რელანო: "ექსტერნული გადაწყვეტილება - რუდ ვან ნისტელროი"

შეგახსენებთ, რომ გუნდი მაღალი დონის ფორვარდს ეძებს, სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება დააფიქსირა ცნობილმა ესპანელმა ექსპერტმა ალფრედო რელანომ.


მადრიდის რეალი ეძებს ფორვარდს, ოღონდ არ იცის ვინ უნდა შეიძინოს, რადგან ფლორენტინო პერესი ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას არ აპირებდა, რადგან ფიქრობდა, რომ ბენზემა ბოლოსდაბოლოს გამოიყენებდა შანსს, აგრეთვე მას იმედი ჰქონდა, მოურინიო მეორე ფორვარდად მორატას გამოიყენებდა და ზაფხულამდე გუნდი პრობლემების გარეშე მიაღწევდა. ხოლო წინასასეზონო სატრანსფერო ფანჯარაზე მოამზადებდა ფულს ისეთი დონის ფორვარდისათვის როგორიც არის რუნი ან ლორენტე. თუმცა ჟოზეს ლოდინი არ შეუძლია და მოდით ვაღიაროთ ბენზემაც არ არის ის თავდამსხმელი რომელმაც იცის ამ პოზიციაზე თამაში. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მოურინიომ კარიმი ატლეტიკოსთან 1-1-ზე შეცვალა, ამის შემდეგ კი გოლები მოვიდა. ერთმნიშვნელოვანია, რომ რეალს სჭირდება ისეთი ფორვარდი, რომელმაც იცის როგორ უნდა იმოძრაოს ამ პოზიციაზე და მოუტანოს გუნდს სარგებელი.

ვალდანოს ახლა დიდი საფიქრალი გაუჩნდა, რადგან ახლა შეუძლებელია ისეთი ფორვარდის შეძენა, რომელიც მოურინიოს სჭირდება. აგრეთვე გასათვალისწინებელია პერესის ფაქტორიც, მას გუნდში უნდა ისეთი ფეხბურთელი, რომელიც იქნება: ბრწყინვალე, ელეგანტური და პრესტიჟული. ასეთი ფორვარდი ზამთარში ხელმისაწვდომი არ არის. კარგი იქნებოდა რეალს შეეძინა ლორენტე, მაგრამ ახლა თეთრებს ამის სახსრები არ აქვთ. საშუალო დონის ფეხბურთელის შეძენაზე კი რეალი თავს შეიკავებს, რადგან გონებაში ჯერ კიდევ ცოცხალია "ფობერის სინდრომი".

ამიტომ რეალს სჭირდება ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც მადრიდის რეალში უკვე უთამაშია და იცის რა არის ლა ლიგა. არის ორი ვარიანტი: გეგმა ა - გუნდმა უნდა შეიძინოს ვეტერანი ფეხბურთელი, მაგალითად ნისტელროი, რომელიც იდეალურია ამ შემთხვევაში ბლანკოსისათვის მიუხედავად მისი ასაკისა (34 წელი) და გეგმა ბ - კლუბმა უნდა დააბრუნოს რომელიმე კანტერანო ადამ სჟალაი, რომელიც ერთ დროს კასტილას ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი იყო, თუმცა ისე დატოვა ესპანეთის დედაქალაქი, რომ მთავარ გუნდში მისი დებიუტი არც შემდგარა. სამაგიეროდ ახლა მაინცის მთავარი დამრტყმელი ძალაა ან უნდ დააბრუნონ როდრიგო, რომელიც ნელ-ნელა იკიდებს ფეხს ბოლტონში და იწყებს გოლების გატანასააც. dle 10.1

  • SunSay
  • 15 იანვარი 2011
  • 2851
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (25)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)