მადრიდის ”რეალის” მომავლები - ნაწილი 4

თქვენ უკვე იცით, რომ მადრიდის ”რეალი” ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდებს ზრდის. მორატა, სარაბია და ხუან კარლოსი კი კასტილიაში ერთ-ერთ უნიჭიერეს მოთამაშეებათ ითვლებიან. ახლა კი დგება იმ ფეხბურთელის ჯერი, რომელზეც ძალიან ცოტას თუ მოგეპოვებათ ინფორმაცია. ეს მოთამაშე - რაულ რუიზ მატარინია.


რაულ რუიზი დაიბადა 1990 წლის 25 მარტს, ალიკანტეში. მას უბრალოდ რაულს უწოდებენ. საბარიას და ხუან კარლოსის მსგავსად მისი სათამაშო პოზიციაც გარემარბია. ის ამჟამად მადრიდის ”რეალის” მეორე გუნდში ასპარეზობს. რაული არ არის ისეთი იმედისმომცემი, როგორებიც მორატა და სარაბია არიან, თუმცა მწვრთნელების თქმით ისიც ძალიან პერსპექტიული ყოფილა.

პირადი ინფორმაცია:


სრული სახელი: რაულ რუიზ მატარინი

დაბადების თარიღი: 1990 წლის 25 მარტი

დაბადების ადგილი: ალიკანტე

სიმაღლე: 175 სმ

პოზიცია: გარემარბი



საკლუბო კარიერა:


რაულმა, თავისი საკლუბო კარიერა ”ჰერკულესში” დაიწყო, რომელიც ამჟამად ლა ლიგაში ასპარეზობს. სხვათაშორის უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მატარინი ამ გუნდის პირველ შემადგენლობაში თამაშობდა. ეს ყველაფერი ხდებოდა 2008/2009 წლებში. მან ”ჰერკულესის” რიგებში 10 შეხვედრა ითამაშა და ერთხელ დალაშქრა მეტოქის კარი, რადგან ბუნებრივია, რომ მას არ ეძლეოდა ბევრი სათამაშო დრო. ახლა იგი 20 წლის გახლავთ და უკვე კასტილიაში თამაშობს. ეს ფეხბურთელი, მადრიდის ”რეალმა” 2009 წელს აიყვანა და ის დღეს ამ კლუბის სარეზერვო შემადგენლობაში ასპარეზობს. თეთრი მაისურით კი, რაულმა 15-ჯერ ითამაშა და სამწუხაროდ მას არცერთი გოლი არ გაუტანია, თუმცა ეს მის მოვალეობად არ ითვლება, რადგან იგი პოზიციით გარემარბია.

სანაკრებო კარიერა:


2008 წელს, რაული გამოიძახეს 21 წლამდელთა ნაკრებში პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ. რაულ რუიზმა მე-80 წუთზე დანიელ პარეხო შეცვალა. სამწუხაროდ ის მატჩი, ესპანეთმა 1-4 წააგო. სამაგიეროდ რაულმა თავი შემდეგ წელს იჩინა, ოღონდ 19-წლამდელთა ნაკრებში. მან დაასრულა ინგლისის განადგურება, სადაც ესპანელებმა 3-0 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ მატარინი ამ მატჩშიც სათადარიგოთა სკამიდან შევიდა. საერთო ჯამში, კი რაულს 19-წლამდელთა ნაკრებში 5 თამაში დაუგროვდა და გაიტანა ერთი გოლი, ხოლო 21-წლამდელთა ნაკრებში კი მხოლოდ ერთხელ მიიღო მონაწილეობა და გოლი არ გაუტანია.


დახასიათება:


რაულს საკმაოდ კარგი გოლის ალღო აქვს. ის ძალიან კარგია ტაქტიკურად, მუდამ იცის რა უნდა გააკეთოს, ასევე დაგეშილია კარზე და ყოველთვის ისიც მოწინააღმდეგეს თავში რა უტრიალებს.


იმედია, რაულიც იტყვის თავის სიტყვას მის მადრიდულ კარიერაში და ოდნავ მაინც დაემსგავსება მის დიდებულ სეხნიას. ჩვენი პროექტი კი ამით არ მთავრდება, წინ კიდევ საინტერესო ფეხბურთელებს გაეცნობით.


გაგრძელება იქნება...








dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)