კასტინგი გახსნილია

კასტინგი გახსნილია

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის რეალის ხელმძღვანელობას საბოლოოდ აქვს გადაწყვეტილი ახალი ფორვარდის შეძენა. როგორც უცხოური საიტები იტყობინებიან არსებობს 8 კანდიდატურა, რომელთაგანაც ერთერთი, მოირგებს სამეფო კლუბის მაისურს.


ლუიშ ფაბიანო



საყოველთაოდ ცნობილია, რომ ლუიშ ფაბიანო აპირებს კლუბის დატოვებას. ბრაზილიელიელმა უკვე უარით გაისტუმრა კორინთიანსი. გავრცელებული ინფორმაციით, სევილიელ ფეხბურთელს ძალიან სურს მადრიდის რეალის მაისურის მორგება.



ემანუელ ადებაიორი



მოურინიოს ძალიან მოსწონს ადებაიორის თამაში. მას ჯერ კიდევ ჩელსიში ყოფნის დროს უნდოდა ემანუელის გაწვრთნა, თუმცა მაშინ ეს ასე არ მოხდა. მანჩესტერ სიტი თანახმაა თავისი ფეხბურთელის გაშვებაზე. ტრანსფერის სავარაუდო თანხა 1.2 მილიონია.



მიროსლავ კლოზე



კლოზე ამჟამად მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელია. გერმანელი ცნობილია თავისი საგოლე ალღოთი. მას შეუძლია ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშების უმაღლეს დონეზე ჩატარება. მიროსლავს კონტრაქტი ივნისისში ეწურება და დიდია ალბათობა იმისა, რომ ამ ფეხბურთელმა რეალის მაისური მოირგოს.



მარიო გომესი



მარიო გომესიც "ბაიერნის" ფეხბურთელია. თუმცა ცნობილია, რომ ფეხბურთელს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს კლუბის მწვრთნელ ვან გაალთან. მარიოს თავისი მწვრთნელის დიდი იმედი აქვს. შესაბამისად, რეალის ხელმძღვანელობას გაუჭირდება ფეხბურძთელის გადმობირება.



ნელსონ ვალდესი



როგორც ცნობილია, ვალდესი ვალდანოს ფავორიტია. ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს. ურუგვაელი ფეხბურთელი საუკეთესო ფორმაშია. აღსანიშნავია, რომ მან წელს მოახერხა ბარსელონას კარის დალაშქვრა. ნელსონის შეძენით აგრეთვე დაინტერესებულია გერმანული კლუბი დორტმუნდი, თუმცა თუ რეალმა გადაწყვიტა ვალდესის შეძენა აშკარაა, რომ ფეხბურთელი თავის არჩევანს სამეფო კლუბზე შეაჩერებს.



ლისანდრო ლოპესი



ლისანდრო ამჟამად "ლიონის" ღირსებას იცავს. არგენტინელი ცნობილია თავისი საგოლე ალღოთი. ის ძალიან თექნიკურია და ნებისმიერი მომენტიდან შეუძლია გუნდისთვის სარგებლობის მოტანა. თუმცა როგორც უცხოური წყაროები იტყობინებიან, ლისანდროს ძალიან პატარა შანსი აქვს რეალში გადასვლის, რადგან თუ ასე მოხდა, ის ვერ შეძლებს ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის დახმარებას. ეს კი დიდი მინუსია.



ადამ სჟალაი



სჟალაი ამჟამად მაინცის ფეხბურთელია. უნგრელი ფორვარდის პლიუსი იმაში მდგომარეობს, რომ ფეხბურთელი ერთ დროს კასტილიაში ირიცხებოდა. მას არ გაუჭირდება გუნდზე შეჩვევა და დიდი შესაძლებელია, რომ პირველივე მატჩებიდან თავისი საუკეთესო თამაში აჩვენოს. მოურინიოს მისი თამაში ძალიან მოსწონს, ასე რომ არაა გამორიცხული ფეხბურთელის მადრიდში ხილვა.



გეკასი



გეკასი ფრანკფურტის "აინტრახტში" თამაშობს. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელი ამჟამად 30 წლისაა, თუმცა "ბუნდეს-ლიის" ბომბარდირია. მან 23 შეხვედრაში 16 გოლის გატანა მოახერხა. რეალის ხელმძღვანელობა დაინტერესებულია მისი შეძენით.


სტატიის ავტორი: dato818
dle 10.1

  • dato818
  • 14 იანვარი 2011
  • 3564
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)