შესაძლოა კუნმა თეთრი ფორმა მოირგოს

შესაძლოა მადრიდის "ატლეტიკოს" წამყვანი ფორვარდი, კუნ აგუერო მადრიდის "რეალში" 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდეს.


მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი აგუერომ სულ ახლახანს 2014 წლამდე გაახანგრძლივა. შეგახსენებთ, რომ 'როხიბლანკოს' რიგებში კუნი 2006 წლის ზაფხულში მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ "ატლეტიკო" აგუეროსთვის მშობლიურ კლუბად იქცა, მადრიდელები შესაძლოა საკუთარ შვილსაც კი შეელიონ.

როგორც ცნობილი გახდა, აგუეროს ფასმა 60-დან, 45 მილიონ ევრომდე დაიწია. ამ ყველაფერმა შესაძლოა კუნის 'გამადრიდისტებას' შეუწყოს ხელი. დიდი შანსია 2011 წლის სეზონი არგენტინელმა ფეხბურთელმა მადრიდის "რეალში" განაგრძოს.

მადრიდის "რეალის" სელექციონერები საწყის ეტაპზე არ აპირებდნენ ზემოთ ხსენებული თანხის გადახდას, მაგრამ რადგანაც ფერნანდო ლორენტეს სატრანსფერო ფასმაც 36 მილიონ ევრომდე აიწია, შესაძლოა მათი არჩევანი კუნ აგუეროზე შეჩერდეს. მოგეხსენებათ, არგენტინელი ფეხბურთელი ბოლო რამოდენიმე სეზონია საუცხოოდ ასპარეზობს.

როდესაც აგუეროსთან მიმართებაში მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტს - ენრიკე კარეზოს კითხეს, მან ჩვეული იუმორით გამსჭვალული პასუხი გასცა ჟურნალისტებს:"დიახ 3X1, აგუეროს სანაცვლოდ თქვენ - კაკა, რონალდო და იგუაინი მოგვყიდეთ."


ინფორმაციის წყარო: DefensaCentral.Com

ავტორი: Kevlish...
dle 10.1

  • kevlisha
  • 11 იანვარი 2011
  • 2369
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)