მადრიდის ”რეალის” მომავლები - ნაწილი 8

ჩვენი პროექტის ბოლო მონაწილე ძალიან დიდი მომავლის მქონე ახალგაზრდა იქნება. ეს ფეხბურთელი ჩვენ პროექტში ყველაზე პატარაა, ამ ფეხბურთელს დიდი მომავალი აქვს, ეს ადამიანია ლეგენდარული ზინედინ ზიდანის შვილია!!!


ენცო ფერნანდეს ზიდანი დაიბადა 1995 წლის 24 მარტს ქალაქ ბურდეოსში, საფრანგეთში. ენცო მხოლოდ 15 წლის არის და მასზე უკვე უდიდეს იმედებს ამყარებენ. მისი ყურადღების ცენტრში დგომა არ არის დაკავშირებული იმასთან, რომ იგი ლეგენდარული ზიდანის შვილია. მან ეს ყველაფერი თავისი შესანიშნავი თამაშით დაიმსახურა. ის ამჟამად მადრიდის ”რეალის” მცირეწოლვანთა ერთ-ერთ გუნდში ”კადეტე ა”-ში ასპარეზობს.


პირადი მონაცემები:


სრული სახელი: ენცო ფერნანდეს ზიდანი

დაბადების თარიღი: 1995 წლის 24 მარტი

დაბადების ადგილი: ბურდეოსი, საფრანგეთი

პოზიცია: ნახევარმცველი

სიმაღლე: 183 სმ

წონა: 70 კგ


საკლუბო კარიერა:


ენცო კარიერას სწორედ ამჟამად იწყებს და ჯერ იგი ჩამოყალიბების პროცესშია. ახლა მე გაგაცნობთ მის ნამოღვაწარს. დავიწყოთ ღრმა ბავშვობიდან, მაშინ როდესაც დიდი ზიზუ ჯერ კიდევ ”იუვენტუსში” გამოდიოდა. 1999-2000 წლებში, ენცო ”იუვენტუსის” ბავშვთა სკოლაში ჩაირიცხა. ის მაშინ მხოლოდ 5-6 წლის იყო. 2000-2001 წლებში იგი სამშობლოში დაბრუნდა ფეხბურთის სათამაშოდ, იმავე წელს კი მან ”სან ჟოზეში” ამოყო თავი, სადაც მან სამი წელი დაჰყო. სწორედ ამის შემდეგ, ანუ 2004 წლიდან იწყება მისი მადრიდული კარიერა. იგი თავდაპირველად, როგორც ყველა პატარა ბავშვი ”ბენჟამინ ა”-ში მოხვდა. მაშინ ზიზუს შვილი მხოლოდ 9 წლის იყო. შემდეგ წელს იგი დაწინაურდა და ”ალევინ ბ”-ში ამოყო თავი. ასე გადიოდა წლები და ენცო ნელ-ნელა უფრო და უფრო შორს მიდიოდა. ამჟამად კი იგი ”კადეტე ა”-ს წევრია. სწორედ ამის შემდეგ მოდის ”რეალ მადრიდ ც”. ასე, რომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ენცოს პროფესიონალური ზრდა ძალიან მაღალი ტემპით მიიწევს.


დახასიათება:


პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ენცოს ფიზიკური მონაცემები. ამასთან ერთად იგი ძალიან ტექნიკურია. აქვს შესანიშნავი ფინტების კოლექცია, რაც ეტყობა დიადი მამისგან გამოყვა. შეუძლია თამაში ორივე ფეხით. ენცოს კიდევ ერთი დიდი პლიუსი არის, ის, რომ მას კარგად გამოსდის შორეული დარტყმები.


კითხვა-პასუხი:


საყვარელი ფეხბურთელი: ზინედინ ზიდანი

თამაში, რომელიც არასდროს დაავიწყდება: 1997 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ”იუვენტუსისა” და ”აიაქსის” შორის და ასევე, 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩი საფრანგეთსა და პორტუგალიას შორის.

ოცნება: ”რეალში” თამაში

მისი სწავლის დონე: 4 ქულა

საუკეთესო მომენტი ცხოვრებაში: ოჯახთან ერთად ყოფნა



მე გაგაცანით ზინედინ ზიდანის შვილი ენცო, რომელსაც მამის კარიერას უწინასწარმეტყველებენ. იმედია, იგი დაემსგავსება მის მამას და ასახელებს მადრიდის ”რეალს”. ენცო უნიჭიერესია და მას სულ მალე ვიხილავთ მადრიდის ”რეალის” ძირითად შემადგენლობაში. ამით კი სრულდება ჩვენი პროექტი. მე და ამ საიტის ერთგულმა მომხმარებელმა- Morata-მ, გვინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ყურადღებისთვის, იმედია ძალიან გასიამოვნეთ...



dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (114)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)