მადრიდის ”რეალის” მომავლები - ნაწილი 6

მადრიდის ”რეალის” მომავლების მე-6 ნაწილში, თქვენ გაეცნობით მადრიდელთა სარეზერვო გუნდის კიდევ ერთ ნიჭიერ ფორვარდს, ხოსელუს...


ხოსე ლუის სანმარტინ მატო დაიბადა 1990 წლის 27 მარტს გერმანიის ქალაქ შტუდგარტში. მეგობრები და ნათესავები მას მოფერებით ხოსელუს უძახიან. სწორედ ამ სახელით არის ცნობილი ეს ნიჭიერი ფორვარდი კასტილიაში.

პირადი ინფორმაცია:


სრული სახელი: ხოსე ლუის სანმარტინ მატო

დაბადების თარიღი: 1990 წლის 27 მარტი

დაბადების ადგილი: შტუდგარტი, გერმანია

სიმაღლე: 191 სმ

პოზიცია: ფორვარდი



საკლუბო კარიერა:


ხოსელუ ბავშვობაში ”სელტას” საბავშვო გუნდში ირიცხებოდა. გავიდა წლები და მან ამ კლუბში წარმატებას მიაღწია. იგი ”სელტას” სარეზერვო გუნდში აიყვანეს, სადაც ამ ნიჭიერმა ფორვარდმა ძალიან საინტერესო რეზულტატი აჩვენა. ესპანელმა ამ გუნდში 83 თამაში ითამაშა და 8 გოლი შეაგდო. მას შემდეგ, რაც ხოსელუმ ”სელტას” მეორე გუნდში ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო და თავიც კარგად წარმოაჩინა იგი მთავარ გუნდში აიყვანეს. მან პირველ გუნდში ძალიან ცოტა დრო დაჰყო, რადგან ფეხბურთელის ნიჭი მადრიდის ”რეალის” სკაუტებმა შეამჩნიეს და დაუყოვნებლივ წაიყვანეს კასტილიაში. ხოსელუმ მის მადრიდულ კარიერაში ითამაშა 17 მატჩი და გაიტანა 4 გოლი. ამის შემდეგ კი იგი კვლავ ”სელტაში” გაანათხოვრეს და ამ ეტაპზე იგი სეგუნდაში ასპარეზობს. იქ კი მან უკვე 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 ბურთიც გაიტანა.


სანაკრებო კარიერა:


როგორც თითქმის ყველა კასტილიელს, მასაც აქვს მონაწილეობა მიღებული სანაკრებო თამაშებში. 2008-2009 წლებში, მან მიიღო მონაწილეობა ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრების 11 შეხვედრაში და გაიტანა სამი გოლი. ეს შედეგი ხოსელუს დაუფასდა და მომავალ წელს იგი 20-წლამდელთა ნაკრებშიც გადაიყვანეს, სადაც მას მხოლოდ ერთხელ მიეცა თავის გამოჩენის საშუალება, მაგრამ გოლი არ გაუტანია. იმავე წელს იგი ჩაირიცხა 21-წლამდელთა ნაკრებში. აქ კი მან 4 თამაშში ერთხელ შეძლო გოლის გატანა.


დახასიათება:


ხოსელუ ნამდვილი 9-იანია. იგი ხმარობს ორივე ფეხს და კარგად თამაშობს თავით, რაშიც მას მისი სიმაღლე ეხმარება. არის ძალიან ძლიერი და დინამიური. იგი თამაშობს ძალიან სწრაფად და შეტევებს არ ანელებს. მას აქვს ყველაფერი, რომ გახდეს ნამდვილი პროფესიონალი.



იმედია, ხოსელუ ”სელტაში” თავს კარგად გამოიჩენს და კვლავ დაიპყრობს მადრიდელთა გულებს, რის შემდეგაც იგი მადრიდში დაბრუნდება და გარკვეული ხნის შემდეგ მადრიდის ”რეალის” ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ.


გაგრძელება იქნება...
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)