პანუჩი: ”მოურინიომ იცის წარმატების საიდუმლო”

კრისტიან პანუჩი, პირველი იტალიელი იყო მადრიდის ”რეალის” შემადგენლობაში.”ბლანკოსში” ასპარეზობის ჟამს, ფეხბურთელმა არა ერთი ტიტული მოიპოვა.ის ამჯერად ”Sky Italy”-ის კომენტატორია.


- ამჟამად რას მოღვაწეობთ?
- ვმუშაობ ”Sky Italy”-ში და მინდა გითხრათ, რომ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.აღნიშნულ ტელეკომპანიაში, ჩემთან ერთად რამდენიმე ყოფილი ფეხბურთელი მოღვაწეობს.ჩვენ ძირითადად მატჩების კომენტირებას ვახდენთ.მადლობა მინდა ვუთხრა ფეხბურთს, ასეთი ბედნიერებისათვის.

- რა მოგცა ფეხბურთმა?
- სპორტის ამ სახეობამ ყველაფერი მომცა, თუმცა ერთ დღეს როდესაც გავიღვიძე, ვთქვი რომ ”საკმარისია” და ბუცები ლურსმანზე ჩამოვკიდე.მოხარული ვარ, როგორც ჩემი კარიერით, ასევე ახალი ცხოვრებით, რომელსაც კომენტატორობა ჰქვია.

- ფეხბურთელის რანგში, თქვენი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი რომელია?
- პრივილეგირებული მოთამაშე ვიყავი.ალბათ, არასოდეს დამავიწყდება გატარებული წლები ”მილანსა” და ”რეალში,” მოგებული ტიტულები და ა.შ.მეამაყება, რომ პირველი იტალიელი ფეხბურთელი ვიყავი ”ბლანკოსის” რიგებში.ჩემი აზრით, თეთრი მაისურის მორგება ყველას ხვედრი არ არის.მოხარული ვარ, რომ სამეფო კლუბისთვის ვღვრიდი ოფლს.

- თქვენ არასოდეს დაგავიწყდებათ ესპანეთში გატარებული წლები...
- რასაკვირველია.ახლაც კარგად მახსოვს ის განცდა, რაც მე-7 ლიგის თასის მოგების შემდეგ დაგვეუფლა.მთელი მადრიდიზმი ამაყობდა ჩვენით.კარგად მოგეხსენებათ, მაშინ გუნდი 32 წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა ევროპაში წარმატების მიღწევას.ბედნიერი ვარ, რომ ”რეალთან” ერთად დიდი მწვერვალები დავიპყარი.

- ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების გასაღები რა გახლავთ?
- უწინარეს ყოვლისა, უნდა იყოს დიდებული კლუბი და ამ მხრივ, ”რეალი” ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.პარალელურად გუნდს უნდა მეთაურობდეს დიადი მწვრთნელი, როგორცი მოურინიოა და რა თქმა უნდა, დამრიგებლის განკაულებაში უნდა იყოს კარგად ჩამოყალიბებული შემადგენლობა, რაც წლევანდელ ”ბლანკოსს” ნამდვილად აქვს.ჩემი აზრით, მოურინიოს პროექტი საკმაოდ სერიოზულია.ვგონებ, რომ მომდევნო 4-5 წელი ”ბლანკოსისთვის” წარმატებული იქნება.მადრიდელები არა ერთ ტიტულს დაეუფლებიან.

[b]- რას გვეტყვით ჟოზეზე?
[/b]- მოურინიო ტელევიზორში სულ სხვანაირი ჩანს.რეალურად ის დიდი გულის პატრონია.რომ არა მისი განსაკუთრებული თვისებები, ის წარმატებას ვერ მიაღწევდა.ალბათ, ყველამ ნახა მისი ყვირილი, საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოს მიღების შემდეგ.მოუმ კარგად იცის, თუ როგორ უნდა მოექცეს შეგირდებს.

- მოურინიოს დარიგებული გუნდის წინააღმდეგ გითამაშია და ასევე შენი მეტოქე ყოფილა კაკა, რომელმაც მძიმე ტრავმა მოიშუშა და რომელზედაც დიდ იმედებს ამყარებენ მადრიდში...
- კაკა დიდებული მოთამაშეა.იმედია, ბრაზილიელი მალე შევა სასურველ ფორმაში და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გუნდის წარმატებაში.

- რას იტყვით კაკასთან ორთაბრძოლაზე?
- რიკარდო ძლიერი და სწრაფი მოთამაშეა.ამასთანავე ყოველთვის განსხვავებულად თამაშობდა.

- ჯერ მხოლოდ სეზონის შუა ნაწილია და რონალდუმ უკვე მოახერხა 31 გოლის გატანა.სავრაუდოდ, პორტუგალიელი ორმოცდაათიან ნიშნულსაც მიაღწევს უახლოეს მომავალში...
- კრისტიანო შეუდარებელია.სისწრაფისა და საოცარი ტეკნიკური არსენალის ხარჯზე, რონი ახერხეს ბრწყინვალე ფეხბურთის ჩვენებას.როდესაც იცის, რომ მომდევნო დღეს ამგვარ მოთამაშეს უნდა დაუპირისპირდე, ღამით არ გეძინება.

- როდესაც კასილასი პირველად განაცხადში შეიყვანეს, შენ ”რეალის” მოთამაშე იყავი.რას გვეტყვი მის შესახებ?
- იკერი ძალიან ახალგაზრდა და მორცხვი იყო.ამჟამად, კასილასი გუნდის კაპიტანია და ამით ყველაფერი ნათქვამია.ჩემი აზრით, ბუფონი და კასო მსოფლიოს საუკეთესო კიპერები არიან.

- შენი დებიუტი სწორედ მადრიდულ დერბიში შედგა...
- დიახ, კარგად მახსოვს ეს დღე.მე-20 წუთზე კარლოსის კუთხურის შემდეგ, გოლის გატანაც მოვახერხე.მაშინ 4-1 ვიმარჯვეთ.

- რა უსურვებდი სამეფო კლუბს მიმდინარე სეზონში?
- მადრიდელები შეუდარებელ ფეხბურთს თამაშობენ.იმედია, ისინი რაც შეიძლება, ბევრი ტიტულის მოპოვებას შეძლებენ და ესპანეთსა და ევროპაში პირველები იქნებიან. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)