უბრალოდ "პიპა"

უბრალოდ "პიპა"... ნაკლებად ცნობილი ფაქტები გონსალო იგუაინზე...


ეს ახალგაზრდა მადრიდში 2007 წელს გამოჩნდა, მაშინ როდესაც სამეფო კლუბში კრიზისი მძვინვარებდა. გონსალო იგუაინმა გასული 4 წლის მანძილზე ყველას დაუმტკიცა, რომ ნამდვილად იმსახურებს იყოს - "თეთრი" მაისურის ღირსეული მფლობელი და დაიცვას მისი ღირსება, ყველგან და ყოველთვის.

უბრალოდ "პიპა"

სრული სახელი: გონსალო ხერარდო იგუაინი

ეროვნება: არგენტინელი

დაბ. თარიღი: 1987 წლის 10 დეკემბერი

დაბ. ადგილი: საფრანგეთი (ბრესტი)

სიმაღლე: 183 სმ

წონა: 82 კგ

მეტსახელი: პიპიტა

საინტერესო ფაქტები გონსალო იგუაინზე

1. გონსალო იგუაინი გახდა მესამე არგენტინელი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ჰეთ-ტრიკი შეასრულა. ამ დრომდე ერთ მატჩში სამი გოლის გატანა, გილერმო სტაბილემ მოახერხა 1930 წელს, ხოლო ეს ყველაფერი ორჯერ გაბრიელ ბატისტუტამ 1994 - 98 წლებში გაიმეორა.

უბრალოდ "პიპა"


2. ის არის მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი, რომელიც სამეფო კლუბში 20 ნომრიანი, ხოლო არგენტინის ეროვნულ ნაკრებში 9 ნომრიანი მაისურით ასპარეზობს.

3. პიპიტა საფრანგეთში, კერძოდ კი ქალაქ ბრესტში, 1987 წლის 10 დეკემბერს დაიბადა. ამავე ქალაქის საფეხბურთო გუნდის ღირსებას იცავდა მისი მამა - ხორხე ნიკოლას იგუაინი, რომელიც "ბრესტში" ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა.

4. EL PIPITA - ამ მეტსახელს იგუაინს იმიტომ ეძახიან, რომ იგი ნიშნავს - პიპას შვილს, გონსალოს მამას ამას იმიტომ ეძახდნენ, რომ მას დიდი ცხვირი ჰქონდა.

უბრალოდ "პიპა"


5. იგუაინის ძმა - ფედერიკო, ასევე ფორვარდია, იგი "კოლონ დე სანტა ფეში" ასპარეზობს.

6. ერთხელ იგუაინი არგენტინა - საფრანგეთის შეხვედრას დაესწრო. მას ვერ გადაეწყვიტა, თუ რომელი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ეთამაშა, ბოლოს მან არგენტინა აირჩია.

7. ის მხოლოდ 19 წლის იყო, როდესაც "რივერ პლეიტიდან" - მადრიდის "რეალში" 13 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადმობარგდა. ამჟამად პიპიტა უკვე 23 წლისაა და სამეფო კლუბის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად და გუნდის ერთერთ ლიდერად ითვლება.

8. 2009-2010 წლების სეზონში გონსალომ 28 გოლის გატანა მოახერხა, რაც 22 წლის ფეხბურთელისთვის დიდებული შედეგი გახლდათ.

უბრალოდ "პიპა"


9. იგუაინმა გოლი თავის პირველივე შეხვედრაში გაიტანა, რომელიც მან მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის რანგში ითამაშა.

10. გონსალო იგუაინის კარიერა, დავიდ ტრეზეგესას გავს. დავიდის მამაც არგენტინელი გახლდათ, მაგრამ იგი ოჯახთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობდა. პიპიტასგან განსხვავებით, საბოლოოდ ტერეზეგემ "მამლებში" თამაში არჩია.

უბრალოდ "პიპა"

ბევრი მას რაულს ადარებს, ზოგი კი მორიენტესს... ვისთვის ის საყვარელი ფეხბურთელია, ვისთვის საძულველი... მას არც კრიტიკა აკლია და არც ქება... იგი სტაბილურიც არის და არასტაბილურიც... მისთვის გატანაც ადვილია და მომენტის გაფუჭებაც... საბოლოო ჯამში ის უბრალოდ ძალიან მაღალი დონის ფორვარდია, რომელიც ნებისმიერ გუნდს დაამშვენებდა...

უბრალოდ "პიპა"


ძლიერი მხარე: იგუაინს მოედნის ნებისმიერ წერტილში შეუძლია მაღალ დონეზე თამაში, როგორც ნახევარდაცვის ასევე თავდასხმის ხაზში... პიპიტა უნივერსალია, იგი გარემარბადაც ბრწყინვალედ ასპარეზობს, თუმცა აღსანიშნავია, რომ იგი საუკეთესოდ თავს ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე გრძნობს.

სისუსტე: მას უჭირს თავით თამაში და ხშირად ამ ყველაფრის გამო უამრავ საგოლე მომენტს აფუჭებს.

კარიერის პიკი: იგუაინმა 2007-08 წლების სეზონში "ოსასუნას" კარში გადამწყვეტი გოლი გაიტანა და მადრიდის "რეალს" ესპანეთის ჩემპიონობა მოუტანა.

უბრალოდ "პიპა"


კარიერის დაღი: 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, როდესაც გონსალო იგუაინის არგენტინის ნაკრებმა, გერმანიის ეროვნულ გუნდთან სამარცხვინოდ, 4-0 წააგო.

სტილი: ძლიერი, ჭკვიანი, სწრაფი, გონებამახვილური მოძრაობები და გოლის გატანის საოცარი ალღო.

ციტატა: "ძალიან ბედნიერი ვარ. ამ წამს დიდ ხანს ველოდი. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია." - განაცხადა იგუაინმა, როდესაც იგი პირველად გამოიძახეს არგენტინის ეროვნულ ნაკრებში.

საუკეთესო მეგობარი: ეზეკილ გარაი და გონსალო იგუაინი ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ. მას შემდეგ რაც, ეზეკილი "რასინგიდან" მადრიდში გადმობარგდა, მისი და პიპიტას მეგობრობა უფრო გაღრმავდა.

უბრალოდ "პიპა"


პიპიტა და გარაი ხშირად დადიან გასართობად, ისინი ფაქტობრივად სულ ერთად ატარებენ თავისუფალ დროს.

უბრალოდ "პიპა"


იგუაინი ძალიან მხიარული ადამიანია, მას სიამოვნებს ხალხთან ურთიერთობა და ბევრი სხვა - გაზულუქებული ფეხბურთელისგან განსხვავებით, იგი ყოველთვის თანახმაა
გულშემატკივართან სამახსოვრო ფოტო გადაიღოს.

უბრალოდ "პიპა"


ბავშვობაში პიპიტა ძალიან ცელქი და ხმაურიანი ბიჭუნა იყო, ეს არაერთხელ აღნიშნა მისმა მამამ (ნიკოლას იგუაინმა) ჟურნალისტებთან საუბარში.

უბრალოდ "პიპა"


ბავშვობაში გონსალოს ძალიან უყვარდა თევზაობა. ეს დღესაც მისი ჰობია.

უბრალოდ "პიპა"


იგუაინი თევზაობის გარდა მუსიკაშიც ძალიან კარგად ერკვევა, პიპიტა ბავშვობიდან "ბითლზების" ფანია.

უბრალოდ "პიპა"


პიპიტას საყვარელი ფერი თეთრია, იგი ყველაზე ხშირად სწორედ თეთრებში გამოწყობილი დადის.

უბრალოდ "პიპა"


გონსალო ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული ჩაცმულობით, მას მართლაც ძალიან კარგი გემოვნება აქვს.

უბრალოდ "პიპა"


იგუაინი ხშირად სტუმრობს მადრიდის "რეალის" ახალგაზრდულ აკადემიას. იგი ხშირად ხვდება ბავშვებს და მათთან ერთად ბევრს ერთობა.

უბრალოდ "პიპა"


პიპიტა ძალიან თბილი და მეგობრული ადამიანია. ამას მისი ახლო მეგობრებიც ადასტურებენ. იგუაინი ძალიან უკომპლექსო პიროვნებაა, იგი უმეტესად უბრალო ხალხთან მეგობრობს.

უბრალოდ "პიპა"


თავისუფალ დროს იგი თავის ძაღლთან ერთობა.

უბრალოდ "პიპა"


გონსალოს საყვარელი ფეხბურთელი რაულია, იგი ყოველთვის ცდილობს იყოს ისეთი, როგორიც ლეგენდარული "ელ კაპიტანო" იყო.

უბრალოდ "პიპა"


პიპიტა ძალიან მოკრძალებული და მშვიდი პიროვნებაა. მას ყველა თანაგუნდელთან ჰარმონიული ურთიერთობა აქვს, იგი ნამდვილი მადრიდისტაა.

უბრალოდ "პიპა"


P.S იგუიანს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, იმედი მაქვს პიპა მალე დაგვიბრუნდება... Simply Pipa...


ინფორმაციის წყარო: Google...

ავტორი: Kevlish... dle 10.1

  • kevlisha
  • 16 იანვარი 2011
  • 2451
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)