ნისტელროის ინტერვიუ

"შალკესა" და "ჰამბურგის" შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელშიც ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა,ვან ნისტელროი გერმანიაში ყველაზე პოპულარული ადამიანი იყო. "მადრიდის რეალის" ინტერესი ჰოლანდიელისადმი უღრუბლო ცაზე მეხის გავარდნასავით აღმოჩნდა. ვან გოლმა, გამომცემლობა As–თან ინტერვიუში საკუთარ მომავალზე ისაუბრა. მომავალზე, რომელიც მომდევნო ორ დღეში უნდა გადაწყდეს.


როგორ მიიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე "მადრიდის რეალში" აღმოჩნდეთ?

ეს ჩემთვის განსაკუთრებული ინფორმაციაა. მადრიდში დაბრუნება ოცნებაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ კლუბში მე ბრწყინვალე წლები გავატარე. ამჟამად გადაწყვეტილების მიღებიდ სრო დადგა. თავდაპირველად "შალკეს" წინააღმდეგ უნდა ჩამეტარებინა შეხვედრა, ხოლო ამის შემდეგ კი მეფიქრა მომავალზე. მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დრო სხვა კლუბებიდანაც მქონდა შემოთავაზებები. შემეძლო სხვა კლუბებში, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე გამოდიან გადავსულიყავი, მაგრამ ეს არაა ის, რაც მე მინდა. აი, ეხლა "მადრიდის რეალი" გამოჩნდა. ვერაფერსაც ვერ იტყვი.

არ შეგიძლიათ "მადრიდის რეალისთვის" უარის თქმა?

პირველ რიგში, ყველა მადრიდისტას ესმის თუ რას ვგრძნობ მე. მათ ესმით ჩემი და იციან, რომ ამ სიტუაციის გამო ძალზედ აღელვებული ვარ. მიუხედავად ამისა, მე "ჰამბურგის" მისამართით პატივისცემა უნდა გამოვხატო. მათ უნდა დაველაპარაკო, გავუზიარო საკუთარი მოსაზრებები და ოცნებები, ვინაიდან მე მათთან კონტრაქტი მაკავშირებს. ვიმედოვნებ, ყველაფერი მომდევნო ორ დღეში გადაწყდება.

ანუ, თქვენ ცალსახად გინდათ "მადრიდის რეალში" დაბრუნება?

თავდაპირველად "ჰამბურგის" ხელმძღვანელობას უნდა დაველაპრაკო. მათ მე თამაშის საშუალება მომცეს და მეც სამაგიერო უდნა გადავუხადო. მოთმინება მმართებს. ამჟამად ყველაფერი ჩემი და "ჰამბურგის" საუბარზეა დამოკიდებული.

და რას ფიქრობთ, რას გიპასუხებთ "ჰამბურგი"?

ადვილად წასვლის საშუალებას არ მომცემენ. მათთან კონტრაქტი მაკავშირებს. დიალოგი გაიმართება კლუბის ყველა წარმომადგენელთან. ყველამ ერთად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი მოცემული სიტუაციიდან.

და თუ თქვენ უარს გეტყვიან, ეცდებით თუ არა მათზე ზეწოლა მოახდინოთ, რომ საკონტრაქტო ვალდებულებებისგან გაგანთავისუფლონ?

ვნახოთ, თუ რას მეტყვიან. ჩვენ არც თუ ისე ბევრი ვილაპრაკეთ. მთავარი მაშინ "შალკეს" წინააღმდეგ სათამაშოდ მომზადება იყო. ეს პასუხისმგებლობაა. ამჟამად კი, როცა ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც ამას ჩემგან მოითხოვდნენ, შეგვიძლია სიტუაციის განხილვა დავიწყოთ. გავარჩიოთ, თუ რა არის მნიშვნელოვანი და რა არა.

ალბათ ძალიან გაგიჭირდათ?

დიახ, ეს რთული კვირა გამოდგა. საბედნიეროდ მატჩზე კონცენტრირება მოვახდინე. მინდა ყველაფერი რაც შეიძლება მალე გაირკვეს, ყველასთვის ასე აჯობებს. მე "ჰამბურგს" ყველაფრისთვის მადლობას ვუხდი, მაგრამ ეს არა რომელიმე რიგითი კლუბი გამოხატავს ჩემდამი ინტერესს, არამედ ეს თავად "მადრიდის რეალია", ის ერთადერთი კლუბია, რომელშიც გადასასვლელად მე მზად ვარ. მე მანდ ბრწყინვალე წლები გვატარა და ეხლა, როცა ჩემი მადრიდში დაბრუნების საკითხი დგას დღის წესრიგში, ეს ოცნებაა.

ისურვებდით თუ არა მოლაპარაკებებს მიღმა დარჩენას?

მე "ჰამბურგზე" და ჩემს თანაგუნდელებზე უნდა ვიფიქრო. მოლაპარაკებები კლუბების არმომადგენლებს შორის იმართება.

ისურვებდით თუ არა კარიერის "მადრიდის რეალში" დასრულებას?

მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია (იცინის).


წყარო: As.com
dle 10.1

  • shvela
  • 16 იანვარი 2011
  • 2414
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)