”რეალი” - ”ვილიარეალი”. პრევიუ

დღეს შედგება ძალიან საინტერესო მატჩი მადრიდის ”რეალსა” და ”ვილიარეალს” შორის. გთავაზობთ ამ შეხვედრის პრევიუს...


”რეალი”

მადრიდელებისთვის ჯერ-ჯერობით ყველაფერი ნორმალურად მიდის. ჟოზე მოურინიოს გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაშია, მიუხედავათ იმისა, რომ ბოლო მატჩი გუნდმა სამეფო თასზე ”ლევანტესთან” წააგო.

მადრიდელები საკმაოდ ლამაზად თამაშობენ. ბოლო ხანებში, ”ლევანტესთან” მატჩს თუ არ ჩავთვლით, მათ ყველა თამაში მოიგეს. ყველაფერი ”სარაგოსადან” დაიწყო, შემდეგ დადგა ”სევილიას” ჯერი, ამ თამაშის შემდეგ კი ”რეალმა” სამეფო თასზე 8-0 გაანადგურა ”ლევანტე”.

მოურინიომ განაცხადა, რომ ”რეალი” ჩვეულ ფეხბურთს ითამაშებს და რეზულტატიც დადებითი იქნება.


”ვილიარეალი”

ყვითელი წყალქვეშა ნავები ძალიან კარგ ხასიათზე ხვდებიან მრისხანე მოწინააღმდეგესთან მატჩს, რადგან როგორც ვიცით, ისინი სამეფო თასის 1/4 ფინალში, ძალიან დრამატული თამაშის შემდეგ გავიდნენ. ”ვილიარეალი” 2-0 აგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში მათ 4 უპასუხო ბურთი შეაგდეს და წარმატებასაც მიაღწიეს.

ყვითლები ძალიან კარგად ასპარეზობენ და ლა ლიგის მესამე პოზიციაზეც არიან. მათ მხოლოდ ”რეალი” და ”ბარსელონა” უსწრებენ.


”რეალის” ფანტასტიური თამაში საკუთარ მოედანზე

მადრიდის ”რეალმა” საშინაო არენაზე 14 მატჩი ითამაშა და 14-ივე მოიგო, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია. ჟოზეს გუნდი შეეცდება ამ შედეგის გაზრდას.


ფეხბურთელების ინტერვიუ მატჩის წინ

მატჩის წინ ფეხბურთელებმა ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცეს. გარაიმ განაცხადა, რომ ”ვილიარეალთან” მისმა გუდნმა ბურთი უნდა აკონტროლოს, ხოლო ყვითლების ლიდერმა, კაპდევილამ კი თქვა, რომ მისი გუნდი ბერნაბეუზე მოსაგებად ჩადის.

ტრავმები:

მადრიდის ”რეალს” სულ რამოდენიმე დღის წინ დაემტვრა პეპე, რომელიც წყალქვეშა ნავებთან მონაწილეობას ვერ მიიღებს, ხოლო ”ვილიარეალს” კი გაცილებით მძიმე დანაკლისები აქვს. ამ გუნდის ორი ლიდერი, სენა და ნილმარი ვერ მიიღებენ მონაწილეობას უპრინციპულეს თამაშში.

მადრიდის ”რეალის” სავარაუდო შემადგენლობა:

მადრიდის ”რეალი”: კასილასი, რამოსი, ალბიოლი, კარვალიო, მარსელომ ხაბი ალონსო, ლასი, დი მარია, ოზილი, რონალდო და ბენზემა.

დაცვაში ტრავმირებული პეპეს ნაცვლად ითამაშებს ალბიოლი. საყრდენებად კი ლასანა და ხაბი ალონსო გაირჯებიან.


dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)