გადაწყვეტილებები მიიღოს ერთერთი გუნდის მიმართ.

ერთი თვის წინ, ჟოზემ ერთერთ ინტერვიუში აღნიშნა მსაჯების არასამართლიანი ქმედებები მადრიდის რეალის მიმართ და კლუბის ხელმძღვანელობას სთხოვა ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ეღონათ. ჟოზეს თხოვნა იგნორირებულ იქნა, ხოლო მსაჯების დამოკიდებულება თეთრების მიმართ არ შეცვლილა. მაგალითად, სამეფო თასზე ატლეტიკოსთან შეხვედრაში მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობიდან გატანილი გოლი ჩაუთვალა ატლეტიკოს. ჟოზემ კი, მატჩის შემდგომ ინტერვიუში ეს ეპიზოდი არც კი გაიხსენა. მაგრამ გუშინდელ მატჩში განვითარებული მოვლენები უკვე პიკი იყო. აღარ შეიძლება ამ ყველაფრის გაგრძელება. მადრიდის რეალის ხელმძღვანელობამ რაღაცა უნდა იღონოს, თორემ ეს ყველაფერი კიდე გაგრძელდება და ვიცით კი, კიდევ რამდენ ქულას დააკარგვინებენ მსაჯები რეალს?!


სტატიის ავტორი: dato818 dle 10.1

  • dato818
  • 17 იანვარი 2011
  • 4282
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)