მადრიდის ”რეალის” მომავლები - ნაწილი 3

მადრიდის ”რეალის” მომავლები - ნაწილი 3

მოგესალმებით,გთავაზობთ ჩვენი პროექტის მესამე მონაწილეს,ძალიან ნიჭიერ ახალგზარდა ხუან კარლოს პერეს ლოპესს.


ზოგადი დახასიათება:

ხუან კარლოს პერეს ლოპესი დაიბადა მადრიდში 1990 წლის 20 მარტს. როგორც კასტილიის მწვრთნელები ამბობენ კარლოსი ძალიან ნიჭიერი გარემარბია და ის მზად არის იმისათვის,რომ ღირსეულად ითამაშოს მადრიდის ,,რეალის,,პირველ გუნდში. ხუან კარლოსი არის შესანიშნავი გარემარბი და ამავდროულად შეუძლია თამაში შემტევ ნახევარმცველადაც.

საკლუბო კარიერა:

1996 წელს გახდა ,,ბოადილლას,, მოთამაშე, სადაც ხუანმა 9 წელი დაჰყო.2007 წლიდან ,,რეალ მადრიდ კასტილიას,, ხელმძღვანელობა აკვირდებოდა კარლოსს და როგორც იქნა მიაღწიეს შეთანხმებას,2009 წელს იგი გახდა ,,კასტილიას,, წევრი.მისი დებიუტი შედგა 2009 წლის 30 აგვისტოს ,,ატლეტიკო ბ,, ს წინააღმდეგ. ხუან კარლოსმა თავისი პირველი გოლი 8 ნოემბერს ,,რეალ სოსიედადის,, კარში შეაგდო, ზემოთხსენებული მატჩი ,,კასტილიის,, გამარჯვებით 4:2 დასრულდა. 2010 წლის 28 სექტემბერს ჯოზე მაურინიომ გამოიძახა ის მადრიდის ,,რეალის,, პირველ გუნდში ,,ოსერის,, წინააღმდეგ,თუმცა მისი დებიუტი ამ მატჩში ვერ შედგა.მისი დებიუტი მადრიდის ,,რეალის,, პირველ გუნდში შედგა 3 ოქტომბერს ,,დეპორტივოს,, წინააღმდეგ,რომელიც ,,რეალმა,, 6:1 მოიგო.ის მატჩი კარლოსმა შესანიშნავად ჩაატარა,კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჟოზე მაურინიოზე.
გთავაზობთ ხუან კარლოსის პირად ინფოს:

სრული სახელი: ხუან კარლოს პერეს ლოპესი
დაბადების თარიღი:1990 წლის 20 მარტი
სიმაღლე:177 სმ
სათამაშო პოზიცია:გარემარბი
გოლები:

2009 - ,,რეალ მადრიდ კასტილია,, 45 მატჩი 12 გოლი
2010 - მადრიდის ,,რეალი,, 1 მატჩი 0 გოლი

გთავაზობთ პოპულარული სპორტული პორტალის Goal.Com - ის შეფასებას

გუნდური თამაში-7.0

კრეატიულობა-6.0

დისციპლინა-5.0

ბურთის კონტროლი-6.0

გამძლეობა-5.5

პასი-5.5

დარტყმა-6.0

სიჩქარე-7.0

დაცვითი პოტენციალი-5.0

მოედნის ხედვა-6.0


როგორც ხედავთ ხუან კარლოსი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია,იმედია სარაბიასთან და სხვა კანტერანოებთან ერთად, რომლებზეც ჩვენ კიდევ დავწერთ ასეთ სიახლეებს, დიდ წარმატებას მოუტანს სამეფო კლუბს და ლეგენდა მადრიდის ,,რეალზე,, გაცოცხლდება....
გაგრძელება იქნება
dle 10.1

  • MoraTa
  • 7 იანვარი 2011
  • 1684
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (101)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)