მოურინიოს სრული ინტერვიუ

მოურინიოს სრული ინტერვიუ

ალმერიასთან მატჩის წინა პრესკონფერენციაზე, ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტების სხვადასხვა კითხვებს უპასუხა.


ბევრი მითქმამოთქმაა იმის შესახებ, რომ ლასანა დიარა დატოვებს კლუბს. ფრანგი განაცხადშიც არ მოხვდა. თქვენ ჯერ კიდევ თვლით მას მადრიდის რეალის ფეხურთელად?

"ის არ მოხვდა განაცხადში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დიარა კლუბს დატოვებს და მე მას არ ვთვლი ჩემს შეგირდად. ალმერიასთან შეხვედრაში საჭიროდ ჩავთვალე, რომ ლასანა არ შემეყვანა განაცხადში, ვინაიდან ამ მატჩში მჭირდება უფრო შემტევი ფეხბურთელები. ჩვენ გვყავს ალონსო, ხედირა, გაგო და გრანერო, ასე რომ ამ შემთხვევაში არ მჭირდება დიარას მოედანზე ყოფნა. აგრეთვე განაცხადში შევიყვანე კანალესი და პედრო ლეონი. ჩვეულებრივ, მათგან რომელიღაცას განაცხადს მიღმა ვტოვებ. დღესდღეობით კი ვფიქრობ, რომ სერხიომ და პედრომ, ლასანაზე მეტად დაიმსახურეს თამაში".


რა აზრის ხართ ნისტელროის ტრანსფერთან დაკავშირებით?

"მე ისევ ჩემს აზრზე ვარ, გუნდს აუცილებლად სჭირდება ფორვარდის დამატება. წინ უმნიშვნელოვანესი მატჩები გველის და კარგი იქნება თუ გუნდში ერთი ფორვარდით მეტი იქნება. ძალიან გამიხარდა, როცა კლუბმა ახალი ფორვარდის ძიება დაიწყო. რაც შეეხება ნისტელროის, ბედნიერი ვიქნები თუ კი ის რეალში დაბრუნდება. ჩემი ინგლისში მუშაობის პირველ წლებში, ჩვენ ერთად ვმუშაობდით. მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ჰოლანდიელი ნამდვილი პროფესიანალია, რომელმაც იცის რა გააკეთოს, რათა გოლი გაიტანოს".


ის ფაქტი რომ რუუდი უკვე თამაშობდა სამეფო კლუბში, დაეხმარება მას რეალის მაისურით თამაშში?

"რამდენიმე საათში ის ჰამბურგის მაისურით გავა მოედანზე. ნისტელროი სხვა გუნდის ფეხბურთელია. ასე, რომ ჩემი მხრიდან იმაზე საუბარი, თუ როგორ მოუხდება რუუდი სამეფო კლუბს, უპატივცემულობა იქნებოდა ამ გუნდის მიმართ. მე არ მისაუბრია ამ თემასთან დაკავშირებით არავისთან. თქვენთვის ადვილია ასეთი კითხვების დასმა, მაგრამ მე პატივი უნდა ვცე ჰამბურგს"".


როგორ ფიქრობთ აგუეროს არ ყოფნა დაგეხმარებათ ატლეტიკოსთან?

"ჩემთვს უკეთესი იქნეოდა, რომელიმე ალმერიის ფეხბურთელს რომ არ მიეღო ჩვენთან მატჩში მონაწილეობა, რადგან ჩემთვის დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა შემდეგი მატჩია. რაც შეეხება აგუეროს, თუ ის არ ითამაშებს, რა თქმა უნდა დანაკლისი იქნება ატლეტიკოსთვის, მაგრამ ამ გუნდს ძალიან მაღალი დონის ფორვარდები ყავს, როგორებიც არიან ფორლანი და დიეგო კოსტა, ასე რომ არამგონია აგუეროს არ ყოფნის ფაქტორმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ამ დაპირისპირებაში".


დღეს ოზილმა განცალკევებით, დარბაზში ივარჯიშა. შეძლებს ის ალმერიასთან თამაშს?

"ოზილს დღეს ტკივილები აწუხებდა, ამიტომ მან დარბაზში ივარჯიშა, მაგრამ წინ 24 საათი გვაქვს და თუ მესუთი უკეთ იქნება აუცილებლად გამოვა მოედანზე".


წინა თამაშში გულშემატკივრები კარიმს უსტვენდნენ. რას ფიქრობს კარიმი იმაზე, რომ კლუბი ახალ ფორვარდს ეძებს?

"წინა თამაშში გულშემატკივრები მე მისტვენდნენ, რადგან ფორვარდი გამოვცვალე, როცა გუნდს გოლის გატანა სჭირდებოდა. მე კმაყოფილი ვარ ბენზემათი, რადგან ის აღარ ზარმაცობს, ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება და თანაგუნდელებთან შესანიშნავ ურთჳერთობაშია. მე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ფეხბურთელის ვარჯიშს, ამ კომპონენტში კი ფრანგი ერთერთი საუკეთესოა. კარიმს ძალიან მოენატრა პერიოდი, როცა მას ბევრი გოლი გაჰქონდა, მაგრამ ეს ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან დარწმუნებული ვარ თუ კარიმი ამ ტემპში გააგრძელებს მუშაობას გოლები აუცილებლად მოვა. ჩვენ არ ვყიდულობთ ახალ ფორვარდს ბენზემას შესაცვლელად. უბრალოდ, დღესდღეობით თავდამსხმელი ძალიან გამოადგება კლუბს და სწორედ ამიტომაც კლუბის ხელმძღვანელები ყველაფერს აკეთებენ, რათა კლუბში არ იყოს არანაირი პრობლემა".


თქვენ მას განსაკუთრებულად ავარჯიშებთ?

"ჩვენ საერთოდ არ გვაქვს ვარჯიშის დრო, ვინაიდან ძალიან ბევრს ვთამაშობთ. ჩვენი განრიგია თამაში, დასვენება, ისევ თამაში, ისევ დასვენება. ასეთ პირობებში რთულია ნორმალურად მოამზადო ფეხბურთელები. კარიმსმა იცის, რომ მე ყოველთვის მის გვერდში ვარ. რაც არ უნდა მოხდეს დავეხმარები. ის დღითიდღე აუმჯობესებს თამაშის ხარისხს და ეს ძალიან კარგია. კლუბში ახალი ფორვარდი მოვა, მაგრამ ეს მისთვის დამატებითი სტიმული იქნება. დარწმუნებული ვარ, მას კიდევ ბევრი თამაში აქვს რეალის მაისურით ჩასატარებელი".


როგორ ფიქრობთ მორატა დატოვებს კლუბს?

"მორატა ძალიან მალე პირველი გუნდის ფეხბურთელი იქნება. ის აუცილებლად ჩაწერს თავის სახელს სამეფო კლუბის ისტორიაში. დარწმუნებული ვარ ალვარო და კანალესი შემდეგი ათი წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი ფიგურები იქნებიან მადრიდის რეალში. კასტილიელების ყველაზე დიდი პრობლემა პრესა და მათი აგენტებია. ისინი ვერ ხვდებიან რა სჭირდებათ სინამდვილეში. გადახედეთ ესპანეთის ჩემპიონატს, ლა ლიგაში ძალიან ბევრი მადრიდის რეალის აღზრდილი ფეხბურთელი სხვა კლუბებში თამაშობს, რატომ? იმიტომ, რომ მათ არ მოიცადეს. მხოლოდ ტალანტი საკმარისი არ არის. ნიჭიერი კანტერანოსთვის ძალიან რთულია მადრიდის რეალის პირველ გუნდში სტაბილურად თამაში. ყველაფერს დრო სჭირდება. გაიხსენეთ ერთი ფეხბურთელი მაინც, რომელიც 17 წლის ასაკში მადრიდის რეალის პირველ გუნდში მოხვდა და შემდეგ მთელი კარიერა აქ გაატარა, მხოლოდ რაული. დანარჩენებმა მოთმინება უნდა იქონიონ და უნდა განაგრძონ მუშაობა. თუ ასე მოხდება, ისინი აუცილებლად მიიღებენ თავის შანსს. მორატამ დღეს ოთხი გოლი გაიტანა კასტილიის შემადგენლობაში, მაგრამ ეს საკმარისი არაა, კასტილიელი ოთხ გოლზე მეტს უნდა იტანდეს".


გენატრებათ რაული?

"ყველაზე მთავარი ისაა, რომ რაული დღესდღეობით ბედნიერია".



ინფორმაციის წყარო: as.com
სტატიის ავტორი: dato818




dle 10.1

  • dato818
  • 16 იანვარი 2011
  • 2068
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)