მიდის ვინმე?

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის "რეალში" თითოეული ფეხბურთელი უმაღლესი დონისაა, რამოდენიმე მათგანს მაინც უწინასწარმეტყველებენ კლუბის გამოცვლას.


სამეფო კლუბში არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ვერ ხვდებიან "ბლანკოსის" სასტარტო შემადგენლობაში. ფერნანდო გაგო, ლასანა დიარა, მაჰამადუ დიარა, კარიმ ბენზემა, ეზიკელ გარაი და კიდევ რამოდენიმე ფეხბურთელმა შესაძლოა კლუბი დატოვოს.

ამ ფეხბურთელების მონადირებას ბევრი გრანდი ცდილობს და მე შევეცდები მოგითხროთ მათ შესახებ:

"მანჩესტერ სიტი" - შეიხების კლუბმა, სულ ახლხანს გადაიბირა ჰერვოგნოვიელი ფორვარდი ედინ ძეკო, თუმცა მათ რამოდენიმე ფეხბურთელის დამატება კვლავაც სურთ. ქალაქელთა ინტერესის ქვეშ "ბლანკოსის" ფეხბურთელებიც მოექცნენ, ესენი არიან ფერნანდო გაგო და კარიმ ბენზემა. არგენტინელ ნახევარმცველს, მოურინიოს გუნდში ჯერ-ჯერობით ადგილი ვერ მოუძებნეს. სწორედ ამიტომ, ესპანელი ჟურნალისტები მას კლუბის გამოცვლას უწინასწარმეტყველებენ. "სიტის" კი ეს არ გამოეპარა და ეხლა ცდილობს, რომ გადაიბიროს ფერნანდო და ისევე როგორც ფრანგი კარიმ ბენზემა. ამავე წყაროს მიხედვით, ინგლისელები ემანუელ ადებაიორის გაშვებას გეგმავენ, თუმცა კლუბი საჭიროებს კიდევ ერთი პროფესიოანელი ფხბურთელის შეძენას, ისეთის როგორიც კარიმია. ფრანგის გადაბირება, აგრეთვე "იუვენტუსს", "ინტერს" და "ლივერპულსაც" სურს.

"ვოლსბურგი" - გერმანელების ხელმძღვანელები გამოცდილი მცველის ძიებაში არიან და მათ უკვე რამოდენიმე ვარიანტი აარჩიეს, მათ შორის კი ჟოზე მოურინიოს შეგირდი ეზიკელ გარაიც მოხვდა, რომლის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონს არ აღემატება.

"ინტერი" - იტალიელთა ახლად დანიშნული სპეციალისტი ლეონარდო თვლის, რომ "ლურჯების" ნახევარდაცვა სუსტია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ინტერნაციონალი გამოცდილი მოთამაშის ძიებაშია. მათი ინტერესი კი ამ დროისთვის ვან ბომელზე, ლასანა დიარაზე და მაჰამდუ დიარაზე მახვილდება.

ინფორმაციის წყარო: Marca.Com, SkySport.com & sportingo.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (109)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)