მოუ: "ძალიან გამიხარდება,თუ ნისტერლოი "რეალში" დაბრუნდება"

მადრიდის "რეალის" მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა,რომ მას ძალიან გაუხარდება, თუ რუუდ ვან ნისტერლოი "ბლანკოსში" დაბრუნდება...


როგორც იცით მადრიდის "რეალი" უკვე თავდაუზოგავად ცდილობს რუუდ ვან ნისტერლოის გუნდში დაბრუნებას. ჰოლანდიელი ამჟამად "ჰამბურგში" თამაშობს და თანაც დიდი წარმატებით გამოდის.უკანასკნელად სწორედ მისმა ერთადერთმა გატანილმა გოლმა მოაგებინა მის გუნდს "შალკესთან" გასვლით მატჩში. რუუდს ძალიან უნდა "რეალში" დაბრუნება,მაგრამ გერმანელები მას ვერ ელევიან და გაყიდვაზე უარს აცხადებენ. ხორხე ვალდანომ კი განაცხადა,რომ იგი მზადაა ნებისმიერ თანხად შეიძინოს ჰოლანდიელი თავდამსხმელი.

ყოველივე ამასთან დაკავშირებით ჟოზე მოურნიომაც გააკეთა კომენტარი: " შესანიშნავი იქნება გუნდისთვის თუ თავდამსხმელს დავიმატებთ, მითუმეტეს თუ ეს რუუდი იქნება. მე ძალიან გამიხარდება, თუ იგი "ბლანკოსში" დაბრუნდება. მართალია გერმანული მხარე ამ ტრანსფერზე უარს აცხადებს, მაგრამ 31 იანვრამდე ჯერ ბევრი დროა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.მე ნისტერლოის თამაში შესწავლილი მაქვს საფუძვლიანად. ეს მაშინ მოხდა, როცა ჩვენ "პრემიერ" ლიგაში ვასპარეზობდით."

ამასთან დაკავშირებით "ჰამბურგის" მწვრთნელმა არმინ ვეხმაც გააკეთა კომენტარი: " მე არ ვარ წინააღმდეგი,რომ რუუდი დაბრუნდეს იმ კლუბში,სადაც მან 68 მატჩში 46 გოლი გაიტანა და სადაც მან შესანიშნავი სეზონები გაატარა. ამ შემთხვევაში მე უძლური ვარ. ყველაფერი კლუბის პრეზიდენტზეა დამოკიდებული. ცნობისთვის ჯერ ოფიციალურად "რეალს" არ მიუმართავს ხელმძღვანელობისთვის. ეს თავად რუუდმა მითხრა."

goal.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)