მივიწყებული „ბომბ“-არდირი

რუტგერუს იოჰანეს მარტინიუს ვან ნისტელროი - ფეხბურთელი, რომელმაც მადრიდის „რეალის“ დიად ისტორიაში თავისი კვალი დატოვა. ჰოლანდიელი გენიოსი, რომელმაც ყველა იმ გუნდის ლიდერის ფუნქციები შეითავსა, რომელშიც ოდესმე უთამაშია... დიახ, ეს „ვან გოლია“, ფეხბურთელი, რომლისთვისაც ბარიერი არ არსებობს, მოთამაშე, რომელსაც გოლის გატანა ნებისმიერი ძალისა და დონის მეტოქისთვის შეეძლო, ნებისმიერი რანგისა და ყაიდის შეხვედრაში...


პირადი მონაცემები

მივიწყებული „ბომბ“-არდირი

სრული სახელი: რუტგერუს იოჰანეს მარტინიუს ვან ნისტელროი

ეროვნება: ჰოლანდიელი

დაბადების თარიღი: 1976 წლის 1 ივლისი

სიმაღლე: 188 სმ

წონა: 85 კგ

პოზიცია: ფორვარდი

ზედმეტსახელი: Van The Man, Van Goal, RvN10

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ცხოვრობს
: გერმანიაში


ბიოგრაფიული მონაცემები

ნისტელროიმ საფეხბურთო კარიერა 1993 წელს, „დენ ბოსხში“ დაიწყო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მომავალში მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო ფორვარდი, ბავშვობაში ცენტრალურ მცველად თამაშობდა. „ვან გოლმა“ მხოლოდ რამოდენიმე წლის შემდეგ შეიცვალა ამპლუა და სწორედ მაშინ გამოავლინა თავისი საუკეთესო თვისებები. ნიჭიერმა ახალგაზრდამ 1996-97 წლის სეზონში გამოიჩინა თავი, როდესაც მან 13 გამართულ შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა. ნისტელროის ბომბარდირული თვისებებით მოხიბლულმა „ჰერენვენის“ მესვეურებმა ახალგაზრდა, უნიჭიერესი ფორვარდი საკუთარ რიგებში გადაიბირეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდში საუკეთესოდ ვერ წარმოაჩინა თავი, იგი 1998 წელს „პსვ ეინდჰოვენის“ რიგებში ჩაირიცხა, მისი სატრანსფერო ფასი კი იმ დროისთვის საკმაოდ მაღალი 6.5 მილიონი ევრო გახლდათ.

სწორედ „პსვში“ გაითქვა სახელი ნისტელროიმ, ამ გუნდში მან თავის პირველივე სეზონში გამოიჩინა თავი და 34 შეხვედრაში 31 გოლის გატანა მოახერხა. სწორედ 1998 წელს შედგა მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც მან თავი დიდებულად წარმოაჩინა და თავის სადებიუტო შეხვედრაში ჰეთ-ტრიკი შეასრულა. წლის ბოლოს რუდი „ერედივიზიონის“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა, რის შემდეგაც იგი ჰოლანდიური ფეხბურთის ფედერაციამ წლის საუკეთესო ჰოლანდიელ მოთამაშედ დაასახელა. მომდევნო სეზონში ნისტელროიმ საოცარი სეზონი ჩაატარა, გაიტანა რა 23 მატჩში 29 გოლი, მან მანჩესტერ „იუნაიტედის“ მესვეურთა ყურადღება მიიპყრო და 2001 წელს სწორედ ამ ინგლისურ გრანდში განაგრძო ასპარეზობა.

„ვან გოლმა“ თავის პირველივე ‘მანჩესტერულ’ სეზონში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულიც დაისაკუთრა. ნისტელროი დრო და დრო იპყრობდა მსოფლიო საფეხბურთო პუბლიკის გულს და ყველა რანგის გუნდისთვის სასურველ ფორვარდად ყალიბდებოდა. ამ სეზონში მან ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ 13 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი სახით მსოფლიო ფეხბურთს ახალი ლეგენდა ეზრდებოდა. 2004 წლამდე რუდის კარიერა აღმასვლას განიცდიდა, მაგრამ სწორედ ამ წელს მან უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც მთლიანი სეზონის გამოტოვება მოუხდა. 2005-06 წლების სეზონში კი ნისტელროისა და ფერგიუსონს შორის უთანხმოება წარმოიშვა, რის შემდეგაც „ვან გოლმა“ მანჩესტერული გრანდი დატოვა და მადრიდის „რეალში“ აღმოჩნდა.

2006 წლის 14 ივლისს, მადრიდის “რეალმა” ვან ნისტელროი 18 მილიონ ევროდ შეიძინა. რუდმა კლუბთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ნისტელროიმ გოლების გატანა მადრიდულ გუნდშიც იმავე ტემპით განაგრძო, როგორც „პსვში“ დაიწყო... 2006 წლის 10 სექტემებრს თავის მეორე მადრიდულ თამაშში, ჰოლანდიელმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, “ლევანტესთან” მატჩში. ამას დაემატა გოლი ელ-კლასიკოზე, დუბლი ჩემპიონთა ლიგაზე, კიევის “დინამოსთან მატჩში. საბოლოო ჯამში რუდმა პრიმერაში 37 მატჩში 25 გოლი გაიტანა და პირველივე სეზონში “პიჩიჩის” ტიტული მოიგო, ანუ გახდა პრიმერას საუკეთესო ბომბარდირი. სეზონის ბოლო, გადამწყვეტ მატჩში, “მალიორკას” წინააღმდეგ, რუუდმა ტრავმა მიიღო, თუმცა რეალი ჩემპიონი მაინც გახდა. „ვან გოლმა“ გოლების გატანას არც ბერნდ შუსტერის მწვრთნელობისას მოუკლო და შედეგად, 2007 წლის ზამთარში მან „რეალთან“ კონტრაქტი 2010 წლამდე გაახანგრძლივა. კონტრაქტის ამოწურვის გამო თავისუფალი აგენტის სტატუსით 2010 წლის 23 იანვრიდან გერმანიის საფეხბურთო კლუბ „ჰამბურგში“, 18 თვით 2011 წლის ივლისამდე დარჩება.


"ჰამბურგში" ნისტელროიმ თავისი პირველი გოლი "შტუტგარტის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში გაიტანა. რუდი, როგორც ყოველთვის გერმანიაშიც ერთერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება თავის პოზიციაზე...

ოჯახური მდგომარეობა

რუდი გარდა კარგი ფეხბურთელობისა, იგი შესანიშნავი მეოჯახეც გახლავთ, მას ჰყავს მეუღლე - ლეონტინ სლაატსი. ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა 2004 წლის ივლისში იქორწინა ლეონტინზე და 2006 წლის სექტემებრში მას შვილიც შეეძინა. ნისტელროის ქალიშვილს - მოა ანეტი ჰქვია. წყვილს მეორე ბავშვი 2008 წელს გაუჩნდა, ბიჭი, რომელსაც - ლიამი დაარქვეს.

საინტერესო ფაქტები

ნისტელროი "იუნაიტედში" 2001 წლის ივლისში, 19 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

რუდმა ერთ სეზონში 37 გოლის გატანა მოახერხა.

საფეხბურთო კარიერა ჰოლანდიურ კლუბ "დენ ბოსხში" დაიწყო.

2002-2003 წლის სეზონში ნისტელროიმ 12 პენალტი გაიტანა.

მან პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე.

კარიერის დასაწყისში რუდი ცენტრალურ მცველად თამაშობდა.

ნისტელროი "იუნაიტედში" სარეკორდო თანხად 19 მილიონ ევროდ გადაბარგდა (მომავალში რუდის რეკორდი ვერონმა მოხსნა 28 მილიონი ევრო).

მიიღო აქილევსის ტრავმა და მთლიანი სეზონი გამოტოვა.

"იუნაიტედში" რუდმა 6 ჯერ მოახერხა ჰეთ-ტრიკის შესრულება.

საყვარელი ფეხბურთელი - მარკო ვან ბასტენი.

ჰოლანდიის ნაკრებში დებიუტი გერმანიასთან გამართულ შეხვედრაში ჰქონდა.

1999-2000 წლების სეზონში რუდმა 29 გოლი გაიტანა.

2004 წელს დაქორწინდა, მისი მეუღლე გახლავთ ლეონტინ სლაატსი.

2004 წელს შეეძინა ქალიშვილი მოა ანეტი.

2008 წელს შეეძინა ვაჟი ლიამი.

2006 წელს ნისტელროი მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გახდა.

2006-2007 წლების სეზონში რუდმა პრიმერა დივიზიონში 25 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო.

2007-2008 წლების სეზონში მან სამეფო კლუბში 16 გოლის გატანა მოახერხა.

მან თავის პირველივე მადრიდულ სეზონში მოახერხა კატალონიის "ბარსელონას" კარის აღება.

ნისტელროი 2006-2007 წლების სეზონში ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

2008 წელს "მალიორკასთან" მატჩში უმძიმესი ტრავმა მიიღო.

2010 წელს რუდი "ჰამბურგში ჩაირიცხა".




By Kevlish... dle 10.1

  • kevlisha
  • 9 იანვარი 2011
  • 2172
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (105)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)