კაპდევილია : "რეალს თამაში არასდროს უნდა გაუხსნა"

მადრიდის "რეალის" მომალი მოწინააღმდეგის, "ვილიარეალის" მცველმა, ხუან კაპდევილიამ განაცხადა, რომ "ბერნაბეუზე" მის გუნდს გაუჭირდება, მაგრამ 3 ქულის მოპოვებას მაინც ეცდება. მან ასევე განაცხადა, რომ სამეფო კლუბს თამაში არასდროს უნდა გაუხსნა...


"ჩემი გუნდისთვის სანტიაგო "ბერნაბეუზე" თამაში რა თქმა უნდა ძალიან რთული იქნება, მაგრამ ჩვენ იძულებულები ვართ, რომ მოგებისთვის ვიბრძოლოთ."

"ლა ლიგაში მოწინავე პოზიცია გვიკავია და ყველაფერს ვაკეთებთ ამ ადგილის შესანარჩუნებლად . ამ სეზონში ჩვენ სასარგებლოდ ბევრი მატჩი დამთავრდა და იმედი მაქვს, მადრიდელების დამარცხებასაც შევძლებთ, მთავარი მონდომება და შემართებაა."

"სამეფო კლუბთან ბევრჯერ მითამაშია და ვიცი, რომ ამ გუნდს არასდროს უნდა გაუხსნა თამაში, თუკი გარისკავ, ძალიან ცუდ შედეგს მიიღებ, ანუ წააგებ დიდი ანგარიშით, ჩვენ კი ეს ნამდვილად არ გვაწყობს."

"ფავორიტი რა თქმა უნდა "რეალია", მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად, ამის ძალა ნამდვილად გვაქვს."

"ვილირეალის მიზანი პირველი წრის 42 ქულით დასრულებაა, ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 2 მატჩში 6 ქულას უნდა მოვუყაროთ თავი, აქედან გამომდინარე ორივე თამაშის მოგება გვმართებს, რაც რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი."

"სეზონის ბოლოს "ვილიარეალი" ლიდერთა რიცხვში აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს." dle 10.1

  • Hala
  • 8 იანვარი 2011
  • 1488
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)