რამოსის, ალბიოლისა და კარვალიოს კომენტარები

მადრიდის ”რეალის” მცველებმა, რამოსმა, კარვალიომ და ალბიოლმა თავიანთი აზრი გამოთქვეს ”ვილიარეალთან” მატჩზე...


რამოსი:

”ჩვენ ორი რადიკალურად განსხვავებული ტაიმი ვითამაშეთ. მატჩის მეორე ნახევარში გუნდი დიდებულად მოქმედებდა. ამ თამაშით, ჩვენ გულშემატკივრებს დავუმტკიცეთ, რომ ლა ლიგის მოგება შეგვიძლია. არ არსებობს მეტოქე, რომელსაც ჩვენი შეჩერება ასეთი თამაშით შეუძლია”.

”ძალიან გაოცებული ვარ ”ვილიარეალის” ასეთი თამაშით. ასე, ისინი ჩვენს წინაშე პირველად წარსდგნენ, მაგრამ საბედნიეროდ მეორე ტაიმში სადავეები ხელთ ვიგდეთ და დავამარცხეთ მეტოქე, რაშიც მწვრთნელს უდიდესი წვლილი მიუძღვის”.

”ყველანი ძალიან მოხარულები ვართ იმით, რომ კრიშტიანო რონალდო აგრძელებს მეტოქეთა დამწუხრებას. ის დიდებული ფეხბურთელია”.


ალბიოლი:

”პირველ ტაიმში, გუნდი გუნდს არ გავდა, ხოლო ”ვილიარეალი” კი ძალიან კარგად თამაშობდა. ისინი სამი შეხებით გვეთამაშებოდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში მოვლენები რადიკალურად შეიცვალა და საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა. ფრის თამაში არ შეიძლებოდა, რადგან ამ შემთხვევაში, ”ბარსელონა” 4 ქულით გაგვასწრებდა. სახლში ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ, თუ გვინდა ლა ლიგის მოგება. ასე უნდა გავაგრძელოთ და დაველოდოთ აპრილის თვეს, როდესაც კატალონიელები მადრიდში ჩამოვლენ”.

კარვალიო:

”პირველი ტაიმის შემდეგ ჟოზემ გვითხრა, რომ კარგად ვთამაშობთ, მაგრამ უნდა მოვუმატოთ, რაც გავაკეთეთ კიდეც. მოუმ შესანიშნავი შეცვლები გააკეთა და გუნდის წარმატება მისი დამსახურებაა”.


წყარო:realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)