გრანერო : "ვილიარეალთან შეხვედრა რთული იქნება"

ესტებან გრანერომ განაცხადა, რომ მადრიდის "რეალის" 2 დღეში ურთულესი შეხვედრის ჩატარება მოუწევს "ვილიარეალის" წინააღმდეგ...


"ჩვენი მოწინააღმდეგე გუნდი ძალიან მობილურია და მათ შეუძლიათ შეტევაში სწრაფად გადასვლა. სამეფო კლუბი ყველა გუნდთან ფლობს უპირატესობას, ასევე იქნება "წყალქვეშა ნავთანაც" , მაგრამ მათი კონტ-იერიშები მეტად სახიფათოა, აქედან გამომდინარე უკანა ხაზში სერიოზული ყურადღების გამოჩენა გვმართებს."

"ყვითლებმა "ბარსელონასთანაც" ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. მე ვუყურე მათ თამაშს "ბლაუგრანასთან" , ის იყო მატჩი ორმხრივი შეტევებით, გვარდიოლას შეგირდებს მათი დამარცხება ნამდვილად ძალიან გაუჭირდათ. "ვილიარეალი" ახალგაზრდული და ძალიან იმედის მომცემი გუნდია, იმედი მაქვს 9-ში გამარჯვებული სწორედ მადრიდის "რეალი" დარჩება, ჩვენთვის ქულების დაკარგვა კატასტროფის ტოლფასია."

"მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება, რაც ორმაგ მოტივაციას გვაძლევს, ჩვენ უკანა გზა მოჭრილი გვაქვს, საჭირო მხოლოდ გამარჯვებაა, სხვა შემთხვევაში სიტუაციას ძალიან გავირთულებთ, რაც არ გვაწყობს."

"ჟოზე მოურინიო ამ მატჩს სრული სერიოზულობით უყურებს და განსაკუთრებულ მომზადებას ატარებს. მისთვის "ვილიარეალთან" გამარჯვება დიდი წარმატება იქნება, ეს გუნდი ესპანეთის ლა ლიგაში "რეალთან" და "ბარსელონასთან" ერთად საუკეთესოდ გამოიყურება."

"ნილმარი და ჯუზეპე როსი ბრწყინვალე ფორვარდები არიან და ამას ლა ლიგის ბომბარდირთა ცხრილიც მოწმობს, ეს ფეხბურთელები თავიანთ საქმეს კარგად ასრულებენ და გუნდს გატანილი გოლებით ეხმარებიათ, მათ წინააღმდეგ დიდი ყურადღებით უნდა ვითამაშოთ."

"გონსალო იგუაინის ტრავმა მთელი გუნდისთვის შემაშფოთებელია, რადგან პიპიტა წინა ხაზში ძალიან დაგვაკლდა, გონსალოსთად ერთად გუნდი მრავალფეროვან შეტევებს ქმნიდა, იმედი მაქვს არგენტინელის ოპერაცია წარმატებით ჩაივლის და იგი მალე დაგვიბრუნდება."

"კაკამ დიდ ხნიანი შესვენების შემდეგ, მოედანზე გასვლა შეძლო, რაც მთელი გუნდისთვის სასიხარულოა ისევე, როგორც მისთვის. რიკარდო მაღალი დონის ფეხბურთელია და "ბლანკოსს" დიდ სამსახურს გაუწევს. იგი ფორმაში სულ მალე შევა და თავის სიტყვას კიდევ ერთხელ იტყვის."

"ასევე სასიხარულოა ფერნანდო გაგოს და ეზეკილ გარაის დაბრუნება, "ლევანტესთან" შეხვედრა მათ კარგად ჩაატარეს და მწვრთნელის სიმპათიებიც დაიმსახურეს, მართალია წავაგეთ, მაგრამ ამ მატჩს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარია, რომ მომდევნო ეტაპზე სწორედ მადრიდის "რეალი" გავიდა და არა მისი მოწინააღმდეგე."

"ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ დონ ჟოზეს ნდობა დავიმსახურო და შემადგენლობაში ხშირად მოვხვდე. სათასო მატჩებში უფრო ხშირად ვთამაშობ ვიდრე პრიმერაში. იმედი მაქვს ჩემი მონდომებით და თავდაუზოგავი შრომით შევძლებ მოურინიოს დარწმუნებას იმაში, რომ ლა ლიგის მატჩებშიც შემიძლია გუნდისთვის სარგებლობის მოტანა." dle 10.1

  • Hala
  • 8 იანვარი 2011
  • 1492
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)