რამოსი : "რეალის ვიცე კაპიტნობა საამაყოა"

მადრიდის "რეალის" ვიცე კაპიტანმა, სერხიო რამოსმა "Bwin"-თან ინტერვიუ ჩაწერა...


"სამეფო კლუბის კაპიტნობა საპატიო და საპასუხისმგებლო საქმეა, რადგან ეს დიდი ტრადიციების მქონე გუნდია, ჩემთვის სასიხარულოა, რომ "ბლანკოსისთვის" ბევრს წარმოვადგენ და ვიცე კაპიტანი ვარ."

"კრიშტიანო რონალდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ამას მისი რეკორდებიც მოწმობს, რომელიც ლა ლიგაში მყარდება, პორტუგალიელი ნამდვილი პროფესიონალია და სამეფო კლუბს დიდ დახმარებას უწევს, საამაყოა, რომ ასეთი მოთამაშე სწორედ თეთრ ფორმას ირგებს და "ბერნაბეუზე" ასპარეზობს."

"რიკარდო კაკას დაბრუნება ყველასთვის სასიამოვნო ფაქტი იყო, მას რთული პერიოდი ჰქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი წესრიგშია და ბრაზილიელი მოთამაშე გუნდისთვის ყველაფერს გააკეთებს."

"მომდევნო შეხვედრა "ალმერიასთან" გვაქვს, მართალია სტუმრად ვითამაშებთ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ და იკერის კარი მშრალი დარჩეს. უკანა ხაზი ნელ-ნელა პროგრესირებს."

"პიატი, რომელიც ალმერიული გუნდის უდავო ლიდერია, ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და მის წინააღმდეგ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ, მთავარია ბურთზე კონტროლი დავამყაროთ და შედეგი აუცილებლად იქნება" dle 10.1

  • Hala
  • 14 იანვარი 2011
  • 1765
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)