მოურინიოს პრესკონფერენცია

ჟოზე მოურინო ძალიან კმაყოფილია მისი გუნდის წარმატებით. მან მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.


”შემდეგ ეტაპზე აუცილებლად უნდა გავიდეთ. ოზილის მესამე გოლმა ძალიან დამამშვიდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გასულები ვართ. ვისენტე კალდერონზე საკმაოდ რთული 90 წუთი გველის”.

”ძალიან მომეწონა მთავარი მსაჯის ქმედებები. ძალიან კარგი იქნებოდა ასეთი არბიტრის ყოლა ყველა თამაშში, მაგრამ ლაინსმენებმა ერთი შეცდომა დაუშვეს, რომელიც ჩემ გუნდს ძვირად დაუჯდა. კუნ აგუეროზე თამაშგარე მდგომარეობა აშკარად იყო, ისევე როგორც დიეგო ფორლანზე”.

”ძალიან მჭირდება ჩემი ბიჭების ფიზიკური მომზადება, რადგან სამ ფრონტზე ვიბრძვით. სწორედ ამიტომ ვატარებ როტაციებს. ძალიან რთულია კვირაში ორი შეხვედრის ჩატარება. არანაირი პრობლემა არ მაქვს რონალდოსთან, ოზილთან და დი მარიასთან. ისინი უნიკალური ფეხბურთელები არიან. ჩვენი პრიორიტეტი სამივე ტიტულის მოგებაა”.

”ჩვენ ფორვარდი გვჭირდება, მაგრამ არა იმიტომ, რომ ბენზემა ფორმაში არ არის, უბრალოდ მარტო კარიმით თამაში წარმოუდგენელია. სათადარიგოთა სკამზე აუცილებლად უნდა გვყავდეს მინიმუმ ერთი ჩამოყალიბებული ფორვარდი მაინც. ჩვენ კი სულ ნახევარმცველები და მცველებით ვართ შემოფარგულები. თუ ვალდანომ ფორვარდი იყიდა, ეს ძალიან კარგი იქნება, თუ არ იყიდა არაუშავს, მაინც შესანიშნავი გუნდი მყავს”.

”ბენზემა ძალიან კარგი ფეხბურთელია. ის არ არის ეგოისტი, მუდამ ვარჯიშობს და სურს დაძლიოს რთული პერიოდი. მე მის მხარეს ვარ”.

”ოზილი შესანიშნავია. ის მე მაოცებს. თავიდან, როდესაც იგი გუნდში მოვიდა, მასზე მხოლოდ ვიტყოდით, რომ მესუთი დიდი ტალანტის მქონეა. მას არ შეეძლო მთელი 90 წუთის თამაში, ახლა კი სიტუაცია სულ სხვაგვარადაა. იგი ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს 90 წუთს და მიჰყავს გუნდის თამაში”.

”არბელოამაც ძალიან კარგად ითამაშა. ის ძალიან სერიოზულია და არ უშვებს შეცდომებს. მომწონს ასეთი ფეხბურთელები”.


წყარო:realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)