"მეორე ნახევარი ეფექტურად ჩავატარეთ"

მაურინიო: "გუნდი ბრწყინვალე იყო და მთელი გუნდის სიმამაცის წყალობით გავიმარჯვეთ"


ჟოზე მაურინიო ძალიან ნასიამოვნები იყო თავისი გუნდის გამარჯვებით 4-2 "ვილიარეალის" წინააღმდეგ, რომელი მატჩიც კვირას გაიმართა.

"ამ გუნდის სიმამაცის წყალობით მოვიგეთ. ძალიან ბედნიერი ვარ და ვფიქრობ მეორე ნახევარი ეფექტურად ჩავატარეთ. ყვითელი გუნდი იყო ის გუნდი რომელიც მარტო პირველ ნახევარს ითამაშებდა, მაგრამ ვიცოდით როგორ გვეპასუხა ამაზე და მეორე ნახევარში მხოლოდ თეთრი გუნდი თამაშობდა. გუნდი საუცხოო იყო."

"ფანტასტიკური "ვილიარეალის" წინააღმდეგ ვთამაშობდით, ამიტომაც არ მომეწონა პირველი ნახევარი. არ მომწონს როდესაც ჩვენი ოპონენტი განსაკუთრებულად თამაშობს პირველ ნახევარს. "ბერნაბეუზე" ისინი ყველაზე ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან ვიდრე სხვა რომელიმე გუნდი და მათ დიდებულად ითამაშეს."

"შესვენების დროს ჩემს მოთამაშეებს დაველაპარაკე და ვუთხარი, რომ ანგარიში არასწორი იყო რადგანაც ამ 2-2 ანგარიშით ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. მეორე ნახევარში გეგმის შეცვლა მინდოდა და ასევე პრესინგის. სამი მცველით ვთამაშობდით, რამაც გამოიწვია ერთი გუნდის მუდმივი შეტევა და მეორე გუნდის მუდმივი დაცვა."

"მარსელო და დი მარია ფლანგებზე იყვნენ, ოზილი და ხედირა ნახევარდაცვაში, ხოლო კრისტიანო და ბენზემა შეტევაში. ექვსი შემტევი მოთამაშე გვყავდა და კიდევ ამას დამატებული ხაბი ალონსო მათ უკან. "ვილიარეალს" უნდა გაეძლო და მათ ასევე გოლის გატანაც შეეძლოთ კონტრ-შეტევის დროს. მათთვის ბურთის დაცვა ძნელი იყო. გავრისკეთ და გავიმარჯვეთ. ქულების დაკარგვის უფლება არ გვქონდა."

"კაკამ დიდებულად ითამაშა. ის შემოვიდა მაშინ როდესაც ბურთს ვაკონტროლებდით და ჩვენი შეჩერება ძნელი იყო. ბოლო წუთებში კრისტიანო რონალდოსთვის და კაკასთვის კარგი სცენარით განვითარდა მოვლენები. მეოთხე გოლი ფანტასტიკური იყო. არაფერი იყო იმაზე უკეთესი კაკასთვის ვიდრე ამდენი თვის შემდეგ "ბერნაბეუზე" დაბრუნება და გოლის გატანა."

"კრისტიანო რონალდო სათქმელს არ მიტოვებს. ის ყოველ კვირას და ყოველ მატჩში უმატებს თამაშს. არ ვიცი როგორ ავღწერო მისი წარმოდგენა. გოლის აღსანიშნავად წავედი ჩემი შვილისკენ, რომელიც "ვილიარეალის" სათადარიგოთა სკამის უკან იჯდა."

"მეორე ნახევარი ეფექტურად ჩავატარეთ"


წყარო: realmadrid.com dle 10.1

  • ivane
  • 10 იანვარი 2011
  • 2447
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)