კრიშტიანო : "ტიტულებს აუცილებლად მოვიგებთ"

"ვილიარეალთან" შეხვედრაში სამეფო კლუბის პორტუგალიელმა მოთამაშემ, კრიშტიანო რონალდომ ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო და ამასთან ერთად ერთი საგოლე გადაცემაც გააკეთა. მატჩის შემდეგ იგი ჟურნალისტებს გაესაუბრა...


"თანაგუნდელებმა უდიდესი დახმარება გამიწიეს და სწორედ ამიტომ შევძელი 3 გოლის გატანა, მე მათ დიდ მადლობას ვუხდი. მოტივირებული ვარ და ვთვლი, რომ კიდევ ბევრჯერ მოვახერხებ მოწინააღმდეგე გუნდის კარის აღებას, სეზონის ბოლოს გუნდმა აუცილებლად უნდა მოიპოვოს ტიტულები."

"ვილიარეალს ძალიან სწრაფი გუნდი ჰყავს, რომელსაც ნებისმიერი მეტოქისთვის შეუძლია პრობლემების შექმნა, პირველი ნახევარი მათ ძალიან კარგად ჩაატარეს, ხოლო მეორე ტაიმში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და "ბლანკოსი" სრულ უპირატესობას დაეუფლა, რაც ანგარიშზეც აისახა."

"ბევრ პოზიციაზე შემიძლია თამაში და ყველაფერი მწვრთნელის გადასაწყვეტია, საჭირო დროს საჭირო ადგილას ვარ და გუნდს ყოველთვის დავეხმარები."

"გულშემატკივართა მხურვალე მხარდაჭერას ვგრძნობდით და ეს ძალიან დაგვეხმარა წარმატებაში, მათი აქტიურობა ძალას გვმატებდა."

"როდესაც შესვენებაზე გავედით, მოურინიომ გვითხრა, რომ 45 წუთი გვგქონდა მატჩის მოსაგებად და მოედანზე ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა. დავალებული სამუშაო შევასრულეთ და მორიგი სამი ქულა ჩავიწერეთ აქტივში." dle 10.1

  • Hala
  • 10 იანვარი 2011
  • 2715
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (58)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)