"ვილეარეალის" ისტორია

დღეს მადრიდის "რეალი" "ლა ლიგის" მორიგი ტურის მატჩს გამართავს "ვილეარეალის" წინააღმდეგ. გთავაზობთ ამ კლუბის ისტორიას...


სრული სახელი: Villarreal Club de Fútbol, S.A.D.

ზედმეტსახელი: El Submarino Amarillo

დაარსების თარიღი: 1923 წლის 10 მარტი

სტადიონი: "ელ მადრიგალი" (ტევადობა - 25 000)

პრეზიდენტი: ფერნანდო როიგ ალფონსო

მწვრთნელი: ხუან კარლოს გარიდო




ისტორია



ადრეული წლები


"ვილეარეალი" დაარსდა 1923 წლის 10 მარტს ესპანეთის სამოქალაქო ომის პერიოდში კასტელონის პროვინციის ქალაქ ვილა-რეალში. 1970 წლამდე კლუბი საფეხბურთო ასპარეზზე პრაქტიკულად არ ჩანდა. "ვილეარეალი" ამ პერიოდის განმავლობაში "ტერკერა" დივიზიონში გამოდიოდა. 1971 წელს "ყვითლები" "სეგუნდა" დივიზიონში გადავიდნენ, მაგრამ მხოლოდ 2 წელი შეძლეს ადგილის შენარჩუნება. 1992 წლამდე კასტელონური კლუბი "სეგუნდა ბ-ში" გამოდიოდა. 1993 წლის სეზონში "ვილეარეალი" კვლავ გადაბარგდა ესპანეთის რიგით მეორე ჩემპიონატში და 1998 წლამდე აქ "მოღვაწეობდა".


"ლა ლიგის" ვარსკვლავი


1998 წლის 24 მაისს "ვილეარეალმა" "ლა ლიგაში" გადასვლა მოახერხა. პირველივე მატჩში მათ "რეალთან" მოუწიათ დაპირისპირება და 4-1 დამარცხდნენ. მომდევნო სეზონში "ყვითლები" კვლავ ჩამოქვეითდნენ. 2000 წელს "ვილეარეალმა" "გამოფხიზლება" დაიწყო. მათ ჯერ "ლა ლიგაში" დაბრუნება მოახერხეს, შემდეგ კი უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე ესპანეთის საუკეთესო ოთხეულშიც მოხვედრაც მოახერხა.( ათწლეულის საუკეთესო ოთხეულად აღიარებულია: "რეალი" , "ბარსელონა" , "ვალენსია" და "ვილეარეალი") დღემდე პროვინციელები "პრიმერა" დივიზიონში გამოდიან და საპრიზო ადგილებზე პრეტენზიებს ყოველწლივ აცხადებენ.


ევროპული წარმატება


პირველი ტიტული,რომელიც "ვილეარეალმა" მოიპოვა ინტერტოტოს თასია. მათ ეს 2003 წელს მოახერხეს. "ყვითლებმა" ფინალში "ჰერენვენი" დაამრცხეს. მომდევნო წელს მათ ტიტული შეინარჩუნეს. ფინალში პენალტების სერიაში დაამრცხეს მადრიდის "ატლეტიკო" . 2003-2004 წლების სეზონში "ვილეარეალი" უეფას თასზეც ასპარეზობდა. ისინი ორმატჩიანი დუელის შემდეგ ნახევარფინალში "ალკმაართან" დამარცხდნენ 2-3.

2004-2005 წლების სეზონში "ვილეარეალმა" "ლა ლიგაში" მესამე ადგილი დაიკავეს და მომდევნო წელს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. ჯგუფურ ეტაპზე "ყვითლები" "მანჩესტერთან", "ბენფიკასთან" და "ლილთან" ერთად მოხვდნენ. არავის არ ეგონა,რომ ესპანელები ამ ჯგუფიდან თავის დაღწევას მოახერხებდნენ, მაგრამ მათ პატარა სასწაული მოახერხეს. ჯგუფში ჩატარებული 6 შეხვედრიდან 4 ფრე და 2 მოგება ჩაიწერეს. მერვედფინალში "ვილეარეალმა" ორი მატჩის ჯამში შოტლანდიური "რეინჯერსი" დაამრცხა. მეოთხედფინალში კი ისინი დიდ სირთულეს წააწყდნენ. "ყვითლებს" "ინტერი" შეხვდა. პირველი მატჩი მილანში გაიმართა 2006 წლის 29 მარტს. თამაშის პირველივე წუთებზე ფორლანმა ესპანელები დააწინაურა, მაგრამ მათ ეს მატჩი 1-2 წააგეს. ესპანეთში განმეორებით მატჩში 4 აპრილს იტალიელები 1-0 დაამარხეს და სტუმრად გატანილი გოლის წყალობით მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. ნახევარფინალში ისინი "არსენალს" დაუპირისპირდნენ. ინგლისში 0-1 დამარცხდნენ. ვილა-რეალში მატჩი დაძაბულად მიმდინარეობდა. ბოლო წუთამდე ანგარიში 0-0 იყო. 90-ე წუთზე "მეთოფეების" კარში პენალტი დაინიშნა. მაგრამ ხუან რომან რიკელმემ გოლის გატანა ვერ მოახერხა. ვინ იცის დამატებით დროში რომ გადასულიყო მატჩი, შეიძლება ფინალშიც კი გასულიყვნენ.

2008-2009 წლებში "ვილეარელმა" კვლავ მოახერხა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა. ნახევარფინალამდე მათ კვლავ დაუმარცხებლდა შეძლეს გასვლა. მაგრამ აქ ისევ და ისევ "არსენალი" ელოდებოდა. ესპანეთსი მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. "ყვითლებიდან" გოლი სენამ გაიტანა საჯარიმო დარტყმით, ანგარიში კი ადებაიორმა გაათანაბრა. ინგლისში კი სამი უპასუხო გოლი მიიღეს ადებაიორისგან, ვან პერსისგან და ვოლკოტისგან და კვლავ დარჩნენ ფინალს მიღმა.

2009-2010 წლებში "ვილეარეალი" მოულოდნელად გამოეთიშა თასისთვის ბრძოლას საკვალიპიკაციო ეტაპზე. ისინი გერმანულ "ვოლფსბურგს" დაუპირისპირდნენ. "ვოლფსბურგ არენაზე" მატჩი 2-2 დასრულდა, რაც იმის მომასწავლებელი იყო, რომ "ყვითლებს" მეტი შანსი ქონდათ გასულიყვნენ მომდევნო ეტაპზე, მაგრამ მოულოდნელად "ელ მადრიგალზე" ისინი 1-4 დამარცხდნენ.

2010-2011 წლების სეზონში "ვილეარეალი" ევროპის ლიგაზე ასპარეზობს "მალიორკას" ნაცვლად. ჯერ-ჯერობით ისინი წარმატებით გამოდიან.


ტიტულები:

ინტერტოტოს თასი: 2003,2004


არსებობის ისტორიაში "ვილეარეალმა" 12 სეზონი "ლა ლიგაში", 9 - "სეგუნდაში" , 4 - "სეგუნდა ბ-ში" , 23 - "ტერკერაში" , ხოლო 23 რეგიონალურ ლიგაში.


სტატიის ავტორი: WIShMASTER

dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (101)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)