კრიშტიანოს ბენეფისი და კაკას შესანიშნავი დაბრუნება

გასულ დუელში მან იმედი არავის გაუცრუა. როდესაც მთელი მოედანი დუმდა, იგი უშიშრად მიაბიჯებდა მეტოქის კარისკენ, ის იყო მაგალითი ყველასთვის... მან ყველას თვალნათლივ დაანახა, თუ რას ნიშნავს ბოლომდე ბრძოლა, ის იყო ნამდვილი 'თეთრი სიამაყე'.


მადრიდის "რეალმა" თამაში საშინლად დაიწყო, "თეთრები" მეტოქის იერიშებს უპასუხოდ ტოვებდნენ. გასულ მატჩში კიდევ ერთხელ გამოიკვეთა მადრიდელთა სუსტი წერტილები უკანა ხაზში... ჟოზეს 'გამადრიდისტების' შემდეგ სამეფო კლუბის დაცვის ხაზში პროგრესი ნაკლებად იგრძნობა, სამაგიეროდ ნათლად გამოიკვეთა გუნდი, რომელიც არა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე იგებს მატჩებს, არამედ გუნდური სულისკვეთებით.

ბორხა ვალერომ და "ყვითელი წყალქვეშა ნავის" კამპანიამ შეხვედრის დებიუტში ბწყინვალე თამაში აჩვენა. სანტი კასორლა ნახევარდაცვის ხაზში ბრწყინავდა, როსი და მარკო რუბენი კი მადრიდელთა ფლანგებზე დომინირებდნენ.

მატჩი მჭიდრო ბრძოლათა ფონზე მიმდინარეობდა. სანტი კასორლას შესანიშნავ გადაცემას კანიმ უპასუხა, რომელმაც მეტოქის კარი მეტად მოხდენილი დარტყმით აიღო. იკერ კასილასის მოულოდნელობით აღსავსე მზერა შეხვედრის არასახარბიელო სიმპტომებს მოასწავებდა.

სტუმართა ენერგიული სტარტი მოჩვენებითი გამოდგა, მადრიდელებმა მეტოქის კარი რამოდენიმე წუთში აიღეს... კარიმ ბენზემას ბრწყინვალე გადაცემას მესუტ ოზილი გამოეხმაურა, რომელმაც კარის საპირისპიროდ მოძრავი კრიშტიანო რონალდო შენიშნა, გერმანელმა ნახევარმცველმა პასი არ დააყოვნა და პორტუგალიელმა ვინგერმა ანგარიში საყაიმო გახადა.

მარკო რუბენმა ლასს ბურთი აართვა, მან კარგი პასი მიაწოდა თანაგუნდელს, ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირებას ლამობდა რაულ ალბიოლი, რომელიც საბოლოო ჯამში შეცდა, ვერც იკერ კასილასმა მოახერხა საკუთარი კარის გადარჩენა, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა მარკო რუბენმა "ბლანკოსის" კარის ბადეში ბურთი ულამაზესი დარტყმით გაახვია. მაშ ასე, "ყვითელი წყალქვეშა ნავი" კიდევ ერთხელ დაწინაურდა.

'ბერნაბეუ' დუმდა, მოვლენები საოცრად განვითარდა, ისე როგორც გარიდო ყველაზე ტკბილ სიზმრებშიც ვერ წარმოიდგენდა. მიუხედავად იმისა, რომ მესუტ ოზილი გაუთავებლად ცდილობდა მეტოქის კარის დალაშქვრას, მადრიდელები სასურველი შედეგის მიღწევას ვერა და ვერ ახერხებდნენ. კარიმ ბენზემა "ჩვეულ" უსახურ სტილში აგრძელებდა ასპარეზობას, მარსელო კი თავისდაუნებურად საკმაოდ არასტაბილურად მოქმედებდა მარცხენა ფლანგზე.

ტაიმის ბოლოს მადრიდელებმა საოცარი კომბინაცია გაითამაშეს... "ვილიარეალის" კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა, საჯარიმოს ნიშნულთან ორი მადრიდისტა, ჩაბი ალონსო და კრიშტიანო რონალდო იმყოფებოდნენ. კრიშტიანომ რაღაც ჩასჩურჩულა ჩაბის, შემდეგ პორტუგალიელი ჩუმად შეიპარა მეტოქის საჯარიმო მოედანში, მცველებს ოსტატურად დაუსხლტა, ამ ყველაფერს ალონსოს შესანიშნავი გადაცემა მოჰყვა, რომელსაც რონალდომ ძალიან ლამაზი თაურით უპასუხა და ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა...

პირველი ნახევრის ბოლოს საყაიმო ანგარიში ერთობ არასამართლიანობის გრძნობას იწვევდა "ვილიარეალის" გულშემატკივართა შორის, მაგრამ ფეხბურთი ლოგიკას თითქმის არასდროს ექვემდებარება, ახლაც ასე მოხდა...

უსახურად ჩატარებული პირველი 45 წუთის შემდეგ მოედანი ლასანა დიარამ დატოვა, აფრიკული სისხლის მქონე ფრანგი ნახევარმცველის ადგილი, არაბული ფესვების მქონე გერმანელმა სამი ხედირამ დაიკავა. სერხიო რამოსმა კი მოედნის ცენტრში გადაინაცვლა. ჟოზე მოურინიომ გარისკა და მატჩი 3 მცველით განაგრძო.

კრიშტიანო რონალდო, დი მარია, სერხიო რამოსი და ბენზემა ამაოდ ცდილობნენ მეტოქის კარის აღებას, თუმცა დიეგო ლოპესი არაჩვეულებრივად ასპარეზობდა და მადრიდელებს წინ გასვლის საშუალებას არ აძლევდა. მატჩის მეორე ნახევარში შეხვედრის მსვლელობამ სრულიად განსხვავებული სახე მიიღო, ამჯერად "თეთრები" უტევდნენ, უტევდნენ არა მხოლოდ სტუმართა მცველებს, არამედ მთელს "ვილიარეალს"...

მუხლის მძიმე ტრავმის შემდეგ მოედანს რიკარდო კაკა დაუბრუნდა, რომელმაც "ვილიარეალთან" გამართულ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. მარცხენა ფლანგიდან კრიშტიანო და კაკა უტევდნენ, ხოლო მარჯვენა ფლანგზე ანხელ დი მარია დომინირებდა, ცენტრს კი მესუტ ოზილი ამაგრებდა.

მადრიდელთა უდიდესმა ძალისხმევამ საბოლოოდ შედეგი გამოიღო. რიკარდო კაკას მოწოდებულ ბურთს კრიშტიანო რონალდომ უპასუხა, თუმცა დიეგო ლოპესმა საიმედოდ ითამაშა და სტუმრები აშკარა გოლს გადაარჩინა, ყველას ეგონა რომ "ყვითელი წყალქვეშა ნავი" გოლს გადაურჩა, მაგრამ არა... პორტუგალიელმა რონალდომ საკუთარი ფენომენალური სისწრაფის ხარჯზე მოახერხა კაპდევილასთვის ბურთის ართმევა და დიეგო ლოპესის კარში არაჩვეულებრივი გოლი გაიტანა.

სტუმართა მასირებული დაცვა გაირღვა... რონალდოს გოლს რიკარდო კაკას გატანილი ბურთი მოჰყვა და შეხვედრის მიმდინარეობაც ჩვეულ კალაპოტში მოექცა. მადრიდის "რეალმა" სანუკვარი სამი ქულა მოიპოვა, ჟოზე მოურინიომ კი თავისი ემოციები ვერ დამალა და როგორც სჩვევია პროვოკაციაზე წამოაგო მეტოქე გუნდის ფეხბურთელები. რიკარდო კაკას გოლის შემდეგ პორტუგალიელი მწვრთნელი "ვილიარეალის" სათადარიგო სკამისკენ გაემართა და მათ თვალწინ აღნიშნა ბრაზილიელის გოლი. მოურინიოს ასეთი მოქმედება რა საკვირველია რეაქციის გარეშე არ დარჩენილა, გაცეცხლებულმა კანიმ ჟოზეს წყლით სავსე ბოთლი ესროლა, რომელიც მის ფეხებთან დაეცა, თუმცა მოუმ კანის მოქმედებას იგნორირება გაუკეთა სიტუაციის დამშვიდებას შეუწყო ხელი.


შენიშვნა (ავტ.): სტატიაში გამოყოფილია შეხვედრის მეორე ნახევრის ფრაგმენტები.

ინფომრაციის წყარო: DefensaCentral.Com

ავტორი: Kevlish...
dle 10.1

  • kevlisha
  • 10 იანვარი 2011
  • 2796
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)