ვალდანო : "რონალდო უბადლოა"

"ვილიარეალთან" ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, სამეფო კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ განაცხადა, რომ კრიშტიანო რონალდომ რეალის ფანებს უდიდესი სიხარული მიანიჭა...


"ვილიარეალის ფეხბურთელებმა პირველი ნახევარი ბრწყინვალედ ჩაატარეს და მოედანზე ბურთის კონტროლი სწორედ მათ ჰქონდა, მეორე ტაიმში კი ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა და "ბლანკოსი" სრულ უპირატესობას დაეუფლა. ასევე დამაჯერებელი იყო იკერი, რომელმაც ორი გაშვებული გოლის მიუხედავად დადებითი შეფასება დაიმსახურა."

"ბარსელონას ხელმძღვანელობას კარგად მოეხსენება, რომ სამეფო კლუბი განვითარების გზაზეა და ჩვენ მათ აუცილებლად გავუწევთ კონკურენციას. დღევანდელ შეხვედრაში "ვილიარეალთან" გამარჯვებით დიდი ფსიქოლოგირუი სტიმული მოვიპოვეთ, რადგან ეს გუნდი არავისთვისაა ხელწამოსაკრავი."

"ეს იყო ურთულესი შეხვედრა უამრავი სასიამოვნო და სანახაობრივი მომენტით, მეორე ტაიმში ჟოზე მოურინიომ გუნდი გადააწყო და შედეგიც სახეზეა, ჩვენ დიდი გუნდი დავამარცხეთ და კატალონიელებთან სხვაობა არ გავზარდეთ, 2 ქულა კი აღმოფხვრადია."

"კრიშტიანო რონალდო ბრწყინვალე მოთამაშეა და მას ბადალი არ ჰყავს, ეს ადამიანი ყოველთვის ბოლომდე იხარჯება სამეფო კლუბისთვის და იდეალურ შედეგებს აჩვენებს. 22 გოლი 18 შეხვედრაში შესანიშნავია, ამ მაჩვენებელს ნებისმიერი ცენტრ-ფორვარდი ინატრებდა. რონალდოს ვარჯიში ფასდება და მოედანზე ყველაფერი კარგად ჩანს. მან მადრიდისტების გული მრავალჯერ მოიგო."

"რიკარდო კაკა არის მოთამაშე, რომელმაც "ბლანკოსის" ნახევარდაცვა გაცილებით უფრო მძლავრი უნდა გახადოს, მისი შემოსვლის შემდეგ შეტევაში გაცილებით უფრო მეტი რამ ხდებოდა, იყო მრავალფეროვნება, სეზონის მეორე ნაწილში ბრაზილიელი მოთამაშე საუკეთესო ფორმაში ჩადგება და "რეალს" დიდ დახმარებას გაუწევს."

"ფეხბურთელებისთვის მხოლოდ მადლობის გადახდა შემიძლია, მათ ბრწყინვალე შედეგი და თამაში გვაჩვენებს." dle 10.1

  • Hala
  • 10 იანვარი 2011
  • 2261
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)